1 |
ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი
წყალობით.
|
|
|
2 |
კიდეც რომ შევცოდოთ, მაინც შენი ვართ, მაღიარებელნი შენი
ძალისა; მაგრამ არ შევცოდავთ, რადგანაც ვუწყით, რომ შენად ვართ შერაცხილნი. |
|
|
3 |
შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა, აღიარება შენი
ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია. |
|
|
4 |
ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც
მხატვართა უნაყოფო შრომამ - ხატებამ, სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა, |
|
|
5 |
რომლის მზერაც უგუნურ წადილს და ტრფიალებას აღაგზნებს
მკვდარი ქანდაკების უსიცოცხლო სახის მიმართ. |
|
|
6 |
ამგვარ იმედთა ღირსნი არიან ბოროტებათა ტრფიალნი და მათი
ჩამდენნიც, მოწადინენი და თაყვანისმცემლებიც. |
|
|
7 |
მექოთნე რბილ თიხას ზელს და ჩვენდა სამსახურად
გულმოდგინედ ძერწავს ყველაფერს; ერთი და იმავე თიხიდან იძერწება ორივე
ჭურჭელი - საწმიდარიც და სადაგიც; მაგრამ რომელი რას უნდა ემსახუროს, ამის
განმსჯელი თიხის ოსტატია. |
|
|
8 |
ამ თიხიდანვე ამაო ღმერთს ძერწავს ფუჭად მშრომელი,
რომელიც თავადაც მიწისგან წარმოიშვა ცოტა ხნის წინათ, ცოტა ხნის შემდეგ კი
იქითკენ წავა, საიდანაც აღებულ იქნა, და მოსთხოვენ სულის ვალის უკან
დაბრუნებას. |
|
|
9 |
მაგრამ მას არ ადარდებს, რომ მძიმე შრომა უნდა, რომ
ხანმოკლეა მისი ცხოვრება, არამედ ეჯიბრება ოქრომჭედლებსა და ვერცხლის
მდნობელებს, სპილენძის ოსტატებს ბაძავს და სასახელოდ მიაჩნია სისაძაგლის
ძერწვა. |
|
|
10 |
ფერფლია მისი გული, თიხაზე უმნიშვნელოა მისი სასოება და ტალახზე უპატიოა მისი
ცხოვრება. |
|
|
11 |
რადგან ვერ შეიცნო თავისი შემქმნელი, ვინც მას ჩაუდგა მოქმედი სული და სიცოცხლის
სამშვინველი შთაბერა.
|
|
|
12 |
მაგრამ ჩვენი სიცოცხლე მათ გართობად ჩათვალეს, ხოლო ცხოვრება სარფიან ვაჭრობად,
რადგან ამბობენ: ხომ საჭიროა საიდანმე, თუნდაც ბოროტებისგან, სარგებლის მიღება. |
|
|
13 |
ყველაზე უკეთ თვითონ მან იცის, რომ ცოდვას სჩადის, რადგან
ქმნის თიხიდან მყიფე ჭურჭლებსა და ქანდაკებებს. |
|
|
14 |
მაგრამ ყველაზე უგუნურნი და ჩვილ ბავშვებზე სულით
უბადრუკნი არიან შენი ხალხის მტრები, რომელნიც ჩაგრავენ მას. |
|
|
15 |
რადგან ისინი ღმერთებად მიიჩნევენ წარმართთა ხატებს,
რომელთაც არა აქვთ თვალები სახედველად, არც ნესტოები ჰაერის შესასუნთქად,
არც ყურები სასმენელად, არც თითები შესახებად და მათი ფეხებიც უმოქმედოა
სავალად. |
|
|
16 |
თუმცა ადამიანმა შექმნა ისინი და ნასესხებმა სულმა
გამოსახა, მაგრამ არცერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც
არის. |
|
|
17 |
თავად მოკვდავია და მკვდარს აკეთებს ურჯულო ხელებით,
ამიტომაც სჯობს თავის სათაყვანებელთ, რადგან თვითონ ცოცხლობს მაინც, ამათ
კი არასოდეს უცოცხლიათ. |
|
|
18 |
უსაძაგლეს ცხოველებს სცემენ თაყვანს, უჭკუობით სხვებისგან
გამორჩეულთ. |
|
|
19 |
შესახედავადაც უშნონი არიან და სხვა ცხოველებივით ვერ
მიგვიზიდავენ, რადგან აკლიათ ღვთის დასტური და მისი კურთხევა. |
|
|