1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
|
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
|
2 |
უბრძანე ისრაელიანებს და უთხარი მათ: გახსოვდეთ, თავის დროზე შემომწიროთ საჩემო
შესაწირავი, საჩემო პური, ჩემი საცეცხლო მსხვერპლისთვის, საჩემო კეთილსურნელება. |
2 |
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: შესაწირავი ჩემი და მსხუერპლი ჩემი სულად
სულნელებისად ჩემდა დაიმარხეთ შესაწირავად ჩემდა. |
3 |
უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა
შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი
მსხვერპლი. |
3 |
დღესასწაულთა ჩემთა. და არქუ მათ ესე: შესაწირავი,
რავდენი შესწიროთ უფლისა კრავნი წელიწდეულნი უბიწონი ორნი დღედ-დღედ
დაუკლებელად მრგულიად დასაწველად. |
4 |
ერთი ცხვარი დილით შესწირე, მეორე ცხვარი საღამოხანს
შესწირე. |
4 |
კრავი იგი ერთი ჰყო დილითი და კრავი იგი მეორე ჰყო
მწუხრითი. |
5 |
საძღვნოდ - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ჰინის
მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი. |
5 |
და ჰყო მეათე გრივისაჲ სამინდოჲ შესაწირავად აღსუარული
ზეთითა გამოწურვილითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთა. |
6 |
მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი, რომელიც შეწირული იყო
სინაის მთაზე კეთილსურნელებისთვის, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. |
6 |
მრგულიად დასაწველად სამარადისოდ, რომელ იყო მთასა შინა
სინასა სულად სულნელებისად უფლისად. |
7 |
საღვრელად ჰინის მეოთხედი თითო ცხვარზე, განწმედილ
ადგილზე დაუღვარე უფალს საღვრელი ზედაშე. |
7 |
და შესაწირავად მისა მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ კარავსა
ერთსა წმიდასა შინა შესწირო შესაწირავად უფლისა. |
8 |
მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე: დილანდელი ძღვენითა და
საღვრელითურთ შესწირე საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს. |
8 |
და კარავი იგი მეორე ჰყო მწუხრად მსგავსად შესაწირავისა
მისისა და მსგავსად მსხუერპლისა მისისა ჰყო იგი სულად სულნელად უფლისა. |
9 |
შაბათ დღეს ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი და საძღვნოდ
ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, და მისი საღვრელი. |
9 |
დღეთა შაბათთასა ორი კრავი წელიწდეული უბიწოჲ და ორი
ათეული სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა. |
10 |
ეს არის საშაბათო აღსავლენი შაბათობით მუდმივი აღსავლენისა და მისი საღვრელის
გარდა. |
10 |
შესაწირავად და მსხუერპლისა მრგულიად დასაწველისა სამარადისოჲსა და შესაწირავი
მისი. |
11 |
ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და
შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი. |
11 |
და თთჳსთავსა შესწიროთ მრგულიად დასაწველები უფლისა ზუარაკი მროწლისაგანნი ორნი
და ვერძი ერთი უბიწოჲ, კრავნი წელწდეულნი შჳდნი უბიწონი.
