1 |
ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან
ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი;
|
|
|
2 |
არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან
ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ
ღმერთებად. |
|
|
3 |
თუკი მათი სილამაზით დატყვევებულთ ესენი ღმერთები ეგონათ,
ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმა
მშვენებისა შექმნა ისინი. |
|
|
4 |
ხოლო თუ მათი ძალა და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე
უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი იქნებოდა მათზე მათი შემოქმედი. |
|
|
5 |
რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი
შემოქმედიც შეიცნობა; |
|
|
6 |
მაგრამ ესენი მაინც ნაკლებად გასაკიცხნი არიან, რადგან თუ
სცდებიან, ღვთის ძიებისას სცდებიან, მისი პოვნის მოწადინენი. |
|
|
7 |
რადგან ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძებენ და მზერას
ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია. |
|
|
8 |
და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა; |
|
|
9 |
რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო,
რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე? |
|
|
10 |
მაგრამ უფრო უბადრუკნი არიან მკვდართა მსასოებელნი, რომელნიც ღმერთებს უწოდებენ:
ადამიანთა ხელით ნაქმნარს - ოქროსა და ვერცხლს, ხელოვნების ქმნილებებს, ცხოველთა
გამოსახულებებს, ან უსარგებლო ქვას - ძველების ხელით ნაკეთებს. |
|
|
11 |
მოჭრის ხისმჭრელი ვინმე ხურო ადვილდასამუშავებელ ხეს და მარჯვედ გალოპრავს, ლამაზად
გათლის და მისგან საჭირო ჭურჭელს დაამზადებს.
|
|
|
12 |
სამუშაოდან მორჩენილ ნაჭრებს კი კერძის მოსამზადებლად მოიხმარს და გაძღება; |
|
|
13 |
ხოლო იმათგან ერთი ნაჭერს, ყოვლად უვარგისს, მრუდეს და
ნუჟრებიანს, აიღებს და მოცალეობისას გულმოდგინედ გამოთლის, ოსტატურად
დაამუშავებს და ადამიანის სახედ გამოსახავს, |
|
|
14 |
ან მიამსგავსებს რომელიმე უბადრუკ ცხოველს, სურინჯს
წაუსვამს, მეწამული საღებავით შეღებავს მის ზედაპირს და ყველა მის ხინჯს
დაფარავს, |
|
|
15 |
მოუწყობს მას შესაფერის ადგილ-სამყოფელს, კედელზე
ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს. |
|
|
16 |
ამგვარად, აწინასწარ იზრუნებს, რომ ძირს არ ჩამოუვარდეს,
რადგან იცის, რომ იგი ვერ უშველის საკუთარ თავს, რადგან ხატია მხოლოდ და
შემწეს საჭიროებს. |
|
|
17 |
როცა ლოცულობს თავისი სიმდიდრისთვის, ქორწინებისთვის და
შვილებისათვის, არ რცხვენია უსულოსთან საუბრისა; ჯანმრთელობისათვის უძლურს
მიმართავს, |
|
|
18 |
სიცოცხლეს მკვდარს შესთხოვს, შემწეობისთვის გამოუცდელს
ევედრება, კეთილი მგზავრობისთვისმას, ვინც ნაბიჯსაც ვერ დგამს; |
|
|
19 |
მოგებისთვის, საშრომელისთვის და ხელის მომართვისთვის
ხელით უძლურს ეხვეწება, რომ ძალა მისცეს. |
|
|