1 |
რადგან ყველაფერშია შენი უხრწნელი სული.
|
|
|
2 |
ამიტომაც შეცდომილებს თანდათან ამხელ და შეახსენებ, თუ
რაში სცოდავენ; შეაგონებ, რომ დათმონ ბოროტება და სწამდეთ შენი,უფალო. |
|
|
3 |
ძველი მკვიდრნი შენი წმინდა მიწისა |
|
|
4 |
მოიძულე საძაგელ საქმეთათვის, ჯადოქრობისთვის და უწმიდური
წესებისთვის, |
|
|
5 |
ყრმათა უწყალო ხოცვისთვის, და ადამიანის შიგნეულის და
სისხლის ჭამისთვის; შეიძულე საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი. |
|
|
6 |
და მშობლები - მკვლელნი უმწეო სულებისა, და მოიწადინე
მათი დაღუპვა ჩვენი მამა-პაპის ხელით, |
|
|
7 |
რათა შენს ფასდაუდებელ მიწას ღვთის შვილთა ღირსეული
სახლობა მიეღო. |
|
|
8 |
მაგრამ ისინიც, როგორც კაცნი, მაინც დაინდე და შენი
მხედრიონის წინამორბედებად კელები მიუგზავნე, რათა თანდათან
გაჟლეტილიყვნენ. |
|
|
9 |
თუმცა შეგეძლო ურჯულონი მართალთათვის ბრძოლით დაგემონა ან
საზარელი ცხოველებით მოგესპო ისინი, ან ერთი სასტიკი სიტყვით; |
|
|
10 |
მაგრამ შენ თანდათან სჯიდი მათ და დროს აძლევდი სინანულისათვის; თუმცა იცოდი, რომ
მოდგმა მათი უკეთურია და ბოროტება - თანდაყოლილი, და მათი ზრახვები არ შეიცვლებოდა
უკუნისამდე.
|
|
|
11 |
მათი თესლი ხომ დაწყევლილია დასაბამიდან; ვინმეს შიშით
როდი ტოვებდი მათ დაუსჯელად ცოდვებისათვის. |
|
|
12 |
რადგან ვინ გეტყვის: რა ჩაიდინე? ან წინ ვინ აღუდგება შენს სამსჯავროს? ან ვინ
დაგდებს ბრალს ხალხების დაღუპვისთვის, რომელიც შენვე შექმენი? ან ვინ გამოესარჩლება
შენ წინაშე ცოდვილ ადამიანებს, შეიწყალეო ისინი? |
|
|
13 |
რადგან არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაზე რომ
ზრუნავდეს, რომელსაც დაანახვებდი, რომ უსამართლოდ არ სჯი. |
|
|
14 |
არცერთ მეფეს, არცერთ მბრძანებელს არ შეუძლია თვალი
გაგისწოროს იმათ გამო, რომელნიც დასაჯე. |
|
|
15 |
თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებ ყველაფერს,
რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ
იმსახურებს. |
|
|
16 |
რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის
მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს. |
|
|
17 |
ძალას შენსას უჩვენებ მას, ვისაც არ სწამს შენი
ყოვლადძლიერება, და შენს არმცნობელს კადნიერებაში ამხელ. |
|
|
18 |
მაგრამ მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ
ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან ძლიერების გამოჩენა შენს ნებაზეა. |
|
|
19 |
ამგვარ საქმეთა წყალობით განასწავლე შენი ხალხი, რომ სამართლიანი კაცთმოყვარე
ყოფილიყო, და შენს შვილებს შთაუნერგე კეთილი იმედი, რომ მისცემდი დროს ცოდეების
მოსანანიებლად.
|
|
|
20 |
რადგან თუ შენს მსახურთა მტრებს და სიკვდილით დასასჯელებს
ეგზომ ლმობიერებითა და გულმოწყალებით სჯიდი, რაკი აძლევდი დროსა და
შემთხვევას, რომ ბოროტებას განდგომოდნენ, |
|
|
21 |
რაზომი სიფრთხილით განსჯიდი შენს შვილებს, რომელთა
მამა-პაპას მიეცი ფიცი და კეთილ დაპირებათა აღთქმები! |
|
|
22 |
როცა ჩვენ გვასწავლი, ჩვენს მტრებს ათასგზის შოლტავ, რათა
დამსჯელებმა შენს სიკეთეზე ვიფიქროთ, ხოლო დასჯილები ველოდეთ შეწყალებას. |
|
|
23 |
ამიტომაც თავისივე სისაძაგლეებით დატანჯე ცოდვილნი,
რომელნიც უგუნური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. |
|
|
24 |
რადგან მცდარ გზაზე მოარულნი შორს განიბნენ და, უჭკუო
ბალღებივით მოტყუებულნი, ღმერთებად მიიჩნევდნენ ცხოველებს, რომელნიც მათი
მტრებისთვისაც კი საძაგელნი არიან. |
|
|
25 |
ამიტომ, როგორც უგუნურ ყრმებს, სასჯელად კიცხვა მოუვლინე. |
|
|
26 |
მაგრამ, რაკი მამხილებელი კიცხვითაც გონს ვერ მოეგნენ,
ღვთისგან დამსახურებული სასჯელი მიიღეს. |
|
|
27 |
როცა ტანჯვა-წამებაში მყოფნი აღშფოთდნენ იმ ქმნილებებზე,
რომლებიც ღმერთებად მიაჩნდათ, ახლა კი მათი მიზეზით იყვნენ დასჯილნი,
აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად იგი, ვის ცნობასაც ადრე უარობდნენ. ამიტომაც
მოაწია მათზე საბოლოო განაჩენმა. |
|
|