1 |
მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მენაშიანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა
საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების,
მამამთავართა წინაშე,
|
1 |
და მოვიდეს მთავარნი ტომთა ნათესავსა ძეთა გალადისთანი ძისა მაქირისნი, ძისა
მანასესნი, ნათესავისაგან ძეთა იოსებისთანი, და იტყოდეს წინაშე მოსესა და წინაშე
ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა სახლებისა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა
|
2 |
თქვეს: ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა
სამკვიდროდ; ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს
ჩვენი ძმის ცელაფხადის წილი. |
2 |
და თქუეს: უფალსა ჩუენსა ამცნო უფალმან მოცემად ქუეყანისა მის სამკჳდრებელისა წილით
ძეთა ისრაჱლისათა და უფალსა ჩუენსა უბრძანა უფალმან მიცემად სამკჳდრებელი
სალპადისი, ძმისა ჩუენისაჲ, ასულთა მისთა. |
3 |
თუ ვისმე მითხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში,
წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს და შეეძინება იმ შტოს
სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი
წილხვედრილი სამკვიდრო. |
3 |
და ცოლ-ეყუნენ იგინი ერთსა ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათასა
და აღიღოს ნაწილი იგი მათი სამკჳდრებელისაგან მამათა ჩუენთა და შეეძინოს
სამკჳდრებელსა მას ნათესავისასა, რომელსაცა ეცოლნენ და ნაწილისაგან
სამკჳდრებელისა ჩუენისაჲსა განეყენნენ. |
4 |
როცა დაუდგებათ ზეიმის დღე ისრაელიანებს, მაშინაც
მიემატება მათი სამკვიდრო იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან გათხოვილნი
და ჩამოერთმევა ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს მათი სამკვიდრო. |
4 |
უკუეთუ მიტევებაჲ იყოს ძეთა ისრაჱლისათაჲ და შეეძინოს
სამკჳდრებელი იგი მათი, სამკჳდრებელისაგან ნათესავისა ტომისა ჩუენისაჲსა
მიიღონ სამკჳდრებელი იგი მათა. |
5 |
ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანებისამებრ:
მართალს ამბობს იოსებიანთა შტო. |
5 |
და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა და
ჰრქუა: ესრე იტყჳან ნათესავნი ძეთა იოსებისთანი. |
6 |
აი, რა აქვს ნაბრძანები უფალს ცელაფხადის ასულთა საქმეზე:
ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში
გათხოვდნენ. |
6 |
ესე სიტყუაჲ, რომელი უბრძანა უფალმან სულთა სალპადისთა და
ჰრქუა: სთნავს თუ წინაშე მათსა, ცოლ-ეყვნედ იგინი ტომსა მამისა მათისსა
ეცოლნენ იგინი. |
7 |
არ უნდა გადადიოდეს ისრაელიანთა სამკვიდრო შტოდან შტოში,
რადგან მამაპაპისეულ შტოს სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული თითოეული
ისრაელიანი. |
7 |
და არა გარდაიქცეს სამკჳდრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ
ნათესავითი ნათესავად, არამედ კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა ნათვსავისა
მამულისა თჳსისასა შეეკრძალნენ ძენი ისრაჱლისანი. |
8 |
ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეული
შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს
მამაპაპისეული წილის დამკვიდრება.
|
8 |
და ყოველი ასული, რომელი ეძიებდეს სამკჳდრებელსა ნათესავისაგან ძეთა ისრაჱლისათა
ერთტომსა მამისა თჳსისასა ცოლ-ეყოს, რათა მოიძიონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან
სამკჳდრებელი მამული თჳსი.
|
9 |
არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი შტოდან სხვა შტოში,
რადგან თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული. |
9 |
და არა გარდაიცვალოს ნაწილი ნათესავითი ნათესავად სხუად,
არამედ თჳთოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა შეუდგენ ძენი ისრაჱლისანი. |
10 |
როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები. |
10 |
ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ასულთა სალპადისთა. |
11 |
მისთხოვდნენ მახლა, თორცა, ხოგლა, მილქა და ნოყა - ცელაფხადის ასულები - თავიანთ
ბიძაშვილებს ცოლად. |
11 |
და ცოლ-ეყვნენ თერსა და ეგლა, მელქა, და ნოა და მალა ასულნი სალპადისნი
მამისძმისწულთა მათთა, |
12 |
იოსებიან-მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ
მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო. |
12 |
ტომისაგან მანასესთა ძეთა იოსებისთა ცოლ-ეყვნეს იგინი და იყო სამკჳდრებელი მათი
ნათესავსა თანა ტომისა მამისა მათისასა. |
13 |
აი, ბრძანებები და წესები, უფალმა რომ გამოცხადებინა
მოსეს ისრაელიანთათვის მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის გასწვრივ. |
13 |
ესე არიან მცნებანი და სამართალნი და განკითხვანი, რომელ
ამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ
კერძო. |