1 |
ხოლო უღვთოთათვის ბოლომდე გაგრძელდა უწყალო რისხვა, რადგან მათ ჩასადენ საქმეებს
წინასწარ ჭვრეტდა,
|
|
|
2 |
იცოდა, გასვლის ნებას დართავდნენ მათ და საჩქაროდ
გაისტუმრებდნენ, მაგრამ შემდეგ შეინანებდნენ და დაედევნებოდნენ. |
|
|
3 |
რადგან სანამ მწუხარებაში იყვნენ და გლოვობდნენ მკვდართა
საფლავებზე, სხვა უგუნური განზრახვა ჩაიფიქრეს: უკან გამოედევნებოდნენ მათ,
როგორც ლტოლვილებს, რომელთაც წინათ წასვლას ევედრებოდნენ. |
|
|
4 |
ამ აღსასრულისკენ მიიზიდა ისინი ბედისწერამ, რომლის
ღირსნიც იყვნენ და დაავიწყა თავს გარდახდილი, რათა სასჯელით შეევსოთ, რაც
მათ სატანჯველს დააკლდა; |
|
|
5 |
რომ შენი ხალხი გაუგონარი მგზავრობით გამოგეცადა, იმათ კი
უცხო სიკვდილი ეპოვათ. |
|
|
6 |
რადგან ყოველმა ქმნილებამ თავისი ბუნება შეიცვალა შენს
ბრძანებათა სამსახურად, რათა შენი შვილები უვნებლად დაცულიყვნენ. |
|
|
7 |
ბანაკს ღრუბელი უჩრდილებდა, ხოლო სადაც ადრე წყალი იდგა,
ხმელეთი გამოჩნდა; ასევე ბილიკი მეწამულ ზღვაში, დაუბრკოლებელი გზა და
მწვანე ველი ბობოქარ ტალღებში, |
|
|
8 |
რომლითაც გააღწია მთელმა ერმა, შენი ხელით დაცულმა და
საკვირველ სასწაულთა მხილველმა; |
|
|
9 |
რადგან ცხენებივით ძოვდნენ და კრავებივით ხტოდნენ, და
გაქებდნენ შენ, უფალს - თავიანთ მხსნელს. |
|
|
10 |
რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას მიწამ, ნაცვლად იმისა, რომ
ცხოველები დაებადა, ჭიები წარმოშვა და მდინარემ თევზების ნაცვლად გომბეშოთა
სიმრავლე ამოჰყარა. |
|
|
11 |
ხოლო შემდეგ ჩიტების ახალი გვარიც კი იხილეს, როცა
გულისთქმით შეპყრობილნი ნოყიერ საზრდელს ითხოვდნენ. |
|
|
12 |
რადგან მათთვის შვების მისაცემად მწყერები გამოფრინდნენ ზღვიდან,
|
|
|
13 |
ცოდვილებზე კი სასჯელებმა მოაწია, რომელთა ნიშნები
წინასწარ გამოჩნდა მეხისტეხაში; სამართლიანად იტანჯებოდნენ ჩადენილი
ბოროტებისთვის, რადგან სასტიკ სტუმართმოძულეობას იჩენდნენ. |
|
|
14 |
სხვანი თუ სტუმრად არ იღებდნენ მათთან მოსულ უცხოელებს,
ესენი კეთილისმყოფელ სტუმრებს იმონებდნენ. |
|
|
15 |
არა მხოლოდ ამათ, არამედ იმათაც დაედებათ მსჯავრი, რადგან
მტრულად იღებდნენ სტუმრებს. |
|
|
16 |
ამათ ჯერ ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ მათთან უკვე
უფლებებით გათანაბრებულნი, მძიმე სატანჯველში ჩაყარეს. |
|
|
17 |
თვალისჩინი წაერთვათ მათ იმათ მსგავსად, მართალის კართან
მრუმე წყვდიადით გარემოცულნი, შესასვლელს რომ ეძებდნენ. |
|
|
18 |
რადგან სტიქიებიც გარდაიქმნენ, ქნარის ხმებივით; ამას
შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, თავად კი
არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება
საგნებს. |
|
|
19 |
რადგან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად შეიცვალნენ
და წყალში მცურავნი ხმელეთზე გადმოვიდნენ. |
|
|
20 |
ცეცხლმა წყალშიც კი შეინარჩუნა თავისი ძალა და წყალმა
დაივიწყა დამშრეტელის ბუნება. |
|
|
21 |
ალმა, პირიქით, ვერაფერი ავნო მასში მოარულ ხრწნად
ცხოველთა ხორცს და ვერც ადვილად დნობადი ყინულის მსგავსი ღვთაებრივი
საზრდელი დაადნო. |
|
|
22 |
რადგან შენ აამაღლე, უფალო, ყოველნაირად შენი ერი,
განადიდე და არ მიატოვე, არამედ მხარში ედექი მარად და ყველგან. |
|
|