1 |
განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს:
|
1 |
და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ
მღდელისსა, და ჰრქუა:
|
2 |
აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ოცი წლიდან მოყოლებული გვარეულობათა
მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში. |
2 |
იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე
სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა. |
3 |
ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის
ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად: |
3 |
და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს
იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა: |
4 |
ოცი წლიდან მოყოლებული როგორც ნაბრძანები აქვს უფალს
მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ. |
4 |
ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს:
შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით, |
5 |
რეუბენი - ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: ხანოქი -
ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან ფალუელთა საგვარეულო. |
5 |
რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი
ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი. |
6 |
ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან ქარმიელთა
საგვარეულო. |
6 |
ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი. |
7 |
ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო
ორმოცდასამიათას შვიდასოცდაათი. |
7 |
ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ
ათას და შჳდასდაოცდაათ. |
8 |
ფალუს ძენი: ელიაბი. |
8 |
და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ. |
9 |
ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი, აბირამი. ეს ის დათანი და
აბირამი იყვნენ, საზოგადოების რჩეულნი, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და
აარონს კორახის დასთან ერთად, როცა უჯანყდებოდნენ უფალს. |
9 |
და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე
რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა
თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს. |
10 |
გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა
ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი. |
10 |
და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას
კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი
სასწაულ. |
11 |
კორახის ძენი კი არ დახოცილან.
|
11 |
ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს.
|
12 |
სიმონიანები საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან ნემუელელთა საგვარეულაო,
იამინისგან იამინელთა საგვარეულო, იაქონისგან იაქინელთა საგვარეულო, |
12 |
და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი
იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი: |
13 |
ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო, საულისგან საულელთა
საგვარეულო. |
13 |
ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი, |
14 |
ესენია სიმონელთა საგვარეულოები: ოცდაორი ათას ორასი. |
14 |
ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას. |
15 |
გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისგან
ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა
საგვარეულო, |
15 |
ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი,
აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი. |
16 |
ოზნისგან ოზნიელთა საგვარეულო; ყერისგან ყერელთა
საგვარეულო, |
16 |
აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი. |
17 |
აროდისგან აროდელთა საგვარეულო, |
17 |
ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი. |
18 |
ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცი
ათას ხუთასი. |
18 |
ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა: |
19 |
იუდიანები: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი
ქანაანის ქვეყანაში. |
19 |
ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და
მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. |
20 |
მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ: შელასგან
შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან
ზერახელთა საგვარეულო. |
20 |
და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი
ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი. |
21 |
ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ხამულისგან ხამულელთა
საგვარეულო.
|
21 |
და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი.
|
22 |
ესენია იუდას საგვარეულოები რიცხვით სამოცდათექვსმეტი
ათას ხუთასი. |
22 |
ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას. |
23 |
ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: თოლასგან
თოლაელთა საგვარეულო, ფუვასგან ფუვაელთა საგვარეულო. |
23 |
და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი. |
24 |
იაშუბისგან იაშუბელთა საგვარეულო, შიმრონიდან შიმრონელთა
საგვარეულო, |
24 |
იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი. |
25 |
ესენია ისაქარის საგვარეულოები რიცხვით სამოცდაოთხიათას
სამასი. |
25 |
ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც. |
26 |
ზებულონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: სერედისგან
სერედელები, ელონისგან ელონელები, იახლიელისგან იახლიელელები, |
26 |
ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი,
იალიჱლ, დასი იალიჱლისი. |
27 |
ესენია ზებულონელთა საგვარეულოები რიცხვით: სამოციათას
ხუთასი. |
27 |
ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას. |
28 |
იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: მენაშე და
ეფრემი. |
28 |
ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ. |
29 |
მენაშეანები: მაქირისგან მაქირელთა საგვარეულო, მაქირმა
შვა გაალადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო. |
29 |
ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი
გალაადისი. |
30 |
ესენია გალაადიანები: იეზერისგან იეზერელთა საგვარეულო,
ხელევისგან ხელეველთა საგვარეულო, |
30 |
და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი. |
31 |
ასრიელისგან ასრიელთა საგვარეულო, შექემისგან შექემელთა საგვარეულო, |
31 |
სჳქემ, დასი სჳქემისი.
