1 |
ეს იყო აარონისა და მოსეს შთამომავლობა იმხანად, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს
სინაის მთაზე;
|
1 |
ესე შობაჲ აჰრონისი და მოსესი დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა
სინასა.
|
2 |
ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ,
ელიაზარი და ითამარი. |
2 |
და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი: |
3 |
ესენია აარონიანთა სახელები, ცხებული მღვდლებისა,
რომლებიც სამღვდლოდ აკურთხა მან. |
3 |
პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე
სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი
მაიან მღდელად. |
4 |
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო
ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ.
მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით. |
4 |
და მოკუდა ნადაბ და აბიუთ წინაშე უფლისა, რამეთუ
შესწირვიდეს ცეცხლსა უცხოსა წინაშე უფლისა უდაბნოსა სინას. და შვილი არა
ესუა მათ და მდღელობდეს ელიაზარ და ითამარ აჰრონის თანა მამისა მათისა. |
5 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
5 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰქუა: |
6 |
მოიყვანე ლევის შტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე,
რათა ემსახურონ მას. |
6 |
მოიყვანენ ნათესავნი ლევისნი და დაადგინენ იგინი წინაშე
აჰრონ მღდელისა და ჰმსახურებდენ მას. |
7 |
შეასრულონ მოვალეობა მისადმი და მთელი საზოგადოებისადმი
სადღესასწაულო კარვის წინ, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური. |
7 |
და დაიცვენ საჴუმილი მისი და საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ
წინაშე კარავსა წამებისსა საქმედ საქმესა კარავისასა. |
8 |
დაიცვან სადღესასაწულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა
ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური. |
8 |
და დაიცვენ ყოველი ჭურჭელი კარვისა წამებისაჲ და დაიცვენ
საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ და ყოველი საქმე კარვისაჲ. |
9 |
ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მას უნდა
ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან. |
9 |
და მისჱნე ლევიტელნი ჱმასა შენსა. |
10 |
დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა;
გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება. |
10 |
აჰრონს და ძეთა მისთა - მღდელთა. მოცემით მოცემულ არიან ესენი ჩემდა ძეთაგან
ისრაჱლისათა. და აჰრონ და ძენი მისნი დაადგინნე კარავსა წამებისსა. |
11 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
|
11 |
და დაიცვენ მღდელობაჲ მათი და ყოველი საკურთხეველისაჲ და შინაგან კრეტსაბმელსა
და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.
|
12 |
აჰა, ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა შორის ნაცვლად
ყოველი პირმშოსი, საშოს გამხსნელისა ისრაელიანთაგან. ჩემები არიან
ლევიანები, |
12 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: და, აჰა, ესერა, მე
მოვიყვანნე ლევიტელნი შორის ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა წილ პირმშოთა,
რომელმან განაღოს საშოჲ ძეთაგან ისრაჱლისათა, საჴსრად მათა იყუნენ ჩემდად
ლევიტელნი. |
13 |
რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა
პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში
ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი. |
13 |
რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ დღესა მას, რომელსა
მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, განვწმიდენ ჩემდად
ყოველნი პირმშონი ისრაჱლისანი კაცითგან მიპირუტყვადმდე: ჩემდა იყუნედ, მე
ვარ უფალი. |
14 |
ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა: |
14 |
ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას და ჰრქუა: |
15 |
აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლების და საგვარეულოების
მიხედვით; ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული აღრიცხე. |
15 |
აღიხილენ ძენი ლევისნი სახლად-სახლად მამათა მათთა და
ტომად-ტომადი მათი და ნათესავად-ნათსავადი მათი, ყოველი წული თთჳთგანი და
უზეშთაესი - აღრაცხენ იგინი. |
16 |
აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა. |
16 |
და აღრაცხნა იგინი მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა,
ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. |
17 |
ესენი იყვნენ ლევიანები სახელდებით: გერშონი, კეჰათი და
მერარი; |
17 |
და იყუნეს ესე ძენი ლევსინი და სახელები მათი: გეთნოს,
კაათ, მერარი. |
18 |
ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების
მიხედვით: ლიბნი და შიმყი. |
18 |
და ესე სახელები ძეთა გეთსონისთაჲ და ტომთა მათთაჲ:
ლუბენი და სჳმიი. |
19 |
კაჰათიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი,
იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. |
19 |
და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: ამბრამ და ისაარ,
ქებრონ და ოზიელ. |
20 |
მერარიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და
მუში. ესენია ლევიანთა საგვარეულოებები მამისსახლთა მიხედვით. |
20 |
ძენი მერარისნი და ტომნი მათნი - მოული და ომოსი. |
21 |
გერშონიდან მოდის ლიბნის საგვარეულო და მიმეის საგვარეულო; ესენია გერშონიანთა
საგვარეულოები.