|
12 |
საძღვნოდ ეფის სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო კურატზე და
ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ვერძზე. |
12 |
და სამნი ათეულნი სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული
სამინდოჲსაჲ ვერძსა ერთსა. |
13 |
საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი,
თითო ცხვარზე. აღსავლენი, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. |
13 |
ათეული ათეულისაჲ სამინდოჲსაჲ შესაწირავად აღსუარული
ზეთითა კრავსა ერთსა სულად სულნელად სულნელებისად მსხუერპლად უფლისა. |
14 |
მათი საღვრელი-ჰინის ნახევარი კურატზე, ჰინის მესამედი
ვერძზე, ჰინის მეოთხედი ცხვარზე. აი, ეს არის საახალმთვარეო აღსავლენი
მსხვერპლი წელიწადის ყოველ თვეს. |
14 |
შესაწირავი მათი ზოგი დორაკისაჲ იყოს ზუარაკსა ერთსა და
მესამე ნაწილი დორაკისაჲ იყოს ვერძსა ერთსა და მეოთხე დორაკისაჲ იყოს
კრავსა ერთსა, ღჳნისაჲ. ესე მრგულიად დასაწველი თთჳთი თუედ თთუეთა
წელიწადისათა. |
15 |
ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უფალს; მუდმივ
აღსავლენ მსხვერპლის გარდა შესწირე მის საღვრელთან ერთად. |
15 |
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს უფლისა მრგულიად
დასაწველსა ზედა სამარადისოსა იყოს შესაწირავი მისი. |
16 |
პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, უფლის პასექია. |
16 |
თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი
უფლისა. |
17 |
ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია: შვიდ დღეს
ხმიადები უნდა იჭამოს. |
17 |
და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ
დღე უფუველსა ჰშჭამდეთ. |
18 |
პირველ დღეს წმიდა უქმეა: არაფერი საქმე არ უნდა აკეთოთ. |
18 |
და დღე იგი პირველი ჩინებულ იყოს წმიდად თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ
იქმთ. |
19 |
შესწირეთ უფალს საცეცხლო აღსავლენი მსხვერპლი: ორი
კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი, საღები უნდა გყავდეთ. |
19 |
და შესწიროთ მრგულიად დასაწველები მსხუერპლად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი,
ვერძი ერთი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი, იყვნენ თქუენდა. |
20 |
მათთან ერთად შესწირეთ ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში
აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე და ეფის ორი მეათედი ვერძზე. |
20 |
და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი
ათეული ვერძსა ერთსა. |
21 |
ეფის მეათედი შესწირეთ თითო ცხვარზე იმ შვიდთაგან.
|
21 |
ათეულ-ათეული ჰყო კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
|
22 |
ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ. |
22 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვისათჳს სალხინებელად თქუენთჳს. |
23 |
გარდა დილის აღსავლენი მსხვერპლისა, რომელიც მუდმივი
აღსავლენი მსხვერპლია, შესწირეთ ესენი. |
23 |
გარნა მრგულიად დასაწველისა მის დილითისაჲსა, რომელ არს მრგულიად დასაწველი
სამარადისოჲ. |
24 |
ასე გააკეთეთ ყოველდღე შვიდღეულში: პური, საცეცხლო
მსხვერპლი, კეთილსურნელება შესწირეთ საღვრელთან ერთად, გარდა აღსავლენი
მსხვერპლისა. |
24 |
ჰყო იგი მსგავსად ამისა, ჰყოთ დღესა შინა შჳდთა მათ დღეთა შესაწირავი მსხუერპლად
სულად სულნელებისად უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა. ჰყოთ შესაწირავი
მისი. |
25 |
მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ
აკეთოთ. |
25 |
და დღე იგი მეშჳდე ჩინებულ წმიდა იყოს თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა
ჰქმნეთ მას შინა. |
26 |
პირველნაყოფობის დღეს, როცა ახალი ძღვენი მიგაქვთ
უფლისათვის, თქვენს შვიდღეულებში, წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ
აკეთოთ. |
26 |
და დღეთა მათ ახლისათა შესწიროთ შესაწირავი ახალი უფლისა შჳდ შაბათთაჲ, ჩინებულ
წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ. |
27 |
შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი
კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი, |
27 |
და შესწირნეთ მრგულიად დასაწველნი სულად სულნელად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი
ორნი, ვერძნი ორნი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი. |
28 |
საძღვნოდ მათთვის: გამტკიცული ფქვილი, ზეთში არეული, ეფის
სამი მეათედი თითო კურატზე, ორი მეათედი თითო ვერძზე. |
28 |
შესაწირავი მათი სამინდოჲ ასუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი
ათეული ვერძსა ერთსა თანა. |
29 |
ეფის მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან, |
29 |
ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
30 |
ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის. |
30 |
და წალი თხათაგანი ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენდა, გარნა მრგულიად
დასაწველისა მის სამარადისოჲსა. |
31 |
გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა და მისი ძღვენისა,
შესწირეთ ესენი - საღი უნდა გყავდეთ - მათთვის განკუთვნილი საღვრელთან
ერთად. |
31 |
და შესაწირავი ჰყოთ ჩემდა. უბიწო იყუნენ თქუენდა მსხუერპლნი იგი მათნი. |