1 |
მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ,
ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის.
|
1 |
და თთუჱსა მეშჳდესა, ერთსა თთჳსასა ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა. ყოველი
საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ, დღე იგი უწყებისაჲ იყოს თქუენდა.
|
2 |
შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და
შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი. |
2 |
და ჰყოთ მრგულიად დასაწველი სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი
ერთი, კრავი წელიწდეული, შჳდნი უბიწონი. |
3 |
და მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის
სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ვერძზე, |
3 |
შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული
ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული - ვერძსა ერთსა. |
4 |
ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან, |
4 |
ათეული-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
5 |
და ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, რათა მოგეტეოთ. |
5 |
და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს სალხინებელად
თქუენთჳს. |
6 |
გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა,
მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით,
კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად. |
6 |
გარნა მრგულიად დისაწველთა მათთჳს თავისათა შესაწირავი
მათი და მსხუერპლი მათი და მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ და შესაწირავი
მათი და მსხუერპლი მათი მსგავსად სულად სულნელებისად უფლისა. |
7 |
ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ
თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ. |
7 |
და მეათე ამის თთჳსაჲ ჩინებულ წმიდა იყავნ თქუენდა და
იჭირეთ სულთა თქუენთა და ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ. |
8 |
შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად:
ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი ცხვარი - საღები უნდა
გყავდეთ. |
8 |
და შეწირენით მრგულიად დასაწველნი უფლისა სულად სულნელად
მხუერპლად ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი
უბიწონი იყუნენ თქუენდა. |
9 |
მათი ძღვენი, გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის
სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე, |
9 |
შესაწირავი მათი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა, სამი ათეული
ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა. |
10 |
ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან. |
10 |
ათეულ-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
11 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისა
მიტევებისას, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა თავისი ძღვნითურთ და მათთვის
განკუთვნილი საღვრელისა.
|
11 |
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თუენთჳს და მრგულიად დასაწველი
იგი სამარადისოჲ და შესაწირავი მისი და მსხუერპლი მისი სულად სულნელად უფლისა.
|
12 |
მეშვიდე თვის თხუთმეტში წმიდა წვეულება გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ და
იდღესასწაულეთ შვიდ დღეს უფლის დღესასწაული. |
12 |
და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა,
ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა
შჳდ დღე. |
13 |
შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი
კეთილსურნელებად: ცამეტი კურატი, ორი ვერძი, და თოთხმეტი წელგამოვლილი
ცხვარი. საღები უნდა იყვნენ. |
13 |
და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად
სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი,
ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ. |
14 |
მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი - ეფის სამი მეათედი თითო
კურატზე ცამეტი კურატიდან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორი ვერძიდან, |
14 |
და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი
ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა
ორთავე მათ ვერძთა. |
15 |
მეათედი თითო ცხვარზე თოთხმეტი ცხვრიდან, |
15 |
ათეული-ათეული კრავსა ერთსა ათოთხმეტთა მათ კრავთა. |
16 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი
მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. |
16 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად
დასაწველისა მის სამარადისოჲსა. |
17 |
მეორე დღეს: თორმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი
წელგამოვლილი საღი ცხვარი, |
17 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და დღესა მეორესა
ზუარაკები ათორმეტი და ვერძი ორი და კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი. |
18 |
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და
ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. |
18 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა
მათისა და განწესებისა მათისა. |
19 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი
აღსავლენის, მისი ძღვენისა და მათი საღვრელისა. |
19 |
და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის
სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
20 |
მესამე დღეს: თერთმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი
წელგამოვლილი საღი ბატკანი, |
20 |
და დღესა მესამესა ზუარაკები ათერთმეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი
ათოთხმეტნი უბიწონი. |
21 |
პურის შესაწირავი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ბატკნებისთვის მათი
რიცხვისამებრ, წესის თანახმად;
|
21 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად
რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
|
22 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი
მსხვერპლისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. |
22 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა
- შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
23 |
მეოთხე დღეს: ათი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი
წელგამოვლილი საღი ცხვარი, |
23 |
და დღესა მეოთხესა ზუარაკები ათი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი
უბიწონი. |
24 |
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და
ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. |
24 |
შესაწირავები მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად
რიცხჳსა მათისა. |
25 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი
აღსავლენისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. |
25 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
26 |
მეხუთე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი
წელგამოვლილი საღი ცხვარი, |
26 |
და დღესა მეხუთესა ზუარაკი ცხრაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი ათოთხმეტნი წელიწდეულნი
უბიწონი. |
27 |
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და
ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. |
27 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და
განწესებისა მათისა. |
28 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი
აღსავლენისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. |
28 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29 |
მეექვსე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი
ერთწლიანი საღი ბატკანი, |
29 |
და დღესა მეექუსესა ზუარაკი რვაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი
უბიწონი. |
30 |
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და
ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. |
30 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა
მათისა და განწესებისა მათისა. |
31 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი
ძღვენისა და მისი საღვრელისა.
|
31 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის
სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
|
32 |
მეშვიდე დღეს: შვიდი კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი
წელგამოვლილი საღი ცხვარი, |
32 |
დღესა მეშჳდესა ზუარაკნი შჳდნი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი
უბიწონი. |
33 |
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და
ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. |
33 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა
მათისა. |
34 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი
მსხვერპლისა. მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. |
34 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის
სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
35 |
მერვე დღეს უქმობა მქონდეთ: არაფერი საქმე არ გააკეთოთ. |
35 |
და დღესა მერვესა განჯმნაჲ იყოს რქუენი, ყოველი საქმეჲ მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას
შინა. |
36 |
შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი
კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი, შვიდი წელგამოვლილი საღი
ცხვარი, |
36 |
და შესწიროთ მრგულიად დასაწველები სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი, ვერძი ერთი,
კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი, |
37 |
ძღვენი და საღვრელი კურატისთვის, ვერძისთვის და
ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. |
37 |
და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთა მსგავსად
რიცხჳსა მათისა. |
38 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი
აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა. |
38 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის
სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
39 |
ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენს მიერ
მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა
და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა. |
39 |
ესე ჰყოთ უფლისა დღესასწაულთა თქუენთა ნეფსითნი თქვენნი და მრგულიად დსაწველნი
თქვენნი, შესაწირავნი თქუენნი და მსხუერპლნი თქუენნი და საჴსრადნი თქუენნი. |