|
21 |
ესე არიან ტომნი ლევიტელთანი და სახლნი მამისა მათისანი, გეთსონისი ტოჰმი
ლობენისი და ტომნი სემეისნი.
|
22 |
ყველა აღრიცხული მამროვანი, ერთი თვიდან მოყოლებული სულ
იყო შვიდი ათას ხუთასი. |
22 |
ესე ტომნი - გეთსონისნი, აღხილვაჲ იგი მათი შჳდ ათას და
ხუთათაა. |
23 |
გერშონიანთა საგვარეულოებმა სავანის უკან დასავლეთით უნდა
დაიბანაკონ. |
23 |
და ძეთა გეთსონსთა დაიბანაკონ შემდგომად კარვისა ზღჳთ
კერძო: |
24 |
გერშონიანთა მამისსახლის თავკაცი - ელიასაფ ლაელის ძე. |
24 |
და მთავარი ტომისა მის გეთსონისი - ელისაბან, ძე
დანიელისი. |
25 |
გერშონიანებს სადღესასწაულო კარავში ებარათ: სავანე მისი
გადასახურავითურთ და ფარდა, სადღესასწაუღო კარავში შესასვლელი. |
25 |
და ჴუმილვაჲ იგი ძეთა მათ გეთსონისთაჲ. |
26 |
ეზოს კრეტსაბმელები, სავანისა და სამსხვერპლოს გარშემო
მდებარე ეზოს შესასვლელის ფარდა, მისი ბაგირები და მთელი მისი აღჭურვილობა. |
26 |
კარვისა მის წამებისა კარავი და საბურველი მისი
დასახურველი კართაჲ კარვისა მის წამებათაჲსაჲ. და სუეტნი ეზოჲსანი და
კრეტსაბმელი ბჭეთა მათ ეზოჲსათაჲ, რომელი არს კარვისაჲ და ნეშტნი ყოველნი
სამსახურებელნი მისნი. |
27 |
კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის სგვარეულო,
ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის
საგვარეულოები. |
27 |
კაათისი - ტომსა ამბრამისი ერთ, ტომი ისაჰარისი ერთ, ტომი
ქებრონისი ერთ, ტომი ოზიელისი ერთ, ესე არიან ტომნი კათისნი. |
28 |
რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა
ათას ექვსასი, საწმიდარის სამსახურის აღმსრულებელნი. |
28 |
და რიცხჳ ყოველთა წულთაჲ, თთჳთგან და უაღრესი, რვა ათას
და ათას ჴუმილვიდეს ჴუმილვასა წმიდათასა. |
29 |
კეჰათიანთა საგვარეულოებები სავანის გვერდით უნდა
დაბანაკდნენ, სამხრეთის მხარეს. |
29 |
ტომთა ძეთა კათისთა დაიბანაკონ გუერდით კარვისა ჩრდილოჲთ. |
30 |
კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი იყო ელიცაფან ყუზიელის
ძე. |
30 |
და მთავარი სახლისა მის კაათისი - ელისაფან, ძე ოზიელისი. |
31 |
მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები,
მსახურების დროს გამოსაყენებელი, ფარდა და მთელი ჩემი მოწყობილობა.
|
31 |
და ჴუმილვაჲ იგი მათი კიდობნისა და ტაბლისა და სანთელთა და საკურთხეველთა და
ჭურჭერთა წმიდათა, რაოდენითაცა ჰმსახურებდენ მით, დასახურველი ყოველი და
სამსახურებელი მათი.
|
32 |
ლევიანთა თავკაცების თავკაცი იყო ელიაზარი, აარონ მღვდლის
შვილი; მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდარს
ემსახურებოდა. |
32 |
და მთავარი მთავართა მათ ზედა ლევიტელთა - ელიაზარ, ძე
აჰრონისი მღდელისაჲ, დადგინებული ჴუმილვად ჴუმილვასა მას წმიდასა. |
33 |
მერარიდან მოდის მახლის საგვარეულო და მუშის საგვარეულო.
