1 |
აი, ისრაელიანთა მგზავრობანი, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ
მოსესა და აარონის წინამძღოლობით.
|
1 |
და ესე არიან საბანაკონი ძეთა ისრაჱლისათანი, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით
ეგჳპტით ძალითურთ ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.
|
2 |
აღწერა მოსემ უფლის ბრძანებით მათი გამოსვლა და მგზავრობანი. აი, მათი მგზავრობანი
გამოსვლისას. |
2 |
და დაწერა მოსე სლვაჲ მათი და სადგურები მათი სიტყჳთა უფლისათა. და ესე არს
სადგურები სლვისა მათისაჲ. |
3 |
რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს;
პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის
თვალწინ. |
3 |
და იძრნეს რამესეთ თუესა პირველსა, მეათხუთმეტესა დღესა
თთჳსა მის პირველისასა, ხვალისაგან ზატიკსა გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი
ჴელითა მაღლითა წინაშე ყოველთა ეგჳპტელთა. |
4 |
მარხავდნენ ეგვიპტელები პირმშოებს, რომლებიც დაუხოცა მათ
უფალმა, და მათ ღმერთებსაც მიაგო სასჯელი უფალმა. |
4 |
და ეგჳპტელნი დაჰფლვიდეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრნა
უფალმან მათგანნი, ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და შორის ღმერთთა
მათთა ყო უფალმან შურისგებაჲ. |
5 |
გაემგზავრნენ ისრაელიანები რამზესიდან და სუქოთში
დაბანაკდნენ. |
5 |
და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი ჰრამესეთ და დაიბანაკეს
სოკქოთს. |
6 |
გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში რომელიც
უდაბნოს კიდეზე მდებარეობს. |
6 |
და იძრნეს სიკქოთით და დაიბანაკეს უთანს, რომელ არს
ნაწილი უდაბნოჲსაგანი. |
7 |
გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ,
რომელიც ბაალ-ცაფონის ზემოთ მდებარეობს, და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ. |
7 |
და იძრნეს უთანით და დაიბანაკეს პირსა ზედა ეთრონისასა,
რომელ არს მართლ ბეელსეპფონსა და დაიბანაკეს წინაშე მაგდოლასა. |
8 |
გაემგზავრნენ ფნე-ჰახიროთიდან, შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს
მიმართულებით, გაიარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში და მარაში
დაბანაკდნენ. |
8 |
და იტრნეს მართლ იოროთით და განჴდეს საშუვალ ზღუასა
უდაბნოდ და ვიდოდეს გზასა სამ დღისასა სავალსა უდაბნოსა ემათისასა და
დაიბანაკეს განსამწარებელსა. |
9 |
გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო
და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ. |
9 |
და იძრნეს განსამწარებელით და მოვიდეს ელიმდ. და ელიმს
იყო ათორმეტი წყაროჲ წყლისაჲ და სამეოცდაათი ძირ - დანაკისკუდი და
დაიბანაკეს მუნ წყაროსა მას ზედა. |
10 |
გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ. |
10 |
და იძრნეს ელიმით და დაიბანაკეს ზღუასა ზედა ერუთრასა. |
11 |
გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.
|
11 |
და იძრნეს ზღჳთ ერჳთრაჲთ და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა.
|
12 |
გაემგზავრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ. |
12 |
და იტრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს აფეკს. |
13 |
გაემგზავრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ. |
13 |
და იტრნეს აფეკაჲთ და დაიბანაკეს ელუჳსს. |
14 |
გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ
იყო სასმელი წყალი ხალხისთვის. |
14 |
და იძრნეს ელჳსით და დაიბანაკეს ჰრაფიდინს. და არა იყო
მუნ წყალი სასმელად ერისა მისთჳს. |
15 |
გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში
დაბანაკდნენ. |
15 |
და იტრნეს ჰრაფიდინით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინასა. |
16 |
გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში
დაბანაკდნენ. |
16 |
და იძრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს სამარობანს
გულისთქმისასა. |
17 |
გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათაავადან და ხაცეროთში
დაბანაკდნენ. |
17 |
და იძრნეს სამარობნით გულისთქმისაჲთ და დაიბანაკეს
ასეროთს. |
18 |
გაემგზავრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ. |
18 |
და იძრნეს ასეროთით და დაიბანაკეს ჰრათმას. |
19 |
გაემგზავრნენ რითმადან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ. |
19 |
და იძრნეს ჰრათმაჲთ და დაიბანაკეს ჰრემონ ფარესს. |
20 |
გაემგზავრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ. |
20 |
და იძრნეს ჰრემონ ფარესით და დაიბანაკეს ლებუნას. |
21 |
გაემგზავრნენ ლიბნადან და რისაში დაბანაკდნენ.
