1 |
უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც
აღიარებს და ადამიანებიც. |
1 |
ქებასა მართლისასა იხარებდინ ერნი, რამეთუ უკუდავება არს საჴსენებელი მისი,
რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არიან და კაცთა მიერცა და სათნო ღმრთის არს სული
მისი.
|
2 |
ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ
ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა
უბიწო ღვაწლით. |
2 |
|
3 |
უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი
ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან. |
3 |
|
4 |
ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს
ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან. |
4 |
|
5 |
გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება,
საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი. |
5 |
|
6 |
უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი
არიან მათი განკითხვისას. |
6 |
|
7 |
მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში
იქნება. |
7 |
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს;
|
8 |
რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა
რიცხვით განიზომება. |
8 |
რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხჳ
წელთა აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა, |
9 |
სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის
ასაკია. |
9 |
და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო. |
10 |
ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. |
10 |
სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის
ცოდვილთა, და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს
გულისჴმის-ყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი. |
11 |
წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი
სული.
|
11 |
|
12 |
რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა
ღელვა. |
12 |
რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის
გონება უმანკოთა. |
13 |
მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; |
13 |
აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი, |
14 |
რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა
წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი
იფიქრა, |
14 |
რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა,
ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, |
15 |
რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ
ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე. |
15 |
რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა. |
16 |
როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და
ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს. |
16 |
|
17 |
რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ
მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი. |
17 |
|
18 |
იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს. |
18 |
|
19 |
შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად
მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და
ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან
სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება. |
19 |
|
20 |
შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე
უკეთური საქმეები ამხილებს მათ. |
20 |
|