1 |
უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე აქ შვიდი ხბო და
შვიდი ცხვარი.
|
1 |
და ჰრქუა ბალამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდი
ზუარაკი და შჳდი ვერძი.
|
2 |
შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და
თითო ცხვარი სამსხვერპლოზე. |
2 |
და ყო ეგრე ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზურაკი და ვერძი ბომონსა
მას ზედა. |
3 |
უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენს მსხვერპლს, მე კი
წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი და, რასაც გამომიცხადებს, შეგატყობინებ. და
წავიდა წყნარად. |
3 |
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს. დადეგ მსხუერპსა ზედა შენსა და
წარვიდე. გამო-ძი-მე-ცხადოს მე ღმერთი შემთხუევით და სიტყუაჲ, რომელ
გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალაკ შესაწირავსა ზედა მისსა და ბალაამ
მივიდა კითხვად ღმრთისა და მივიდა მართლ. |
4 |
შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: შვიდი
სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო
სამსხვერპლოზე. |
4 |
და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა მას ბალაამ: შჳდნი
ბომონნი დამიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა ზედა. |
5 |
ჩაუდო უფალმა სიტყვა ბალაამს ბაგეში და უთხრა: დაბრუნდი
ბალაკთან და ასე და ასე ელაპარაკე. |
5 |
და მოსცა ღმერთმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და ჰრქუა:
მიიქეც ბალააკისსა და ესრე თქუ. |
6 |
დაბრუნდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ
თავკაცებთან ერთად. |
6 |
და მოიქცა მისა, ხოლო იგი დგა მრგულიად დასაწველთა ზედა
მისთა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა. |
7 |
წარმოთქვა თავისი იგავი: არამიდან მომიყვანა ბალაკმა,
მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: მოდი, დამიწყევლე იაკობი, მოდი,
შემიჩვენე ისრაელი. |
7 |
და იყო სული ღმრთისა მის თანა და აღიღო იგავი იგი თჳსი და
თქუა: შუვამდინარით მომხადა მე ბალაკ, მეფემან მოაბისამან, მთათაგან
აღმოსავალთაჲთ და თქუა: მოვედ და სწყევე იაკობი, და მოვედ და წყევე
ისრაჱლი. |
8 |
როგორ დაგიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ
შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია. |
8 |
რაჲ ვსწყევო, რომელსა არა სწყევე უფალი, ანუ რათა
დავწყეო, რომელ არა უწყევიეს ღმერთსა? |
9 |
რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ
მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება. |
9 |
არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი და ბორცუთაგან
განვიცადო იგი. აჰა, ესერა, ერი მარტოჲ დაეშენოს და შორის წარმართთა არა
შეირაცხოს. |
10 |
ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის
სათვალავს? მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც
მათი! |
10 |
ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი და ვინ აღრაცხოს დასები
ისრაჱლისაჲ. მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი
ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი. |
11 |
უთხრა ბალაკმა ბალაამს: რას მიშვრები? ჩემი მტრების დასაწყევლად წამოგიყვანე, შენ
კი აქ ლოცავ მათ.
|
11 |
და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: რაჲ მიყავ მე ესე? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და,
აჰა, ესვრა, აკურთხე კურთხევით?
|
12 |
მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო? |
12 |
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, ვითარმედ რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა,
ამას ვეკრძალო სიტყუად? |
13 |
უთხრა მას ბალაკმა: წამომყევი სხვა ადგილას, საიდანაც
დაინახავ მას, ოღონდ მის ნაწილს დაინახავ, მთელს კი - ვერა. იქიდან
დამიწყევლე ის. |
13 |
და ჰრქუა მას ბალაკ: მოვედ მერმეცა ჩემ თანა ადგილსა
სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო. ხოლო
ყოველი არა იხილო და დაწყევე იგი მიერ. |
14 |
წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში, ფისგას
წვერზე, ააგო შვიდი სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი
თითოეულ სამსხვერპლოზე. |
14 |
და წარიყვანა იგი აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად.