|
21 |
და იძრრნეს ლებუნაჲთ და დაიბანაკეს რესას. |
22 |
გაემგზავრნენ რისადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ. |
22 |
და იძრნეს რესაჲთ და დაიბანაკეს მაკელლათას. |
23 |
გაემგზავრნენ კეჰელათიდან შაფერის მთაზე დაბანაკდნენ. |
23 |
და იძრნეს მაკელლათაჲთ და დაიბანაკეს საფარს. |
24 |
გაემგზავრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ. |
24 |
და იტრნეს საფარით და დაიბანაკეს ქარას. და იძრნეს ქარაჲთ
და დაიბანაკეს მაკედოთს. |
25 |
გაემგზავრნენ ხარადიდან და მაკჰელოთში დაბანაკდნენ. |
25 |
და იძრნეს მაკედოდით და დაიბანაკეს თაათს. |
26 |
გაემგზავრნენ მაკჰელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ. |
26 |
და იძრნეს თაათით და დაიბანაკეს თათს.
|
27 |
გაემგზავრნენ თახათიდან და თარახში დაბანაკდნენ. |
27 |
და იძრნეს თათით და დაიბანაკეს თარას. |
28 |
გაემგზავრნენ თარახიდან და მითკაში დაბანაკდნენ. |
28 |
და იძრნეს თარაჲთ და დაიბანაკეს მათეკას. |
29 |
გაემგზავრნენ მითკადან და ხაშმონაში დაბანაკდნენ. |
29 |
და იტრნეს მათეკაჲთ და დაიბანაკეს ასემუნას. |
30 |
გაემგზავრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ. |
30 |
და იძრნეს ასემუნაჲთ და დაიბანაკეს მასურუთს. |
31 |
გაემგზავრნენ მოსეროთიდან და ბნე-იაყაკანში დაბანაკდნენ. |
31 |
და იტრნეს მასურუთით და დაიბანაკეს ბანაიკამს. |
32 |
გაემგზავრნენ ბნე-იაყაკანიდან და ხორ-გილგადში
დაბანაკდნენ. |
32 |
და იძრნეს ბანაიკამით და დაიბანაკეს მთასა გადგადსა. |
33 |
გაემგზავრნენ ხორ-გილგადიდან და იატბათაში დაბანაკდნენ. |
33 |
და იძრნეს მთით გადგადით და დაიბანაკეს იეტაბათას. |
34 |
გაემგზავრნენ იატბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ. |
34 |
და იტრნეს იეტაბათაჲთ, დაიბანაკეს ებრუნას. |
35 |
გაემგზავრნენ აბრონიდან და ეციონ-გაბერში დაბანაკდნენ. |
35 |
და იძრნეს ებრუნაჲთ და დაიბანაკეს გესიონ გაბერს. |
36 |
გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია. |
36 |
და იძრნეს გესიონ გაბერით და დაიბანაკეს უდაბნოსა
სინაჲსასა, ესე არს კადე. |
37 |
გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ,
ედომის ქვეყნის საზღვარზე. |
37 |
და იტრნეს კადეთ და დაიბანაკეს ორსა მთასა მახლობელად
ქუეყანასა ედომისასა. |
38 |
ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე, უფლის ბრძანებისამებრ,
და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვის
პირველში. |
38 |
და აღვიდა აჰრონ მღდელი ბრძანებითა უფლისაჲთა და მოკუდა
მუნ მეორმეთცესა წელსა გამოსლვასა ძეთა ისრაჱლისათასა ქუეყანით ეგჳპტით,
თთუესა მეხუთესა თთჳსასა. |
39 |
ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა იგი ჰორის
მთაზე. |
39 |
და აჰრონ იყო ასოცდასამ წლის, რაჟამსა მოკუდებოდა ორს
მთასა. |
40 |
გაიგო ქანაანელმა ყარად მეფემ, რომელიც ქანაანის ქვეყნის
სამხრეთში ცხოვრობდა, ისრაელიანთა მოსვლა. |
40 |
და ესმა ქანაანის მეფესა არადისასა. და იგი დაშენებულ იყო
ბღუარით კერძო ქუეყანასა ქანანისასა, რაჟამს შევიდოდეს ძენი ისრაჱლისანი. |
41 |
გაემგზავრნენ ჰორის მთიდან და ცალმონაში დაბანაკდნენ. |
41 |
და იტრნეს ორით მთით და დაიბანაკეს სელმუნას.
