1 |
უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: შვილო, მყუდრო ადგილი მინდა მოგიძებნო, რომ
ბედნიერი იყო.
|
1 |
ჰრქუა მას ნოომინ, დედამთილმან მისმან: ასულო, აწ არა-მე გიძიო შენ განსუენებაჲ,
რათა კეთილი გეყოს შენ?
|
2 |
აი, ბოყაზი, ჩვენი ნათესავი, რომლის მსახურ ქალებთანაც
ნამყოფი ხარ, აი, ამ ღამით ქერს ანიავებს კალოზე. |
2 |
და, ეგერა, ბოოზ მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა
მისთა თანა იყავ შენ! და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა. |
3 |
გაიბანე, ზეთი იცხე, გამოეწყვე და კალოზე გადი. არ
დაენახო იმ კაცს, სანამ ჭამა-სმა არ მორჩება. |
3 |
და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თჳსი და აღვედ
შენ კალოდ მისა, და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას, ვიდრე აღსრულებადმდე
ჭამისა და სუმისა. |
4 |
როცა დასაწოლად წავა, გაიგე, სად წევს. მიდი, გადაუწიე
ფეხებთან წამოსასხამი და მიუწექი. თავად გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე. |
4 |
და იყოს, რაჟამს დაწუეს იგი, და დაისწავე ადგილი იგი,
სადა დაწვეს მუნ და მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერჴთა თანა მისთა! და
მან გითხრას შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად შენდა. |
5 |
უთხრა: ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები. |
5 |
ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: ყოველივე, რაცა მრქუა, ვყო. |
6 |
გავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა დაარიგა. |
6 |
და აღვიდა იგი კალოდ მისა და ყო ეგრე, ვითარცა-იგი ამცნო
მას დედამთილმან თჳსმან. |
7 |
ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან
დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა. |
7 |
და ჭამა ბოოზ და სუა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა
და დაწვა იგი ზჳნსა მას წერეულისა მისისასა, ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად
და დაწვა იგი მახლობელად ფერჴთა თანა მისთა. |
8 |
შუაღამისას შეკრთა კაცი, რაღაცას შეეხო და, აჰა, ქალი
უწევს ფეხთით. |
8 |
და იყო შუვა ღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და
შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴთა თანა მისთა. |
9 |
თქვა: ვინა ხარ? მიუგო: რუთი ვარ, შენი მხევალი, გადააფარე ფრთა შენს მხევალს. შენ
ხომ ნათესავი ხარ. |
9 |
ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ
რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ
ნათესავ ჩემდა ხარ. |
10 |
თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი
ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც
ღარიბს, არც მდიდარს. |
10 |
ჰრქუა მას ბოოზ: კურთხეულ იყავ შენ უფლისა ღმრთისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი
ჰქმენ წყალობაჲ ესე უკუანასკნელი უფროჲ პირველისა მის, რამეთუ არა მიხუედ შენ
შემდგომად ჭაბუკთა, გინათუ გლახაკისა ვისამე, გინათუ მდიდრისა. |
11 |
ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა
ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.
|
11 |
და აწ ნუ გეშინის ყოვლისავე, რაჲცა მრქუა მე, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან
ნათესავმან ერისა ჩემისამან, რამეთუ დედაკაცი ძლიერებისაჲ ხარ შენ.
|
12 |
ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი
ნათესავიც გყავს. |
12 |
და აწ ჭეშმარიად ნათესავ ვარ მე, არამედ არს ნათესავი
სხუაჲ უმახლობელესი ჩემსა, |
13 |
გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი,
გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ,
უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე. |
13 |
იქცეოდა ამას ღამესა. და იყოს ხვალისაგან, უკუეთუ გითჳსოს
შენ, თჳს-გეყავნ შენ. უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, თჳს-გიყო მე; ცხოველ
არს უფალი! და დაწვა იგი ვიდრე განთიადმდე. |
14 |
იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა
ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე. |
14 |
და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე. და
აღდგა იგი უადრეს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი, და თქუა ბოოს:
ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას. |
15 |
უთხრა: აიღე ეგ თავშალი, რომ გახურავს, და ხელში დაიჭირე.
მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერის მარცვალი,
ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა. |
15 |
და ჰრქუა ბოოს: მოიპყარ სამოსელი შენი აქა, რომელ გმოსიეს
შენ, და განჰმარტე იგი! ხოლო მან მოუპყრა მას, და გარდაუწყო მას ექუსი
საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა. და შევიდა იგი ქალაქად. |
16 |
მივიდა რუთი თავის დედამთილთან. შეეკითხა: რა იყო, შვილო? მითხარი, როგორ მოგექცა
ის კაცი? |
16 |
და ვითარცა შევიდა რუთ დედამთილისა თჳსისა და ჰრქუა მას:
რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველივე, რაჲცა უყო კაცმან მან. |
17 |
მიუგო: ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა, თან მითხრა,
ხელცარიელი არ წახვიდეო დედამთილთან. |
17 |
და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილი მომცა მე და
მრქუა მე: ნუ შეხუალ ცალიერი დედამთილისა შენისა. |
18 |
უთხრა: დაელოდე, შვილო, სანამ გაიგებდე, როგორ
დამთავრდება ეს საქმე. რადგან არ მოისვენებს ის კაცი, ვიდრე დღესვე არ
გაასრულებს ამ საქმეს. |
18 |
ხოლო მან ჰრქუა მას: დაჯედ, ასულო, ვიდრემდე გულისხმა-ჰყო
შენ, [ვ] ვითარ-იგი არა დავარდეს სიტყუაჲ, რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან,
ვიდრემდე აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე. |