და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას
ზედა. |
15 |
უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი აქ შენს მსხვერპლს, მე კი
იქ წავალ შესახვედრად. |
15 |
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა ამას ზედა
შენსა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა. |
16 |
შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა:
აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე. |
16 |
და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა
და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე თქუა. |
17 |
მივიდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ
თავკაცებთან ერთად. უთხრა ბალაკმა: რა ილაპარაკა უფალმა? |
17 |
და მოიქცა მისა, სადა-იგი დგა მრგუალიად დასაწველსა ზედა
მისსა და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას ბალაკ: რაჲ გრქუა
უფალმან? |
18 |
წარმოთქვა თავისი იგავი: ადექი, ბალაკ, და გაიგონე, ყური
მიგდე, ციფორის ძევ! |
18 |
და აღიღო იგავი იგი თჳსი და ჰრქუა: აღდეგ, ბალაკ, და
ისმინე, ყურად-იღე მოწამემან ძემან სეფორისმან. |
19 |
ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ
გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს? |
19 |
არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა
ვითარცა ძე კაცისაჲ რიცხვად. შენ სთქუ: არა ყოს, თქჳს და არა დაადგრის. |
20 |
აჰა, დალოცვა მებრძანა. მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ. |
20 |
აჰა, ესერა, კურთხევად მიწყიეს, ვაკურთხო და არა
მოვაქციო. |
21 |
არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში. უფალი მათი ღმერთია მასთან
და სამეუფო ბუკის ხმაა მასში.
|
21 |
არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა, არცა იხილო სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი
ღმერთი მისი მის თანა და დიდებულნი მთავართანი შორის მისსა.
|
22 |
ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა
იგი მისთვის. |
22 |
ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით, ვითარცა
დიდებაჲ მარტორქისაჲ მის. |
23 |
არ არის გრძნეულება იაკობში და არ არის ჯადოქრობა
ისრაელში. თავის დროზე გამოეცხადება იაკობს და ისრაელს, რა მოიმოქმედა
ღმერთმა. |
23 |
რამეთუ არა არს ზმნა შორის იაკობსა, არცა მისნობა შორის
ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან. |
24 |
აჰა, ხალხი ძუ ლომივით იმართება და ხვადი ლომივით ტორებზე
დგება; არ დაწვება, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ
შესვამს. |
24 |
აჰა, ესერა, მან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს
და ვითარცა ლომი იბედღუენდეს, არა დაიძინოს ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და
სისხლი წყლულთაჲ სუას. |
25 |
უთხრა ბალაკმა ბალაამს: ნურც შეაჩვენებ მას და ნურც
დალოცავ. |
25 |
და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას, ნუცა
კურთხევით აკურთხევ. |
26 |
მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც
უფალი მეტყვის, იმას ვიზამ-მეთქი? |
26 |
და მიუგო ბალამ და ჰრქუა ბალაკს: არა გეტყოდე შენ და
გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას ღმერთმან, ესე ვყო. |
27 |
უთხრა ბალაკმა ბალაამს: წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან.
იქნებ ინებოს ღმერთმა, რომ იქიდან დამიწყევლო იგი. |
27 |
და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო შენ ადგილსა
სხუასა, სთნდეს ხოლო თუ ღმერასა, და დაწყევე იგი მიერ. |
28 |
აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეგორის თავზე, რომელიც უდაბნოს
გადაჰყურებდა. |
28 |
და წარიყვანა ბალაკ ბალაამი თავსა ზედა ფუგორისასა, რომელ
მიაწევს უდაბნოდ. |
29 |
უთხრა ბალაამმა ბალაკს: ააგე აქ შვიდი სამსხვერპლო და
გამიმზადე შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი. |
29 |
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი
და დამიმზადე მე აქა შჳდ ზუარაკი და ვერძი. |
30 |
შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და აღავლინა თითო ხბო
და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე. |
30 |
და ყო ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალამ, და შეწირა ზუარაკი
და ვერძი ბომონსა მას ზედა. |