|
42 |
გაემგზავრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ. |
42 |
და იძრნეს სელმუნაჲთ და დაიბანაკეს ფინუნს. |
43 |
გაემგზავრნენ ფუნონიდან და ობოთში დაბანაკდნენ. |
43 |
და იძრნეს ფინონით და დაიბანაკეს ობოთს. |
44 |
გაემგზავრნენ ობოთიდან და იიმ-ყაბარიმში დაბანაკდნენ,
მოაბის საზღვარზე. |
44 |
და იძრნეს ობოთით და დაიბანაკეს წიაღ საზღუართა ზედა
მოაბისათა. |
45 |
გაემგზავრნენ იიმიდან და დიბონ-გადში დაბანაკდნენ. |
45 |
და იძრნეს გესით და დაიბანაკეს დებონგათს. |
46 |
გაემგზავრნენ დიბონ-გადიდან და ყალმონ-დიბლათაიმში
დაბანაკდნენ. |
46 |
და იტრნეს დებონგადით და დაიბანაკეს გელმონს დაბლათაიმს. |
47 |
გაემგზავრნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და ყაბარიმის მთებზე
დაბანაკდნენ, ნებოს წინ. |
47 |
და იძრნეს გელმონ დაბლათაჲმით და დაიბანაკეს მთათა ზედა
აბარიმისასა მართლ ნაბავსა. |
48 |
გაემგზავრნენ ყაბარიმის მთებიდან და მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იორდანეს პირას,
იერიხონის მახლობლად.
|
48 |
და იძრნეს მთით აბარიმით და დაიბანაკეს დასავალით კერძო
მოაბსა, იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო. |
49 |
დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან
აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე. |
49 |
და დაიბანაკეს იორდანესა ზედა საშუვალ ესიმოთსა მაბელ
სატტიდმდე, რომელ არს დასავალით მოაბსა. |
50 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს
ნაპირას, იერიხონის მახლობლად: |
50 |
და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა,
იერიქოჲთ კერძო. |
51 |
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ
იორდანეს გაღმა, ქანაანის ქვეყანაში, |
51 |
და თქვა: ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა
ქუეყანად ქანანისად. |
52 |
აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ
ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა
გორაკი. |
52 |
და წარსწყმიდნეთ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა მას
პირისაგან თქუენისა. |
53 |
დაიმკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის
მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. |
53 |
და მოსპოთ ყოველი ბანაკები მათი და ყოველი კერპები
დასხმულები იგი მათი წარსწყმიდოთ. |
54 |
დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს:
მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით.
ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით
დაინაწილეთ. |
54 |
და ყოველი ძეგლები მათი მოსპოთ და წარსწყმიდნეთ ყოველნი
იგი მკჳდრნი მის ქუეყანისანი და დაეშენნეთ მას შინა, რამეთუ თქუენ მიგეც
ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად წილითა ნათესავად-ნათესავთა თქუენთა.
უმრავლესთაჲ განამრავლოთ სამკჳდრებელი მათი და უმცირესთაჲ დაამციროთ
სამკჳდრებელი მათი, რომელსაცა აღმოჴდეს სახელი მისი მუნ, მისი იყოს,
ნათესავად-ნათესავად ტომთა თქუენთა დაიმკჳდრეთ. |
55 |
თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად
ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ
ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ. |
55 |
უკუეთუ არა წარსწყმიდნეთ მკჳდრნი იგი მის ქუეყანისანი
პირისაგან თქუენისა. |
56 |
და რაც განმიზრახავს თქვენთვის გასაკეთებლად, გაგიკეთებთ. |
56 |
და იყუნენ, რომელნი-იგი დაუტევნეთ მათგანნი, ჩნდენ თუალთა
თქუენთა და ისარ გუერდთა თქუენთა და გემტერნენ თქუენ ქუეყანასა ზედა,
რომელსა მკჳდ იყუნეთ. და იყოს, ვითარ-იგი ჯერ იყოს ყოფად მათა, გიყოთ
თქუენ. |