1 |
გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა,
ძისა მენაშესი, მენაშეს, იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ:
მახლა, ნოა, ხოგდა, მილქა და თირცა),
|
1 |
და მოვიდეს ასულნი სალპაადისნი, ძისა ორფერისნი, ძისა გალაადისნი, ძისა
მაქირისნი, დასისა მანასესი, ძეთა იოსებისთაჲ. და ესე არს სახელები მათი: მაალა, და
ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა.
|
2 |
და წარუდგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდელს, თავკაცებს და მთელს საზოგადოებას
სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, უთხრეს: |
2 |
და დადგეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა და
წინაშე ყოვლისა კრებულისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და თქუეს: |
3 |
მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა იგი უფლის
წინააღმდეგ შეთქმულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვის გამო
მოკვდა და ვაჟები არ ჰყოლია. |
3 |
მამაჲ ჩუენი მოკუდა უდაბნოსა ზედა და იგი არა თანა იყო
კრებულსა მას აღდგომილსა წინაშე უფლისა შორის კრებულსა მას კორესა, რამეთუ
ცოდვისათჳს მოკუდეს და ძენი არა ესხნეს მას. |
4 |
რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი მის საგვარეულოდან,
იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცით ჩვენ სამკვიდრო მამაჩვენის ძმებს
შორის. |
4 |
ნუ აღიჴოცებინ სახელი მამისა ჩუენისაჲ დასისაგან მისისა,
რამეთუ არა არს მისა ძე, გუეცით ჩუენ სამკჳდრებელი შორის ძმათა მამისა
ჩუენისათა. |
5 |
უფლის წინაშე მიიტანა მოსემ მათი სამართალი. |
5 |
და მიაწია მოსე საშჯელი იგი მათი წინაშე უფლისა. |
6 |
ასე უთხრა უფალმა მოსეს: |
6 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
7 |
მართალს ამბობენ ცელაფხადის ასულნი. უნდა მისცე მათ
საკუთარი სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის, მათზე უნდა გადაიტანო მათი
მამის სამკვიდრო. |
7 |
მართლ იტყჳან ასულნი სალპადისნი, ცემით სცე მათ
დასაპყრობელი სამკჳდრებელისაჲ შორის ძმათა მამისა მათისათა და მივსცე
ნაწილი მამისა მათისაჲ მათ. |
8 |
ისრაელიანვბს ასე უთხარი: თუ ვინმე მოკვდა და ვაჟი არ
დარჩა, მისი სამკვიდრო მის ასულზე გადაიტანეთ. |
8 |
და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა და ჰრქუა: კაციღა მოკუდეს და
ძე არა ესუას მას, მისცეს სამკჳდრებელი მისი ასულსა მისსა. |
9 |
თუ ასული არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მის ძმებს მიეცით. |
9 |
უკუეთუ არა ესუას ასული, მისცეთ სამკჳდრებელი მისი ძმასა
მისსა. |
10 |
თუ ძმები არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მამამისის ძმებს მიეცით. |
10 |
უკუეთუ არა ესხნეს მას ძმა, მისცეთ იგი მამისძმასა მისსა. |
11 |
თუ მამამისს ძმები არ ჰყავს, მიეცით მისი სამკვიდრო მის ახლო ნათესავს მისი
საგვარეულოდან, რათა დაესაკუთროს მას. იყოს ეს ისრაელიანთათვის სამართლის წესად,
როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
|
11 |
უკუეთუ არა ესუას მას მამისძმაჲ, მისცეს სამკჳდრებელი იგი სახლეულსა მახლობელსა
მისსა. ნათსავისა მისისაგანმან დაიმკჳდროს მისი და იყოს იგი ძეთა ისრაჱლისათა
სამართალ საშჯელის, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
|
12 |
უთხრა უფალმა მოსეს: ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ამ ქვეყანას, რომელიც
ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული. |
12 |
და ჰრქუა მოსეს: აღვედ მთასა წიაღსა ამას მთასა ნაბავსა და იხილე ქუეყანა იგი
ქანაანისაჲ, რომელსა მივსცემ მე ძეთა ისრაჱლისათა დაპყრობად. |
13 |
დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი
ძმა, აარონი, შეერთო. |
13 |
იხილო იგი და შევსძინო ერსა შენსა, ვითარცა შეეძინა
აჰრონ, ძმაჲ შენი, ორს მთასა შინა. |
14 |
რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა
უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო
მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში). |
14 |
რამეთუ გარდაჰჴედით სიტყუასა ჩემსა უდაბნოდა ზედა სინასა
რაჟამს მიჴდებოდა კრებული იგი წმიდა-ყოფად ჩემდა. არაწმიდა მყავთ მე წყალსა
მას ზედა წინაშე მთასა. ესე არს წყალი ცილობისა კადესა, უდაბნოსა შინა
სინასა. |
15 |
ასე უთხრა მოსემ უფალს: |
15 |
და ჰრქუა მოსე უფალსა: |
16 |
დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი
ამ საზოგადოებას, |
16 |
იხილენ უფალმან ღმერთმან სულთამან და ყოველთა ჴორცთამან
კაცი კრებულსა ზედა ამას, |
17 |
ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც
გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის
საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას. |
17 |
რომელ გამოვიდოდის წინამძღურად მათსა და, რომელმან
შეიყუარნეს იგინი, და რომელმან გამოიყვანნეს იგინი. და არა იყოს კრებული
ესე უფლისა ვითარცა ცხოვარი, რომელთა არა არს მწყემს. |
18 |
უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც
არის სული, და დაასხი მას ხელი. |
18 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანე შენ თანა ისუ, ძე ნავესი, კაცსა, რომელსა
აქუს მას სული და დაასხნე მას ზედა ჴელნი შენნი. |
19 |
დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი
საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე ყველას თვალწინ. |
19 |
და დაადგინო იგი წინაშე ელიეზერ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისა. |
20 |
უწილადე შენი დიდება, რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
|
20 |
და ამცნო მათ მისთჳს წინაშე მათსა და მისცე დიდებაჲ შენი მას, რაჲთა ისმინოდიან
მისი ძეთა ისრაჱლისათა. |
21 |
ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან
ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გმოვლენ და მისი ბრძანებით
შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება. |
21 |
და წინაშე ელიაზარ მღდელისა დადგეს და ჰკითხოდიან მას საშჯელი განცხადებისაჲ
წინაშე უფლისა. სიტყჳთა პირისა მისისაჲთა გამოვიდოდიან და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა
შევიდოდიან და ძენი ისრაჱლისანი ერთბამად და ყოველი კრებული იგი.
|
22 |
ყველაფერი შეასრულა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა.
წაიყვანა იესო და წარუდგინა ელეაზარ მღვდელს და მთელს საზოგადოებას, |
22 |
და ყო მოსე, ვითარცა ამცნო მას უფალმან და მოიყვანა ისუ და დაადგინა იგი წინაშე
ელიაზარ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისასა. |
23 |
დაასხა მას ხელთ და დამოძღვრა იგი, როგორც ბრძანა უფალმა
მოსეს პირით. |
23 |
და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და შეასწავა იგი მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან
მოსეს. |