1 |
დაინახა ბალაამმა, რომ ისრაელის დალოცვა უფალს უნდოდა, და არ შეუდგა წინანდებურად
გრძნეულებას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
|
1 |
და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაჱლისაჲ, არა
მივიდა კითხვად, ვითარ-იგი ჩუეულ იყო ზმნებათა და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.
|
2 |
გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა
მასზე. |
2 |
და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული
ნათესავად-ნათესავად. და იყო სული ღმრთისა მის ზედა. |
3 |
წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის
ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა, |
3 |
და აღიღო იგავი იგი მისი და თქუა ბალაამ, ძემან
ბეორისმან, |
4 |
ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს
ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს. |
4 |
თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, რომელმან
ხილვაჲ ღმრთისა იხილა ძილსა შინა ზემხილვარითა თუალითა თჳსითა: |
5 |
რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები,
ისრაელ! |
5 |
ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, საყოფელნი,
ისრაჱლ, |
6 |
როგორც გაშლილი ჭალები, როგორც ბაღები მდინარის პირას,
როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები. |
6 |
ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი
მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან და
ვითარცა ნაძუნი წყლისკიდესა. |
7 |
იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ
წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი
სამეფო. |
7 |
გამოჴდეს კაცი ნათესავისაგან თჳსისა და ეუფლოს ნათესავთა
მრავალთა და აღმაღლდეს გუგის მეფობაჲ და აღორძნდეს მეუფებაჲ მისი. |
8 |
ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა
იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს. |
8 |
ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ
მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს
და ისრითა მისითა ესროდის მტერთა. |
9 |
ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ
წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი. |
9 |
ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა
ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ
არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან. |
10 |
რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, ხელი ხელს
შემოჰკრა და უთხრა ბალაკმა ბალაამს: ჩემი მტრების შესაჩვენებლად დაგიძახე,
შენ კი უკვე მესამეჯერ ლოცავ მათ. |
10 |
და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და
შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა
მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ. |
11 |
ახლა გაიქეცი შენს ადგილას. ვიფიქრე, პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი
უფალმა.
|
11 |
აწ ივლტოდე ადგილდ შენდა ვთქუ: გადიდო შენ. აწ ჴუებულ გქმნა შენ უფალმან
დიდებისა მისგან.
|
12 |
უთხრა ბალაამმა ბალაკს: ხომ ვუთხარი შენს გამოგზავნილ მოციქულებს: |
12 |
და ჰრქუა ბალაამ ბალაკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ
მათ-მეთქი: |
13 |
თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს
ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს
გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას
ვიტყვი-მეთქი? |
13 |
მო-ღათუ-მცეს ბალაკ სახლი თჳსი სავსე ვეცხლითა და
ოქროჲთა, ვერვე შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად,
ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რავდენი მრქუას მე ღმერთმან, ესე ვთქუა. |
14 |
ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს
ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში. |
14 |
და აწ, ესერა, წარვალ მე ადგიდ ჩემდა, მოვედ და გიზრახო
შენ, რაჲ უყოს ერმან ამან ერსა მაგას შენსა. |
15 |
და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის
ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა; |
15 |
აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალამ, ძემან ბეორისმან, თქუა
კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, |
16 |
ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა
შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ
თვალები ღია აქვს. |
16 |
ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი, და მეცნიერ ყო მეცნიერებასა
მაღლისასა. და ხილვაჲ ღმრთისა იხილა, რომელსა შინა ზეხილულ იყუნეს თუალნი
მისნი. |
17 |
ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა
ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან,
მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას. |
17 |
უჩუენო მას და არა აწ ვნატრო და არა მახლობელად
გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და
მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი. |
18 |
საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება
გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას. |
18 |
და იყოს ედომი სამკჳდრებელად და იყოს სამკჳდრებელად
ესავი, მტერი მისი, და ისრაჱლმან ყოს ძლიერებით. |
19 |
დაეპატრონება იაკობისაგანი და გაანადგურებს ქალაქში
დარჩენილთ. |
19 |
და აღდგეს იაკობისგან და წარწყმიდოს განრინებული
ქუეყანით. |
20 |
დაინახა ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი: პირველი
ხალხია ყამალეკი, მაგრამ საბოლოოდ დაიღუპება. |
20 |
და იხილა ამალეკი და იხილა იგავი იგი თჳსი და თქუა: დასაბამი წარმართთაჲ ამალეკი
და ნათესავი მათი წარწყმდეს.
|
21 |
დაინახა კენიელები და წარმოთქვა თავისი იგავი: მაგარია შენი სამყოფელი და კლდეზე
მოგიწყვია ბუდე.
|
21 |
და იხილა კინეელი და აღიღო იგავი ესე და თქუა: მტკიცე არს სამკჳდრებელი შენი და
და-თუ-სდვა კლდესა შინა ბუდე შენი. |
22 |
თუ გაპარტახდა კაენი, როდემდის ეყოლები ტყვედ აშურს? |
22 |
დაღათუ იყოს ბეორისი ბუდე ძმაცულებით, ასურასტანელთა
წარგტყუენონ შენ. |
23 |
წარმოთქვა თავისი იგავი: ვაი, ვინ იქნება ცოცხალი, როცა
ამას მოახდენს ღმერთი? |
23 |
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: ჵ, ვინ ცხონდეს, ოდეს
დადვას ესე ღმერთმან? |
24 |
მოვლენ ხომალდები ხეთელებისგან და მოთრგუნავენ აშურს,
მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან. |
24 |
და გამოჴდეს ჴელთაგან კიტელთაჲსა და აჭირონ ასურს და
აჭირებდენ ებრაელთა. და იგინი ერთბამად წარწყმდენ და აღდგა ბალაამ და
წარვიდა, მიიქცა ადგილად თჳსა. და ბალაკ წარვიდა თჳსა. |
25 |
ადგა ბალაამი და წავიდა, დაბრუნდა თავის მხარეში. წავიდა
თავისი გზით ბალაკიც. |
|
|