ესენია მერარის საგვარეულობები. |
33 |
მერარისი - ტოჰმი მოოლისი და ტომი ომუოსისი. ესე არიან
ტომნი მერარისნი აღხილვაჲ იგი მათი |
34 |
რიცხვი ყველა მამროვანისა, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო
ექვსი ათას ორასი. |
34 |
და რიცხჳ მათი - ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი -
ექუს ათას და ხუთას. |
35 |
მერარის საგვარეულოს მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელ
აბახაილის ძე. სავანის გვერდით უნდა დაიბანაკონ მათ, ჩრდილოეთის მხარეს. |
35 |
და მთავარი სახლისა მის მამათაჲსა ტომისა მის მერარისთაჲ
- სურიელ, ძე აბიქეაჲსი, გუერდით კარავსა მას დაიბანაკონ ჩრდილოჲთ. |
36 |
მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები,
სვეტები ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა. |
36 |
მსახურებაჲ იგი ძეთა მერარისთაჲ სუეტისთავთა კარვისათა და
მოქლონთა მისთა. |
37 |
ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებითურთ, პალოები და
ბაგირები. |
37 |
და სუეტთა მისთა და ხარისხთა მისთა და ჭურჭელთა მათთა და
საქმართა მათთა და სუეტთა ეზოჲსა გარემო და ხარისხთა მისთა, მანათა მათთა
და საბელთა მათთაჲ. |
38 |
სავანის წინ, აღმოსავლეთით, სადღესასწაულო კარვის წინ
აღმოსავლეთით დაიბანაკებენ მოსე და აარონი თავისი შვილებითურთ, რომელთაც
ევალებათ საწმიდარის დაცვა ისრაელიანთა შორის. გარეშე, ვინც კი
მიუახლოვდება, მოკვდება. |
38 |
და რომელთა დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა
აღმოსავლით, მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴუმილვიდენ ჴუმილვასა წმიდასა
საჴუმილავსა მას ძეთა ისრაჱლისათასა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს,
მოკუდეს. |
39 |
ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და
აარონმა უფლის სიტყვისამებრ მათი საგვარეულობების მიხედვით, ყოველი
მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო ოცდაორი ათასი. |
39 |
ყოველი აღხილვაჲ ლევის ძეთაჲ, ვითარ აღიხილნეს მოსე და
აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა ტომითურთ მათით, ყოველი წული თთჳთგან და უფროჲსით
- ოცდაორ ათას. |
40 |
უთხრა უფალმა მოსეს: აღრიცხე ყველა პირმშო მამროვანი
ისრაელიანთა შორის, ერთი თვიდან მოყოლებული, და აღნუსხე მათი სახელები. |
40 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აღიხილე ყოველი პირმშოჲ
წული ძეთა ისრაჱლისათაჲ თთჳთგან და უფროჲსი, და მოიღე რიცხჳ მათი სახელით. |
41 |
განმიკუთვნე ლევიანები (მე ვარ უფალი) ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანებში და
ლევიანთა პირუტყვი ყველა პირველმოგებულის ნაცვლად ისრაელიანების პირუტყვში.
|
41 |
და მოიყვანნე ლევიტელნი ჩემდა, მე ვარ უფალი, ყოველთა მათ წილ პირმშოთა ძეთა
ისრაჱლისათა და პირუტყუნი ლევიტელთანი ყოველთა მათ პირმშოთა წილ პირუტყუთა მათ ძეთა
ისრაჱლისათა.
|
42 |
აღრიცხა მოსემ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლისაგან,
ყოველი პირმშო ისრაელიანებში. |
42 |
და აღიხილნა მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან ყოველი
პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ. |
43 |
ყველა პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი
თვიდან მოყოლებული, იყო სულ ოცდაორი ათას ორასსამოცდაცამეტი. |
43 |
და იყო ყოველივე პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ წული
რიცხჳსაებრ მათისა და სახელებისაებრ მათისა თთჳთგანი და უზეშთაესი
რიცხჳსაებრ მათისა ოც ათას და ორასსამეოცდაცხრამეტ. |
44 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. |
44 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ |
45 |
აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან
და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები. მე
ვარ უფალი. |
45 |
ლევიტელნი იგი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და
საცხოვარი იგი ლევიტელთაჲ საცხოვართა წილ მათთა. და იყუნედ ჩემდა ლევიტელნი
იგი, მე ვარ უფალი. |
46 |
იმ ორას სამოცდაცამეტი კაცის გამოსასყიდად, რომ მეტობენ
ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები, |
46 |
და საჴსარი იგი ორასსამეოცდაცამეტისა, რომელნი-იგი
ემატნენ ძეთა ლევისთა პირმშოთაგან ძეთა ისრაჱლისათა. |
47 |
აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე
(ოცი გერაა შეკელში), |
47 |
და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა
მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის, |
48 |
და ჩააბარე ვერცხლი აარონს და მის შვილებს ზედმეტის
გამოსასყიდად. |
48 |
და მივსცე ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა საჴსარი
უმეტესთაჲ მათ შორის. |
49 |
აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ზედმეტთაგან ლევიანთა
გამოსასყიდად. |
49 |
და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი უმეტესთა მათ საჴსრად
ლევიტელთა. |
50 |
ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი
შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელის მიხედვით. |
50 |
პირმშოთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, მოიღო ვეცხლი იგი ათას
სამასსამეოცდახუთი სასწორი სასწორისაებრ წმიდისა. |
51 |
ჩააბარა მოსემ გამოსყიდულთა ვერცხლი აარონს და მის
შვილებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
51 |
და მისცა მოსე საჴსარი იგი უმეტესთაჲ მათ აჰრონს და ძეთა
მისთა სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |