1 |
დიდია და გამოუთქმელი შენი სასჯელები, ამიტომაც შეცდნენ გაუწვრთნელნი სულები.
|
|
|
2 |
რადგან ურჯულონი, რომელთაც წმინდა ერის დაჩაგვრა
განიზრახეს, წყვდიადის ტუსაღები და გრძელი ღამის ტყვეები იყვნენ; ჭერქვეშ
შეიკეტნენ საუკუნო განგებისგან გაქცეულნი. |
|
|
3 |
ფიქრობდნენ რა თავიანთ იდუმალ ცოდვებში დამალვას,
დავიწყების ბნელ საბურველქვეშ, დაიფანტნენ თავზარდაცემულნი და აჩრდილებით
შეძრწუნებულნი. |
|
|
4 |
რადგან ყველაზე საიდუმლო ადგილმაც კი, რომელსაც
შეეფარნენ, შიშისგან ვერ დაიცვა ისინი, არამედ ირგვლივ, საზარელი ხმებით
შეძრწუნებულებს, პირქუში მოჩვენებები ეცხადებოდათ. |
|
|
5 |
ცეცხლის არავითარ ძალას არ შეეძლო სინათლის მოფენა და არც
ვარსკვლავთაა ბრწყინვალე ციმციმს არ ძალუძდა ამ შემზარავი ღამის განათება. |
|
|
6 |
არაფერი უნათებდა მათ, გარდა თავისით აღგზნებული,
საშინელებით აღსავსე კოცონებისა, და უხილავი მოჩვენებებით დაშინებულნი
ხილულს კიდევ უფრო უარესად წარმოიდგენდნენ. |
|
|
7 |
დასაცინი გახდა ჯადოქრობის ცთუნებები და სიბრძნით
ყოყოჩობა გაკიცხულ იქნა. |
|
|
8 |
რადგან ვინც ტანჯული სულიდან შიშისა და ძრწოლის განდევნას
იპირებოდნენ, სამარცხვინო შიშის სენი თავად შეეყარათ. |
|
|
9 |
და თუმცა ვერარა შემაძრწუნებელი ვერ აკრთობდა მათ, მხეცთა
გამოსვლითა და ქვეწარმავალთა სისინით დვვნილნი, შიშისაგან იმუსრებოდნენ და
უარს ამბობდნენ ჰაერის შეხედვაზეც კი, რომელსაც ვერსად გაექცევა კაცი. |
|
|
10 |
რადგან საკუთარი მოწმობით დასჯილი ბოროტება მხდალია და სინდისით ქენჯნილი მუდამ
საშინელებებს წარმოიდგენს. |
|
|
11 |
რადგან შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარისთქმა გონების მიერ.
|
|
|
12 |
რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი ჩანს ტანჯვის მიზეზი. |
|
|
13 |
ამ ნამდვილად აუტანელი ღამით, რომელიც აუტანელი ჯოჯოხეთის
უფსკრულებიდან იყო გამოსული, ყველას ერთნაირი ძილით ეძინა: |
|
|
14 |
ხან საზარელი მოჩვენებებისგან იყვნენ დევნილები, ხან
სულის დაცემით სასოწარკვეთილები, რადგან უეცარი და მოულოდნელი შიშისზარი
დაატყდა თავს. |
|
|
15 |
და ამგვარად, ვინ სად იყო, იქ დაეცა და ურკინო
საპყრობილეში გამოიკეტა. |
|
|
16 |
მიწათმოქმედი იყო, თუ მწყემსი, თუ უდაბნოში მომუშავე,
ყველანი გარდაუვალ ხვედრს დაემორჩილნენ, რადგან წყვდიადის ერთი ჯაჭვით
იყვნენ შეკრულნი. |
|
|
17 |
ქარის სტვენა, თუ ხშირ რტოებში ჩიტების ტკბილი გალობა, თუ
მოვარდნილი წყლის ძალა, თუ ძლიერი გრუხუნი ჩამოგორებული ლოდებისა, |
|
|
18 |
თუ ცხოველთა უხილავი სრბოლა, თუ მძვინვარე მხეცთა ღრიალი
- თავზარს სცემდა მათ და აუძლურებდა. |
|
|
19 |
მთელი სამყარო კი ბრწყინავდა ელვარე ნათლით და
შეუფერხებლად საქმიანობდა. |
|
|
20 |
და მხოლოდ მათზე იყო გადმომხობილი მძიმე ღამე - ხატი
წყვდიადისა, რომელსაც უნდა მოეცვა ისინი; თუმცა საკუთარი თავისთვის თავადვე
იყვნენ წყვდიადზე მძიმენი. |
|
|