|
32 |
შემიდასგან შემიდაელთა საგვარეულო, ხეფერისგან ხეფერელთა
საგვარეულო, |
32 |
სემაჱრ, დასი სემაჱრისი, ოფერ, დასი ოფერისი. |
33 |
ცელაფხად ხეფერის ძეს არ ჰყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ
ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და
თირცა. |
33 |
და სალპაადს, ძესა ოფერისსა, არა ესხნეს მას ძე, არამედ ასულებ. და ესე არს
სახელები ასულთა სალპადისთაჲ: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა. |
34 |
ესენია მენაშეს საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო
ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი. |
34 |
ესე დასნი მანასესნი აღხილვისაგან მათისა - ერგასისადაორ ათას და შჳდას. |
35 |
ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით:
შუთელახისგან შუთელახელები, ბექერისგან ბექერელები, თახანისგან თახანელები. |
35 |
და ესე ძენი ეფრემისნი: სუთალა, დასი სუთალაჲსა, თანაქ, დასი თანაქისი. |
36 |
ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისგან ყერანელთა
საგვარეულო. |
36 |
ესე ძენი სუთალაჲსნი: ედენ, დასი ედენისი. |
37 |
ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით ოცდათორმეტი
ათას ხუთასი. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. |
37 |
ესე დასნი ძეთა ეფრემისთანი აღხილვისაგან მათისა ოცდაათოთხმეტ ათას და ხუთას. ესე
ძენი იოსებისნი - დასად-დასად მათა. |
38 |
ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელასგან
ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან
ახირამელთა საგვარეულო, |
38 |
ძენი ბენიამენისნი და დასად-დასად მათა: ბალი, დასი ბალისი, ასბელ, დასი ასბელისი,
იაქირამ, დასი იაქირამისი. |
39 |
შეფუფიმისგან შეფუფამელთა საგვარეულო, ხუფამისგან
ხუფამელთა საგვარეულო. |
39 |
სოფამ, დასი სოფამისი. |
40 |
ბელაყიანები იყვნენ: არდი და ნაყამანი. არდელთა
საგვარეულო, ნაყამანისგან ნაყამანელთა საგვარეულო. |
40 |
და იყუნეს ძენი ბალესნი: არედ და ნუემმან, დასი ნუემმანისი. |
41 |
ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო
ორმოცდახუთი ათას ექვსასი. |
41 |
ესე ძენი ბენიამენისნი დასად-დასად მათა აღხილვისგან მათისა - ორმოცდახუთ ათას
და ექუსას.
|
42 |
ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით:
შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო; ესენია დანის საგვარეულოები მათ
საგვარეულოთა მიხედვით. |
42 |
და ესე ძენი დანისნი დასად-დასად მათა: სუამ, დასი სუამისი, ესე დასნი დასად-დასად
მათა. |
43 |
შუხამელთა მთელი საგვარეულო, რიცხვით ექვსასოთხი ათას
ოთხასი. |
43 |
ყოველნი დასნი სუამისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოცდაოთხ ათას. |
44 |
აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იმნასგან
იმნაელთა საგვარეულო, იშვასგან იშვაელთა საგვარეულო, ბერიყასგან ბერიყელთა
საგვარეულო. |
44 |
ძენი ასერისნი დასად-დასად მათა: იამი, დასი იამმინისი, იესუჲ - დასი იესუჲსი,
ბარია, დასი ბარიაჲსი. |
45 |
ბერიყიანთაგან; ხებერისგან ხებერელთა საგვარეულო;
მალქიელისგან მალქიელელთა საგვარეულო. |
45 |
ქუბერ, დასი ქუბერისი, მელქიელ, დასი მელქიელისი. |
46 |
აშერის ასულის სახელი იყო სარახი. |
46 |
და სახელი ასულისა ასერისისაჲ სარა. |
47 |
ესენია აშერიანთა საგვარეულოები, რიცხვით ორმოცდაცამეტი
ათას ოთხასი. |
47 |
ესე დასი ძეთა ასერისთანი აღხილვისაგან მათისა - ერგასის და სამ ათას და ოთხას. |
48 |
ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იახციელისგან
იახციელების საგვარეულო, გუნისგან გუნიელთა საგვარეულო, |
48 |
... სი გავნი, დასი გავნისი, |
49 |
იეცერისგან იეცერელთა საგვარეულო, შილემისგან შილემელთა
საგვარეულო. |
49 |
იესე, დასი იესერისი, სელლემ, დასი სელლემისი. |
50 |
ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების
მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ოთხასი. |
50 |
ესე დასნი ნეფთალემისნი აღხილვისაგან მათისა - ორმეოც ათას და სამას.
