1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
|
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
|
2 |
იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს. |
2 |
შურს-იგებდ შურისგებასა ძეთა ისრაჱლისათასა მადიანელთაგან და უკანაჲსკნელთა შეეძინო
ერსა შენსა. |
3 |
ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი
ხალხი და დაესხან მიდიანს, რომ უფლის შური მიაგონ მიდიანს. |
3 |
და ეტყოდა მოსე ერსა მას და ჰრქუა: შეიჭურენით თქუენგანნი
კაცნი წყობად წინაშე უფლისა მადიამსა ზედა მიგებად უფლისა მიერ მადიამსა. |
4 |
ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან
გაგზავნეთ სალაშქროდ. |
4 |
ათასი ნათესავთაგანი ისრაჱლისათა მიავლინნით წყობად მათა. |
5 |
გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათასათასი კაცი
თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი. |
5 |
და აღრაცხუნეს ათასეულთაგანნი ისრაჱლისანი ათასი
ნათესავისაგან ათორმეტი ათასი ჭურვილი წყობად. |
6 |
გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან,
სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა
ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში. |
6 |
და წარავლინნა იგინი მოსე ათასი ნათესავისაგან და ათასი
ნათესავისაგან ძალითურთ მათით და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა არრონ
მღდელისა და ჭურჭლები წმიდაჲ და ნესტუები უწყებისაჲ ჴელთა შინა მათთა. |
7 |
გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის
უფალს, და დახოცეს ყველა მამრი. |
7 |
და ეწყვნეს მადიამსა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და
მოსრეს ყოველი მამაკაცი. |
8 |
დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური,
ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი,
ბეყორის ძე. |
8 |
და მეფე მადიამისაჲ მოკლეს წყლულებასა თანა მათსა და ეფი
და სურ, და ჰროკუმ, და ურ და, ჰრუბო - ხუთნი მეფენი მადიამისანი და ბალაამ,
ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულებასა შორის მათსა. |
9 |
ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და
ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი. |
9 |
და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ, და ჭურჭლები მათი, და
საცხოვარი მათი და ყოველი მონაგები მათი. და ყოველი ძალი მათი
წარმოტყუენეს. |
10 |
ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა. |
10 |
და ყოველი ქალაქები მათი საყოფლისა მათისაჲ და ბოსლები მათი მოწუეს ცეცხლითა. |
11 |
აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე.
|
11 |
და წარმოიღეს ყოველი ნატყუენავი მათი კაცითგან მიპირუტყუადმდე.
|
12 |
მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა საზოგადოებასთან ტყვეებით,
ნაალაფარითა და ნადავლითურთ, ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანის ნაპირას, იერიქონის
პირდაპირ. |
12 |
და მოიღეს მოსესა და ელიაზარ მღდელისა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა ტყუჱ და ყოველი
წარმონაღები და ნატყუენავი ბანაკად არაბოთდ მოაბდ, რომელ არს იორდანესა ზედა
იერირქოჲთ კერძო. |
13 |
გავიდნენ ბანაკიდან მათ შესახვედრად მოსე, ელეაზარ
მღვდელი და საზოგადოების მთელი თავკაცობა. |
13 |
და გამოვიდა მოსე და ელიაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი
კრებულისანი წინამიგებებად მათა გარეშე ბანაკსა. |
14 |
განურისხდა მოსე ჯარის. უფროსებს, ათასისთავებს და
ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ. |
14 |
და განრისხნა მოსე განმგებელთა მათ ზედა ძალისათა
ათასისთავთა და ასისთავთა, რომელ მოვიდეს წყობით ბრძოლისაჲთ. |
15 |
უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი? |
15 |
და ჰრქუა მათ მოსე: რად აცხოვნეთ ყოველი ნეზჳ? |
16 |
განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს,
როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა
განადგურება უფლის საზოგადოებაში? |
16 |
რამეთუ იგინი იყუნეს ძეთათჳს ისრაჱლისათა სიტყჳთა
ბალაამისითა განდგომად და შეურაცხებად სიტყჳსა უფლისა ფოგორისათჳს. და იყო
გუემაჲ კრებულსა ზედა უფლისასა. |
17 |
ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი,
რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით. |
17 |
და აწ მოკალთ ყოველი მამაკაცი ყოველსა სოფელსა, ყოველი
დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი მამაკაცისაჲ, მოწყჳდეთ. |
18 |
ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია
მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ. |
18 |
და ყოველი კრებული დედებისაჲ, რომელთა არა იციან საწოლი
მამაკაცისაჲ, აცხოვნენით იგინი. |
19 |
შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი
მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით
თქვენ და თქვენი ტყვეები. |
19 |
და თქუენ დაიბანაკეთ ბანაკსა გარეშე შჳდ დღე და ყოველი,
რომელი მოჰკლვიდა და შეეხებოდა წყლულსა, განწმიდნეს დღესა მესამესა და
დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი. |
20 |
მთელი ტანისამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, ყველაფერი, რაც
თხისურისგან არის ნაკეთები და ხის ყოველი ჭურჭელი, უნდა გააწმიდაოთ. |
20 |
და ყოველი სამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი
საქმარი თმისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელისაჲ განსწმიდოთ. |
21 |
უთხრა ელეაზარ მღვდელმა მოლაშქრეებს, რომლებიც ომში იყვნენ ნამყოფი: ეს არის რჯულის
კანონი, რომელიც ნაანდერძევი აქვს უფალს მოსესთვის.
