1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, პირველ
თვეში, უთხრა:
|
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა მას სინაჲსასა წელსა მას მეორესა გამოსლვასა მას
მათსა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მას პირველსა, და ჰრქუა:
|
2 |
მოამზადონ ისრაელიანებმა პასექი დათქმულ დროს. |
2 |
არქუ და ყონ ძეთა ისრაჱლისათა ვნებაჲ ჟამსა თჳსსა. |
3 |
ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი
დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი. |
3 |
მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, მიმწუხრი,
ყონ იგი ჟამისაებრ და შჯულისა მისისა, მეტყველებისაებრ მისისა ყონ იგი. |
4 |
ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, რომ დაემზადებინათ პასექი. |
4 |
და ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ვნებისა. |
5 |
დაამზადეს პასექი პირველ თვეში, თვის მეთოთხმეტე დღეს,
დაღამებისას, სინაის უდაბნოში; ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა,
როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
5 |
დასაბამისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა
უდაბნოსა მას სინაჲსასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა
ისრაჱლისათა. |
6 |
იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით
და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და
აარონთან იმ დღეს. |
6 |
და მოვიდეს კაცნი იგი, რომელნი იყუნეს არაწმიდა სულითა
კაცისაჲთა და ვერ ეძლო ყოფად ვნებისა მას დღესა შინა: და მოვიდეს წინაშე
მოსესა და აჰრონისსა მას დღესა. |
7 |
უთხრა ამ ხალხმა მას: გაუწმიდურებული ვართ მკვდრის
შეხებით. რისთვის უნდა აგვეკრძალოს საუფლო შესაწირავის მიტანა დათქმულ დროს
ისრაელიანებთან ერთად? |
7 |
და ჰრქუეს მათ კაცთა მათ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა
კაცისაჲთა, ნუ დააკლებთ შეწირვად მსხუერპლსა უფლისასა ჟამსა თჳსსა შორის
ძეთა ისრაჱლისათა. |
8 |
უთხრა მათ მოსემ: მოითმინეთ, მოვისმენ, რას მამცნობს
თქვენზე უფალი. |
8 |
და ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ მათ
უბრძანოს უფალმან თქუენთჳს. |
9 |
ელაპარაკა უფალი მოსეს: |
9 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
10 |
ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის
შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენს შორის ან თქვენს
შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი. |
10 |
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა,
გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა, |
11 |
მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა
ბალახები შეატანონ.
|
11 |
თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა
ველისყრდელითა ჭამონ იგი.
|
12 |
ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ, პასექის
ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი. |
12 |
და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ
მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი. |
13 |
თუ კაცი გაწმიდავებულია და არც გზაშია, მაგრამ მაინც არ
დაამზადებს პასექს, უნდა მოიკვეთოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან საუფლო
შესაწირავი არ მიიტანა დათქმულ დროს. ცოდვა დაედება იმ კაცს. |
13 |
და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და
დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ
მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან. |
14 |
თუ მდგმური გყავთ, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი
პასექის წესისა და რიგის მიხედვით. ერთი წესი უნდა გქონდეთ მდგმურსაც და
ქვეყნის მკვიდრსაც. |
14 |
უკუეთუ მოვიდეს მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს ვნებაჲ
უფლისა შჯულისა მისებრ ვნებისა, მსგავსად ბრძანებისა მისისა ყოს იგი. შჯული
ერთი იყავნ თქუენი მწირისაჲ და მსოფლელისა მის ქუეყანისაჲ. |
15 |
სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის
სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე. |
15 |
დღესა მას, რომელსა აღემართა კარავი იგი, დაფარა
ღრუბელმან კარავი იგი სახლი წამებისაჲ და მწუხრად-მწუხრად არნ კარავსა მას
ზედა, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადადმდე. |
16 |
ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას და ცეცხლი ჩანდა
ღამით. |
16 |
ესრეთ იყო მას, ღრუბელი ჰფარვიდა მას დღისი და ხილვაჲ იგი
ცეცხლისაჲ - ღამე. |
17 |
როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ
ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე
ისრაელიანები. |
17 |
და რაჟამს აღიმაღლის ღრუბელმან კარვისა მისგან, ამისა
შემდგომად წარიტრიან ძენი ისრაჱლისანი და ადგილსა მას, რომელსა დადგის
ღრუბელი იგი, მუნ დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა. |
18 |
უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ და უფლის ბრძანებაზე
დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. მთელი იმ ხანის მანძილზე, რაც ღრუბელი
ეფინა სავანეს, იდგნენ ისინი. |
18 |
ბრძანებითა უფლისაჲთა დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და
ბრძანებითა უფლისაჲთა აღიძრნიან. |
19 |
თუ დიდხანს დაყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, ასრულებდნენ
ისრაელიანები უფლის სამსახურს და არ იძროდნენ. |
19 |
ყოველთა დღეთა, რაოდენთა აგრილობნ ღრუბელი კარავსა მას
ზედა, დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ოდეს დაადგრის ღრუბელი იგი მრავალ
დღე, დაიცვიან საცოჲ იგი ღმრთისა და არა აღიძრნიან. |
20 |
ხდებოდა ხოლმე, რომ მცირე ხანს ეფინა ღრუბელი სავანეს,
უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ. |
20 |
და იყოს, ოდეს აგრილობნ ღრუბელი დღეთა მათ, რიცხჳთ კარავსა ზედა სიტყჳთა
უფლისათა დაიბანაკიან და სიტყჳთა უფლისაჲთა აღიძრნიან.
|
21 |
ხდებოდა ხოლმე, რომ საღამოდან დილამდე იდგა ღრუბელი, დილას ასცილდებოდა ღრუბელი და
ისინიც დაიძრებოდნენ, ან ერთი დღე-ღამე იდგა და, როცა ასცილდებოდა ღრუბელი,
დაიძრებოდნენ. |
21 |
და არნ, ოდეს ფგან ღრუბელი იგი მწუხრითგან და ვიდრე განთიადმდე.
|
22 |
ან ორი დღე იდგა ან ერთი თვე, ან რამდენიმე დღე; თუ
დიდხანს იდგა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანებიც და არ იძროდნენ;
ასცილდებოდა და ისინიც დაიძრებოდნენ. |
22 |
და უკუეთუ აღვიდეს ღრუბელი იგი განთიად, იტრნიან, დღისი
გინა ღამე, ოდეს წარვიდეს ღრუბელი იგი, წარიტრნიან. უკუეთუ თთუეთა დღეთამდე
გამრავლდის ღრუბელი იგი და აგრილობნ მას ზედა, დაადგრიან ძენი ისრაჱლისანი
და არა იტრნიან. |
23 |
უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე
დაიძრებოდნენ ხოლმე. უფლის სამსახურს ასრულებდნენ და დადიოდნენ უფლის
ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული. |
23 |
რამეთუ ბრძანებითა უფლისათა, იტრვოდეს და საცოსა უფლისასა
იმარხჳდეს ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა. |