|
51 |
ეს არის რიცხვი ისრაელიანთა: ექვსასი ათას შვიდასოცდაათი.
|
51 |
ესე არს აღხილვად ძეთა ისრაჱლისათაჲ - ექუსას ათას და შჳდას ოცდაათ.
|
52 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
52 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
53 |
ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის
მიხედვით. |
53 |
ამათ განეყოს ქუეყანა იგი დამკჳდრებად რიცხჳთ სახელებით. |
54 |
მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი,
მცირერიცხოვანს - მცირე; თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო. |
54 |
უმარლესთა განამრავლო სამკჳდრებელი მათი თითოეულად, ვითარცა აღიხილნეს, მიეცეს მათ
სამკჳდრებელი იგი. |
55 |
ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული
შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო. |
55 |
წილით განიყოს ქუეყანაჲ იგი, სახელებსა თესლად-თესლადსა ტომთა მათთასა დაემკჳდრონ. |
56 |
წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები,
მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ. |
56 |
წილით განჰყო სამკჳდრებელი მათი შორის მრავალთა და მცირეთა. |
57 |
აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით:
გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო,
მერარისგან მერარიელთა საგვარეულო. |
57 |
და ესე არიან ძენი ლევისნი დასად-დასად მათა: გერსონ, დასი გერსონისი, კაათ, დასი
კაათისი, მერარი, დასი მერარისი. |
58 |
ესენია ლევის საგვარეულოები: ლიბანელთა საგვარეულო,
ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო,
კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი. |
58 |
ესე დასნი ძეთა ლევისთანი, დასი ლუბენისი, დასი ქებრონისი, დასი მოლისი. და კაათ
შვა ამრამ. |
59 |
ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც
ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი,
მათი და. |
59 |
და სახელი ცოლისა მისისაჲ იყო იოქაბელ. ასულმან ლევისმან, რომელმან უსხნა ესენი
ლევის ეგჳპტეს შინა და უშვა ამრამს აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი. |
60 |
შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. |
60 |
და ესხნეს აჰრონს: ნადაბ და აბიუთ, და ელეაზარ და ითამარ. |
61 |
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.
|
61 |
და მოკუდა ნადაბ და აბიუთ შეწირვასა მას მათსა ცეცხლისა უცხოჲსასა წინაშე უფლისა
უდაბნოსა ზედა.
|
62 |
ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი
თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან
არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის. |
62 |
და იყუნეს აღხილვისაგან მათისა ოცდასამ ათას ყოველი წული თთჳთგანი და მიმართ,
რამეთუ არა აღიხილნეს შორის ძეთა ისრაჱლისათა. |
63 |
ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ,
რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის
მახლობლად. |
63 |
რამეთუ არა ეც ამათ ნაწილი შორის ძეთა ისრაჱლისათა. და არს აღხილვაჲ მოსესი და
ელიაზარ მღდელისაჲ, რომელთა აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი არაბოთს მოაბს იორდანესა
ზედა იერიქოჲთ კერძო. |
64 |
მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ
მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში: |
64 |
და ამათ შორის არა იყო კაცი აღხილულთა მათგანი მოსესგან და აჰრონისგან, რომელ
აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა სინასა. |
65 |
რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ
დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ
იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. |
65 |
და ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა. და არა დაშთა მათგანი არცა
ერთი გარნა ქალებ, ძე იეფონესი, და ისუ, ძე ნავესი. |