|
21 |
და ჰრქუა ელიაზარ მღდელმან კაცთა მათ ძალისათა, რომელ მოვიდოდეს წყობით
ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელ უბრძანა უფალმან მოსეს.
|
22 |
ოღონდ ოქრო-ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთა და ტყვია, |
22 |
გარნა ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისა და რკინისა და
ტყჳვისა და ბრპენისა. |
23 |
ყოველი ნივთი, რომელიც უძლებს ცეცხლს, გაატარეთ ცეცხლში
და გაწმინდავდება. გამაწმიდავებელი წყლითაც გააწმიდავეთ. ყველაფერი, რაც
ცეცხლს ვერ უძლებს, წყალში გაავლეთ. |
23 |
ყოველი, რომელ შევალს ცეცხლსა და განწმიდნეს იგი, წყლითა
მით განსაწმედელთა განწმიდნეს და ყოველი, რომელი არა შევალს ცეცხლსა,
შევიდეს იგი წყალსა. |
24 |
გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის
მერე შედით ბანაკში. |
24 |
და განირცხეთ სამოსელი თქუენი დღესა მეშჳდესა და
განსწმიდნეთ, და შემდგომად ამისა შეხჳდეთ ბანაკად. |
25 |
ასე უთხრა უფალმა მოსეს: |
25 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
26 |
აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ
მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა. |
26 |
მოიღე თავსნიერი წარმონაღებისა მის ნატყუენავისაჲ
კაცითგან მიპირუტყუადმდე შენ და ელიეზერ მღდელმან და მთავართა ტომთა
კრებულისათა. |
27 |
შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და
მთელს საზოგადოებას. |
27 |
და განყავთ ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, რომელ
განვიდეს წყობად და შორის ყოვლისა კრებულისა. |
28 |
გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს
თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და
ცხვრებიდან. |
28 |
და გამოჰყოთ ზუერი უფლისა კაცთა მათგან მბრძოლთა, რომელ
გამოვიდეს წყობად სული ერთი ხუთასისაგან - კაცთაგანი და ყოველთაგან
საცხოვართა - ზროხათაგანი და ცხოვართაგანი და თხათაგანი. |
29 |
აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო
ძღვენი. |
29 |
და ზოგი მათგანი მოიღოთ და მისცეთ ელიაზარს მღდელსა
თავსნიერი უფლისა. |
30 |
ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან,
სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის
კარვის სამსახურს ასრულებენ. |
30 |
და ზოგისაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიღო ერთი ერგასისაგან
კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან
საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვენ ჴუმილვასა კარავსა
შინა უფლისასა. |
31 |
გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
|
31 |
და ყო მოსე და ელიაზარ მღდელმან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
|
32 |
მოლაშქრეთაგან დატაცებული ნადავლის გარდა იყო ექვსას
სამოცდათხუთმეტი ათასი ცხვარი და თხა, |
32 |
და იყო წარმონაღები იგი ნატყუენავისაჲ, რომელ წარმოიღეს
კაცთა მათ ბრძოლთა - ცხოვარი ექუსასი ათასი და სამეოცდაათხუთმეტ ათასი. |
33 |
სამოცდათორმეტი ათასი ხარ-ძროხა, |
33 |
და ზროხაჲ სამეოცდაათოთხმეტ ათასი. |
34 |
სამოცდაერთი ათასი სახედარი. |
34 |
და ვირები სამეოცდაერთ ათასი. |
35 |
ხოლო ქალები, რომელთაც არ ჰყავდათ შეცნობილი მამაკაცი
მამრის საწოლზე, სულ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული. |
35 |
და სულები კაცთაჲ დედებისაგანი, რომელთა არა იცოდეს
საწოლი მამაკაცისაჲ, ყოველი სულები - ოცდაათორმეტი ათასი. |
36 |
ლაშქარში ნამყოფთა ნახევარი წილი იყო რიცხვით
სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი ცხვარი და თხა. |
36 |
და იყო ზოგი იგი ნაწილი, რომელ განვიდეს ბრძოლად რიცხჳსა
მისგან ცხოვართაჲსა სამასდაოცდაათი ათას და შჳდ ათას და ხუთას. |
37 |
საუფლო ხარკი ფარიდან იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი; |
37 |
და იყო ზუერი უფლისა ცხოვართაგანი - ექუსას
სამეოცდაათხუთმეტ. |
38 |
ხარ-ძროხა ოცდათექვსმეტი ათასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი
სამოცდათორმეტი. |
38 |
და ზროხაჲ - ოცდაათექუსმეტ ათას და ზუერი უფლისა -
სამეოცდაათორმეტ. |
39 |
სახედარი ოცდაათი ათას ხუთასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი
სამოცდაერთი. |
39 |
და ვირები - ოცდაათ ათას და ხუთას და ზუერი უფლისა -
სამეოცდაერთ. |
40 |
ადამიანი თექვსმეტი ათასი სული, ხოლო აქედან საუფლო ხარკი
ოცდათორმეტი სული. |
40 |
და სულები კაცთაჲ ათექუსმეტ ათას და ზუერი მათგანი უფლისა
- ოცდაათორმეტ სულ. |
41 |
ჩააბარა მოსემ ხარკი, საუფლო ძღვენი ელეაზარ მღვდელს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა
უფალს მოსესთვის.
