1 |
მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.
|
1 |
მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა.
|
2 |
უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული
საუბედუროდ მიუჩნევიათ. |
2 |
საგონებელ იყვნედ თვალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და
შეერაცხა ბოროტად განსლვა მათი. |
3 |
ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი
მშვიდობით სუფევენ. |
3 |
ჩუენგან განსლვა შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა
შინა. |
4 |
თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება
უკვდავებითაა აღსავსე. |
4 |
დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება
მათი უკუდავებითა სავსე არს. |
5 |
მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი
ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. |
5 |
და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ,
რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა, |
6 |
ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად
შეიწყნარა. |
6 |
ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა
ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი. |
7 |
გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც
წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. |
7 |
და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა
ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან. |
8 |
განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი
სამარადისოდ იმეფებს უფალი. |
8 |
შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი
მათ ზედა საუკუნოდ. |
9 |
უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის
სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა. |
9 |
რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი
სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და
მიხედვა მისი ღირსთა მისთა. |
10 |
უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც
აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ. |
10 |
|
11 |
რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა
უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა.
|
11 |
|
12 |
მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა. |
12 |
|
13 |
რადგან ნეტარია წაუბილწველი ბერწი ქალი, რომელმაც არ იცის
საწოლი ცოდვისა. იგი მიიღებს ნაყოფს სულთა განკითხვისას, |
13 |
|
14 |
საჭურისსაც, ვის ხელსაც ურჯულოება არ ჩაუდენია და არ
განუზრახავს ბოროტი უფლისა მიმართ, მიეცემა გამორჩეული მადლი რწმენისა და
უსანატრელესი წილი უფლის ტაძარში. |
14 |
|
15 |
რადგან სანაქებოა ნაყოფი კეთილი შრომისა და ძირი
სიბრძნისა შეურყეველია. |
15 |
|
16 |
მემრუშეთა შვილნი ვერ მოიწიფებიან და თესლი უკანონო
საწოლისა გაქრება. |
16 |
|
17 |
ხანგრძლივადაც რომ იცოცხლონ, მაინც არარად შეირაცხებიან
და უპატიო იქნება მათი ღრმა სიბერეც. |
17 |
|
18 |
ხოლო თუ ნაადრევად აღესრულებიან, არც იმედი და არც
ნუგეშისცემა არ ექნებათ განკითხვის დღეს; |
18 |
|
19 |
რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული. |
19 |
|