1 |
მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი
ღვაწლი აბუჩად აიგდეს.
|
1 |
მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებელისა
თჳსისასა, და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მათნი,
|
2 |
მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ
მისი მოულოდნელი ხსნა. |
2 |
იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ
დიდებულებასა მაცხოვარებისა მისისასა. |
3 |
ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან
სულშეჭირვებულნი: |
3 |
და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულით, და იწროებითა
სულისათა სულთ-ითქუმიდენ და თქუან: ესე იგი არს, რომელი-იგი ოდესმე გუქონდა
ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა. |
4 |
ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და
კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი
აღსასრული კი უპატიობად. |
4 |
ჩუენ, უგუნურთა, ცხორება მისი შეგუერაცხა სიცბილად და
სიკუდილი მისი უპატიოდ, |
5 |
როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი
წილად როგორ ერგო? |
5 |
ვითარ შეურაცხია ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა
შორის ნაწილი მისი. |
6 |
ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა
სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის. |
6 |
შევსცეთით გზისა მისგან ჭეშმარიტებისასა. სიმართლისა იგი
ნათელი არა გამოგვიჩნდა ჩუენ. |
7 |
ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი
უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით. |
7 |
უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისათა. ვიდოდეთ
უდაბნოთა უგზოთა, და გზა უფლისა არა ვიცანთ. |
8 |
რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და
სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა? |
8 |
რა მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რა შემეწია
ჩუენ სიმდიდრე იგი სილაღისა? |
9 |
წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა,
დარხეული და მიმწყდარი. |
9 |
წარჰჴდა იგი, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა ამბავი, რომელი
ადრე განქარდის. |
10 |
როგორც ქრება მღელვარე წყალზე მიმავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი
ძირისგან გავლებული ბილიკი, |
10 |
და ვითარცა ნავი ღელვასა ზღჳსასა წარვიდის და კუალი
არღარა იპოის, არცა ადგილი სლვისა მისისა ღელვათა ზედა, |
11 |
ან როგორც ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი,
გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა, |
11 |
გინა თუ მფრინველი რა გამოფრინდის აერსა, არა იპოის სახე სლვისა, გუემისა ნაწევართა
იტანჯების ქარისაგან სულმცირისა, აღიღებნ ძლით, მძაფრად ძრავნ ფრთეთა და განვლის,
ამისა შემდგომად არა იპოის სასწაული განსლვისა მისისა. |
12 |
ან როგორც მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის
კვალი წაიშლება, |
12 |
ანუ ვითარცა ისარი განტყორცებული ბანსა, განაპის აერი და მუნვე შეირწყუის, და ვერ
საცნაურ იქმნის განსლვა იგი მისი. |
13 |
ჩვენც ასე ვიშვით და აღვესრულეთ, ვერ გამოვაჩინეთ სიქველის ნიშანი, არამედ
დავუძლურდით ჩვენივე ბოროტებით.
|
13 |
ეგრევე ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით, და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს,
რაჲთამცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვილიენით.
|
|
|
14 |
რამეთუ ეგრეთვე იტყოდიან: ჯოჯოხეთს შინა, რომელთა სცოდეს სასოება უღმრთოთა. |
14 |
რადგან უღვთოს იმედი ქრება როგორც მტვერი, ქარისგან
ატაცებული, როგორც ცვრის წვეთები, ქარიშხლისგან გაბნეული, როგორც კვამლი,
ქარისგან გაფანტული, და ერთ დღეს სტუმრებული კაცის ხსოვნასავით წაიშლება. |
15 |
ვითარცა მტუერი ქარისაგან მოღებული, და ნეფხუა წულილი, ალმური არმურისაგან
განიდევნა და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია და ვითარცა ჴსენება მდგურისა
ერთდღისა, წარვიდა. |
15 |
მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური
უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. |
16 |
მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთჳს
მაღლისა მიერ. |
16 |
ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს
უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. |
17 |
ამისთჳს მოიღონ მეუფება შუენიერებისა და შარავანდედი სიკეთისა ჴელისაგან უფლისა,
რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ. |
17 |
აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს
თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. |
18 |
და მოიღოს ყოვლად საჭურველი შურისა მისისა და შეჭურნეს დაბადებულნი მისნი - ძლევად
მტერთა. |
18 |
შეიმოსება აბჯრით - სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს
- მოუსყიდველ სამართალს; |
19 |
და შეჰმოსოს ჯაჭჳ სიმართლისა და დაადგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული. |
19 |
დაწვდება უძლეველ ფარს - სიწმინდეს, |
20 |
მოიღოს თორნე უძლეველი - სიწმიდე, |
20 |
მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად
სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. |
21 |
და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. |
21 |
ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან,
გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ
გაფრინდებიან. |
22 |
და ვიდოდიან მიმართებულად საისრენი ელვათანი და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილთა
სიმგურგულითა მშჳლდისათა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს |
22 |
ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა,
ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. |
23 |
და კლდისა საისრითა გულისწყრომითა სავსედ დაეცემოდიან სეტყუანი, განრისხნეს მათ
ზედა წყალი ზღჳსა და მდინარენი წარღუნიდენ სასტიკად. |
23 |
მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით
გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა
ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს. |
24 |
და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისა და ვითარცა არმური განანქრინენ იგინი და
მოაოჴროს ყოველი ქუეყანა უშჯულოებამან და ძჳრისმოქმედმან, და დაამჴუნეს საყდარნი
ძლიერთანი. |