|
41 |
და მისცა მოსე ზუერი იგი უფლისაჲ განაყოფი ღმრთისად ელიაზარს მღდელსა, ვითარცა
უბრძანა უფალმან მოსეს.
|
42 |
აგრეთვე ისრაელიანთა კუთვნილი ნახევრიდან, რომელიც
ჩამოართვა მოსემ ლაშქარში ნამყოფთ. |
42 |
ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელთა განჰყო მოსე
კაცთა მათგან მბრძოლთა. |
43 |
საზოგადოებისათვის განკუთვნილი ნახევარი იყო: სამას
ოცდაშვიდი ათას ხუთასი ცხვარი და თხა, |
43 |
და იყო ზოგი იგი კრებულისაჲ ცხოვარისაგანი - სამას ათას დ
შჳდ ათას და ხუთას. |
44 |
ოცდათექვსმეტი ათასი ხარ-ძროხა, |
44 |
ზროხაჲ - ოცათექუსმეტ ათას. |
45 |
ოცდაათი ათას ხუთასი სახედარი, |
45 |
ვირები - ოთხ ათას და ხუთას. |
46 |
და თექვსმეტი ათასი სული ადამიანი. |
46 |
სულები კაცთაჲ - ათექუსმეტ ათას. |
47 |
აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან
ორმოცდამეათედი წილი - ადამიანი და პირუტყვი - და მისცა ისინი ლევიანებს,
უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს
მოსესთვის. |
47 |
და მოიღო მოსე ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა ერთი
ერგასისაგან კაცთაგანი და საცხოვართაგანი და მისცა იგი ლევიტელთა, რომელნი
ჴუმილვიდეს ჴუმილვასა კარვისა უფლისასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
48 |
მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები,
ათასისთავები და ასისთავები, |
48 |
და მოვიდეს მოსესა ყოველნი ზედამდგომელნი ათასისთავთა მათ
ძალისათა, ათასისთავნი და ასისთავნი. |
49 |
და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები,
რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არცერთი მათგანი არ აკლია. |
49 |
და ჰრქუეს მოსეს: მონათა შენთა მოვიყვანნეთ რჩეული იგი
კაცნი მბრძოლნი ჩუენთანანი. და არა განერა მათგან არცა ერთი. |
50 |
შემოგვიწირავს საუფლო შესაწირავი, თითოეულმა რაც იპოვა ოქროს ნივთებიდან - სალტეები
და სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები, ჩვენი სულის განსაწმედად უფლის
წინაშე.
|
50 |
და აწ მოგჳღებიეს ძღუნად უფლისა, კაცმან რომელმან პოვა
ჭურჭელი ოქროჲსაჲ, მანიაკი და სალტე და ბეჭედი და სამკლავე მელევანდი
სალხინებელად ჩუენთჳს წინაშე უფლისა. |
51 |
ჩაიბარეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროულობა,
ყველა ის სამკაული. |
51 |
და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი მათგან, ყოველი ჭურჭელი ქმნილი.
|
52 |
მთელი ოქრო, რომელიც ძღვნად მიუტანეს უფალს ათასისთავებმა
და ასისთავებმა, იყო სულ თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი. |
52 |
და იყო ყოველი ოქროჲ იგი გამონაყოფი, რომელ გამოყვეს
უფლისა ათექუსმეტ ათას და შჳდასდაერგასის სიკილა ათასისთავთაგან და
ასისთავთაგან. |
53 |
მოლაშქრეებს თითოეულს თავისი წილი ჰქონდა დატაცებული. |
53 |
და კაცთა მათ მბრძოლთა წარმოიღეს კაცად-კაცადმან თავისა
თჳსისა. |
54 |
მიიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქროულობა
ათასისთავებისგან და ასისთავებისგან და შეიტანეს სადღესასწაულო კარავში
ისრაელიანთა სამახსოვროდ უფლის წინაშე. |
54 |
და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი ათასთავთა
მათგან და ასისთავთაგან და შეიღეს იგი კარავად საწამებელისად საჴსენებელად
ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა. |