1 |
ასე ელაპარაკა
უფალი მოსეს:
|
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
|
2 |
დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი,
საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ: |
2 |
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და ეტყოდე მათ და არქუ: თქუენ შეხვალთ ქუეყანად ქანანისა.
იგი იყოს სამკჳდრებელად თქუენდა ქუვყანაჲ ქანანისაჲ - საზღურითურთ მათით. |
3 |
სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის
მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან
აღმოსავლეთის მიმართულებით. |
3 |
და იყოს ერთკერძოჲ იგი, რომელ არს ბღუარით კერძო
უდაბნოჲთგან სინაჲთ მიმახლობელადმდე ედომისა. და იყუნენ საზღუარნი თქუენნი
ბღუარითნი ზღჳთ კერძო მარილოვნით და აღმოსავალით კერძო. |
4 |
გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის
ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა
ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე. |
4 |
და გამოგესხნენ თქუენ საზღვარნი ბღუარით აღმოსავალსა
აკრაბინისასა და გარეწამოვლოს სენაკი. და იყოს გამოსავალი მისი ბღუარით
კერძო კადეს ბარნესა და მიიწიოს ბანაკსა არადისსა და გარეწარვლოს ასემონაჲ. |
5 |
გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და
მიებჯინება ზღვას. |
5 |
და გარეშევლოს საზღვარმან ასემონაჲთ ნაღუარევი ეგჳპტისაჲ
და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ. |
6 |
დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს
გქონდეთ სამხრეთის საზღვრად. |
6 |
და საზღვარნი ზღჳსანი იყუნენ თქუენდა, ზღუაჲ დიდი
ეზღუანდეს, ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ზღჳსანი. |
7 |
ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან გაატარეთ
საზღვარი ჰორის მთაზე. |
7 |
და ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ჩრდილოჲსანი ზღჳთ
დიდითგან და მოიზომოთ თქუენ მთისპირი. |
8 |
ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება
საზღვარი ცედადას. |
8 |
და მთითგან მთადმდე და მოიზომოთ თქუენდამი შესავალადმდე
ემათისა. და იყოს გამოსავალი მისი საზღვართა სარადისათა. |
9 |
გავა საზღვარი ციფრონისკენ და მიებჯინება ხაცარ-ყენანს.
ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად. |
9 |
და განვლნეს საზღვარნი ზეფრონაჲსნი. და იყოს გამოსავალი
მისი ასერანას. ესე იყოს თქუენდა საზღვრად ჩრდილოჲ. |
10 |
აღმოსავლეთით გაავლეთ საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამასკენ. |
10 |
და დაიზომნეთ საზღვარნი თქუენდა აღმოსავალით კერძო ასარინაჲთ სეფამად. |
11 |
შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და
ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.
|
11 |
და შთავლოს საზღვარმან სენაფამაჲ არბელად აღმოსავალით წყაროდ კერძო. და შთავიდეს
საზღვარი და მივიდეს ბელად ბღუარით კერძო ზღუასა ქენერეთისასა აღმოსავალით.
|
12 |
ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად
თავისი გარეშემო საზღვრებითურთ. |
12 |
და შთავიდეს საზღვარი იორდანედ კერძო. და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ მარილოვანი
ესე იყოს თქუენდა ქუეყანაჲ და საზღვარნი მისნი გარემოჲს. |
13 |
ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა,
რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა
ცხრა შტოს და ნახევარ შტოს. |
13 |
და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე არს
ქუეყანაჲ იგი, რომელ დაიმკჳდროთ წილითა, ვითარცა ბრძანა უფალმან მიცემად
იგი ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, |
14 |
რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით
და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობების მიხედვით და მენაშეს ნახევარმა
შტომ. მათ მიიღეს თავიანთი წილი. |
14 |
რამეთუ მიიღო ნათესავმან ძეთა რუბენისთამან და ნათესავმან
ძეთა გადისთამან, სახლად-სახლად ტომთა მათთა მიიღეს ნაწილი მათი. |
15 |
ორმა შტომ და ნახევარმა შტომ მიიღეს თავიანთი წილი
იორდანეს გაღმა, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით. |
15 |
ორთა ნათესავთა, ზოგმან ნათესავმან მანასესმან მიიღეს
ნაწილი მათი წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ბღუარით აღმოსავალსა. |
16 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
16 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
17 |
ეს არის იმ კაცთა სახელები, რომლებიც დაიმკვიდრებენ
თქვენთვის ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო ნავეს ძე. |
17 |
ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელთა დაგიმკჳდრონ თქუენ
ქუეყანაჲ იგი - ელიაზარ მღდელმან და ისუ ნავესმან. |
18 |
ყოველი შტოდან თითო თავკაცი გამოარჩიეთ ქვეყნის
დასანაწილებლად. |
18 |
და მთავარი ერთი ნათესავისაგან მოიყვანოთ დამკჳდრებად
თქუენდა ქუეყანისა მის. |
19 |
აი, მათი სახელები: იუდას ტომიდან: ქალებ იეფუნეს ძე; |
19 |
და ესე არს სახელები კაცთაჲ მათ: |
20 |
სიმონიანთა შტოდან: სამუელ ამიჰუდის ძე; |
20 |
ნათესავისა იუდაჲსა - ქალებ, ძე იეფონესი. |
21 |
ბენიამინის შტოდან: ელიდად ქისლონის ძე;
|
21 |
ნათესავი ძეთა სჳმეონისთაჲ - სალამიელ, ძე სემიუდისი, ელიად, ძე ქესლონისი,
|
22 |
დანიანთა შტოდან: თავკაცი ბუკი იოგლის ძე; |
22 |
ნათესავთა ძეთა დანისთაჲ - მთავარი ბოკკი, ძე იოგლისი. |
23 |
იოსებიანთა შტოდან: მანასიანთა შტოდან - თავკაცი ხანიელ
ეფოდის ძე; |
23 |
ძეთა იოსებისთაჲ - ნათესავისა ძეთა მანასესთაჲ - მთავარი
ანელ, ძე ეფოდისი. |
24 |
ეფრემიანთა შტოდან: თავკაცი კემუელ შიტფონის ძე; |
24 |
ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ - მთავარი კამუელ, ძე
საფტანისი. |
25 |
ზებულონიანთა შტოდან: თავკაცი ელიცაფან ფარნაქის ძე; |
25 |
ნათესავისა ძეთა ზაბულონისთაჲ - მთავარი ელისაფან, ძე
ფარნაქისა. |
26 |
ისაქარიანთა შტოდან: თავკაცი ფალტიელ ყაზანის ძე; |
26 |
ნათესავისა იზაქარისთაჲ - მთავარი ფალტიელ, ძე უზაჲსი. |
27 |
აშერიანთა შტოდან: თავკაცი ახიჰუდ შელომის ძე; |
27 |
ნათესავისა ძეთა ასერისთაჲ - მთავარი აქიურ, ძე სელიმისი. |
28 |
ნაფთალიანთა შტოდან: თავკაცი ფედაელ ყამიჰუდის ძე. |
28 |
ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ - მთავარი ფადაელ, ძე
ამიუდისი. |
29 |
ესენი იყვნენ, ვისაც უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის
განაწილება ისრაელიანთათვის. |
29 |
ესე არიან, რომელთა ამცნო უფალმან განყოფად ძეთა
ისრაჱლისათა ქუეყანასა ქანანისასა. |