1 |
როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან.
|
1 |
და დაიბანაკა ისრაჱლმან სატინს ასულთა თანა მოაბელთა.
|
2 |
იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს
და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს. |
2 |
და ხადეს მათ ნაგებთა ზედა კერპთა მათთასა და ჭამა ერმან მან ნაზორევთა მათთაჲ და
თაყუანი-სცეს კერპთა მათთა. |
3 |
შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი
ისრაელის მიმართ. |
3 |
და შეეჩუენა ისრაჱლი ბეელფეგორს და განრისხნა უფალი
გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა. |
4 |
უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით
ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან. |
4 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიყვანენ ყოველნი მთავარნი
ერისანი და განაქიქენ იგინი უფლისა მიერ წინაშე მზესა და უკუნიქცეს რისხვაჲ
იგი გულისწყრომისა უფლისა ისრაჱლისაგან. |
5 |
უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: მოკლას თითოეულმა თავისი
კაცები, ვინც კი ბაალ-ფეღორს ან შეთვისებულები. |
5 |
და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ
კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელ შეჩუენებულ არს ბეელფეგორისა. |
6 |
აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის
ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ ისრაელიანთა მთელი საზოგადოების
თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ. |
6 |
და აჰა, ესერა, კაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოვიდა, მიიყვანა ძმაჲ თჳსი
მადიანიტელისა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა,
ხოლო იგინი ტიროდეს წინაშე კართა კარვისა მის საწამებელთაჲსა. |
7 |
დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა,
წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა. |
7 |
და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ
მღდელისამან, და აღდგა იგი შორის კრებულსა, მოიღო ლახუარი ჴელთა. |
8 |
შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს -
ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება. |
8 |
და შევიდა უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა
კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი
საშოჲთ მისით. და დასცხრა გუემაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათაჲსა. |
9 |
გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი. |
9 |
და იყუნეს მოსრულნი გუემასა მას შინა ოცდაოთხ ათას. |
10 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
|
10 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
|
11 |
ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს,
რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი
შურით. |
11 |
ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი
ძეთაგან ისრაჱლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი
ისრაჱლისანი შურსა შინა ჩემსა. |
12 |
ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას. |
12 |
ესრე არქუ: |
13 |
იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო
მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო
და გამოითხოვა ისრაელის პატიება. |
13 |
აჰა, ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშჳდობისასა და
იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმა მღდელობისაჲ
საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება-ყო ძეთათჳს
ისრაჱლისათა. |
14 |
სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ
ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი. |
14 |
ხოლო სახელი კაცისა მის ისრაიტელისაჲ მის, რომელ მოკუდა
მადიანიტელისა თანა, ზამბრი, ძე სალომისი, მთავარი სახლისა ტომისა
სჳმეონისი. |
15 |
სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული
ცურისა, უბოთის მეთაურის. მიდიანის მოდგმისა იყო იგი. |
15 |
და სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაჲ, მადიანიტელისაჲ -
ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა
მადიამელთაჲ არს. |
16 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
16 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
17 |
ემტერეთ მიდიანელებს და მუსრი ავლეთ, |
17 |
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ემტერენით
მადიამელთა და მოსრენით იგინი. |
18 |
რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და
ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის
გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს. |
18 |
რამეთუ გემტერებიან თქუენ იგინი ზაკჳთ, რავდენსა გზაკვენ იგინი თქუენ ფოგორისთჳს
და ქაზბისთჳს, ასულისა მთავრისა მადიამელისა, დისს მათისათჳს, რომელ მოკუდა დღესა
მას გუემისა ფოგორისთჳს.
|