1 |
კეთილად წარმართა სიბრძნემ მათი საქმენი წმიდა წინასწარმეტყველის ხელით.
|
|
|
2 |
გადალახეს უდაბნო უკაცური და უვალ ადგილებში კარვები
აღმართეს, |
|
|
3 |
წინ აღუდგნენ მომხდურთ და მოიგერიეს მტრები. |
|
|
4 |
მოსწყურდათ და შენ შეგღაღადეს, და შენც მიეცი მათ წყალი
სალი კლდიდან და დარწყულება - პიტალო ქვიდან. |
|
|
5 |
რადგან გასაჭირში მყოფთ ის მიემადლათ, რითაც დაისაჯნენ
მათი მტრები: |
|
|
6 |
ნაცვლად სისხლით შემღვრეული და წაბილწული წყაროსი, |
|
|
7 |
ყრმათა ჟლეტის ბრძანების სამხილებელად რომ ადინე,
მოულოდნელად მიეცი მათ უხვი წყალი. |
|
|
8 |
და მაშინ უჩვენე წყურვილის ძალით, თუ როგორ დასაჯე მათი
წინააღმდგომნი. |
|
|
9 |
რადგან, როცა გამოიცადნენ, თუმცა წყალობებში იყვნენ
გაწვრთნილნი, მაშინ შეიცნეს, როგორ იტანჯებოდნენ რისხვით განკითხული
უღვთოები. |
|
|
10 |
რადგან ესენი, როგორც მამა, შეგონებით გამოსცადე, ისინი კი დასაჯე, როგორც სასტიკმა
მეფემ. |
|
|
11 |
იქ არმყოფნიც და იქ მყოფნიც ერთნაირად იტანჯებოდნენ. |
|
|
12 |
რადგან მოეცვა ისინი ორკეც მწუხარებას და თავგადანახადის გახსენებაზე გოდებდნენ. |
|
|
13 |
როცა შეიტყვეს, რომ მათი დასჯით დამწყალობდნენ მართალნი,
მიხვდნენ, რომ უფლისგან იყო ეს საქმე. |
|
|
14 |
თუმცა ადრე, როგორც განკიცხული, მოიკვეთეს და აბუჩად აიგდეს, მაგრამ საბოლოოდ
უკვირდათ მისი, რადგან მათი წყურვილი არ ჰგავდა მართლის წყურვილს.
|
|
|
15 |
იმის სანაცვლოდ, რომ უგუნური და უკეთური ფიქრებით
მოცთუნებულნი ემსახურებოდნენ უტყვ ქვეწარმავლებს და უბადრუკ მხეცებს, აჰა,
პირუტყვ ქმნილებათა სიმრავლე მოუვლინე სასჯელად. |
|
|
16 |
რათა გაეგოთ, ვინც რითი შესცოდავს, იმით რომ დაისჯება. |
|
|
17 |
რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლისშემძლე ხელს,
რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა, წარეგზავნა მათთვის დათვთა
სიმრავლე ან მძვინვარე ლომები, |
|
|
18 |
ან ახლადშექმნილი და უცნობი მძვინვარე მხეცები, ან
ცეცხლოვანი სუნთქვის მომბერველნი, ან ამომფრქვეველნი ბოლქვებად კვამლისა,
ან თვალთაგან შემზარავ ნაპერწკალთა გამომტყორცნელნი, |
|
|
19 |
რომელთაც არა მხოლოდ ვნების მიყენებით შეეძლოთ მაიაი
განადგურება, არამედ შიშისმომგვრელი შესახედაობითაც დაღუპავდნენ. |
|
|
20 |
და მათ გარეშეც, ერთი მობერვითაც შეიძლებოდა
დამხობილიყვნენ მართლმსაჯულებისგან დევნილნი და შენი ძლიერი სულისგან
დაფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე; |
|
|
21 |
რადგან დიდი ძლიერება მარადის შენთანაა და ვინ აღუდგება
წინ შენი მკლავის ძალას? |
|
|
22 |
რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის
პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა. |
|
|
23 |
ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად
მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ. |
|
|
24 |
რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ,
რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! |
|
|
25 |
როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ
შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო? |
|
|
26 |
ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია,
სულისმოყვარეო უფალო. |
|
|