1 |
მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა!
|
1 |
|
2 |
ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ
ხალხთა წინაშე! |
2 |
აწ უკუე ისმინეთ, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ და ისწავეთ მსაჯულთა კიდეთა
ქუეყანისათა,
|
3 |
უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება -
უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც
გამოსცდის, |
3 |
ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ
ერითა თესლებითა, |
4 |
რადგან მისი სამეფოს მსახურნი იყავით და მართლად არ
განსაჯეთ, არც რჯული დაიცავით და არც ღვთის ნებისაებრ წარემართეთ. |
4 |
რამეთუ უფლისა მიერ მოცემულ არს თქუენდა სიმტკიცე და ძალი
ძლიერება მაღლისა მიერ. |
5 |
ზარდამცემად და მეყსეულად გამოგეცხადებათ, რადგან
აღზევებულთა მსჯავრი მკაცრი იქნება. |
5 |
|
6 |
ბეჩავი კაცი შეწყალების ღირსია, მძლავრნი კი მძლავრობით
ეწამებიან. |
6 |
|
7 |
რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ
სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად
იზრახავს ყველასათვის. |
7 |
|
8 |
ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა. |
8 |
|
9 |
ასე, რომ თქვენთვისაა, ჰოი, ხელმწიფევ, ჩემი სიტყვები,
რათა ისწავლოთ სიბრძნე და არ შეცდეთ. |
9 |
|
10 |
რადგან სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას იპოვიან მასში
განსწავლულნი. |
10 |
|
11 |
მაშ, დაეწაფეთ ