1 |
კიდევ: სანაოსნოდ და მძვინვარე ტალღების გადასალახავად ვინმე ძელს მოუხმობს, უფრო
მსხვრევადს, ვიდრე მისი მატარებელი ხომალდია.
|
1 |
კუალად სიმდიდრისათჳს წარსულსა და განძჳნებულთა ღელვათა ზედა ვალს, რომელსა
ძელსა იგი მიაქუს, მისსა უფატრესსა უღაღადებდეს,
|
2 |
რადგან მხოლოდ მოხვეჭის სურვილმა მოისაზრა და ოსტატის
ხელოვნებამ ააშენა ხომალდი. |
2 |
რამეთუ იგი გულისთქუმამან რეწვისამან მოიპოვა, არამედ
ხუროვებამანვე სიბრძნისამან ქმნა. |
3 |
მაგრამ ხომალდს, მამაო, შენი განგება მართავს, რდგან
ზღვაში შენ მიეცი მას გზა და ტალღათა შორის საიმედო ბილიკი, |
3 |
მამაო, შენი წინასწარგანზრახვა იღუწის მას, რამეთუ მიეც
ზღუასა ზედა გზა და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი. |
4 |
აჩვენე, რომ ყოველი ხიფათისგან დახსნა შეგიძლია, თუნდაც
ვინმე უმეცარი შევიდეს ზღვაში. |
4 |
აჩუენენ, რამეთუ ძალ-გიცს ყოვლით კერძოვე ცხორებად.
დაღათუ ხუროებისა თჳნიერ ვინმე შევიდეს. |
5 |
გსურს შენი სიბრძნის ნამოქმედარი ფუჭი არ იყოს; ამიტომაც
ანდობენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ხის ნაჭერს და ტივით გადამლახველნი
ტალღებისა გადარჩებიან; |
5 |
რამეთუ გნებავს, რაჲთა არა უქმად იყოს სიბრძნისა შენისა
საქმე. ამისთჳსცა მცირესა ძელსა არწმუნიან კაცთა სლვა და ღელვანი ძელითა
განვლიან, |
6 |
რადგან თავიდანვე, როცა შეიმუსრნენ ქედმაღალი
ბემბერაზები, სოფლის იმედმა ტივს შეაფარა თავი და, შენი ხელით წარმართულმა,
საუკუნეს შეუნარჩუნა ახალი თაობის თესლი. |
6 |
რამეთუ დასაბამსა მასცა წარწყმედასა ამპარტავანთასა
სასოება სოფლისა ძელსა შევედრა და დაუტევა საუკუნოსა მას თესლი
ნათესაობისა, |
7 |
კურთხეულია ძელი, რომლითაც სამართლიანობა მოხდა. |
7 |
რამეთუ ჴელითა შენითა ცხონდა და განერა, რამეთუ კურთხეულ
არს ძელი, რომლისაგან იქმნა ცხორება. |
8 |
ეს ხელითნაკეთი კი დაწყევლილია თავადაც და მისი
გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა. |
|
|
9 |
რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისთვის თანაბრად
საძულველია, |
|
|
10 |
და, რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება. |
|
|
11 |
ამიტომაც წარმართთა კერპებსაც მოელით განკითხვა, რადგან იქცნენ ისინი ღვთის
ქმნილებათა შორის სისაძაგლედ, ადამიანთა სულების საცდუნებელად და მახედ უგუნურთა
ფეხებისთვის.
|
|
|
12 |
რადგან კერპთა კეთების ჩანაფიქრი გარყვნილების სათავე იყო, ხოლო მათი გამოგონება -
ცხოვრების გახრწნა; |
|
|
13 |
რადგან არც დასაბამიდან იყვნენ და არც საუკუნოდ იქნებიან. |
|
|
14 |
ისინი სოფელში კაცთა ცუდმედიდობით შემოვიდნენ და ამიტომაც
აღსასრულიც სწრაფი მიესაჯათ. |
|
|
15 |
უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი
გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო როგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი
როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და საღვთო წესები გადასცა თავის
ხელქვეითებს. |
|
|
16 |
შემდგომად ამისა, დროის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური
ჩვეულება შენახულ იქნა, როგორც რჯული |
|
|
17 |
და ხელმწიფეთა ბრძანებებით თაყვანს სცემდნენ ამ
ქანდაკებებს. მათი სახეებიც გამოაქანდაკეს, რომელთა თაყვანისცემა მათი შორს
ყოფნის გამო ადამიანებს არ შეეძლოთ; საჭვრეტად შექმნეს სათაყვანო მეფის
გამოსახულება, რათა შორს მყოფისთვისაც ისევე ემლიქვნელათ, როგორც ახლოს
მყოფისთვის. |
|
|
18 |
ხელოვანის პატივმოყვარეობა იყო მიზეზი, რომ უცნობებმაც
დაიწყეს მისი თაყვანისცემა. |
|
|
19 |
მან, ალბათ, მბრძანებლის საამებლად ძალ-ღონი არ დაზოგა,
რომ ოსტატობის წყალობით ხატება სილამაზით შეემკო. |
|
|
20 |
ხალხმა კი, მისით მოხიბლულმა, სიწმიდედ შერაცხა ეს
ქმნილება, რომელსაც ადრე პატივს სცემდა, როგორც ადამიანს. |
|
|
21 |
და ეს საცდურად ექცა კაცთა მოდგმას, რადგან უბედურებებით ან მძლავრობით
დაბეჩავებულმა ადამიანებმა უცხო სახელები მისცეს ქვებსა და ხეებს.
|
|
|
22 |
მერე, ღვთის შეცნობაში შეცდომა არ იკმარეს და, დიდ
ბრძოლაში უმეცრების გამო ჩათრეულნი, ამგვარ ბოროტებას მშვიდობას უწოდებენ. |
|
|
23 |
ან მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს, ან დაფარულ წესებს
ასრულებენ, ან სხვათა ადათებისამებრ თავაშვებულ ღრეობებს მართავენ. |
|
|
24 |
არ უფრთხილდებიან არც თავიანთ სიცოცხლესა და არც
ქორწინების სიწმიდესა და ვერაგულად ხოცავენ ერთმანეთს, ან კიდევ მრუშობით
შეურაცხყოფენ. |
|
|
25 |
განურჩევლად ყველა გარეულია სისხლში და მკვლელობაში,
ძარცვაში და მზაკვრობაში, გარყვნილებაში და უნდობლობაში, შფოთში და ცრუ
ფიცში, |
|
|
26 |
სიკეთეთა მოყივნებაში, მადლის დავიწყებაში, სულთა
წაბილწვაში, სქესის გაუკუღმართებაში, უწესო ქორწინებაში, სიძვაში და
უსირცხვილობაში. |
|
|
27 |
რადგან სახელუხსენებელ კერპთა მსახურება არის დასაბამი,
მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა; |
|
|
28 |
რადგან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ,
სიცრუეს წინასწარმეტყველებენ; ან უსამართლოდ ცხოვრობენ, ან სწრაფად ტეხენ
ფიცს; |
|
|
29 |
რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს
არ ელიან. |
|
|
30 |
მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც,
რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე, და იმის გამოც, რომ
უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი. |
|
|
31 |
რადგან არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის
განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს. |
|
|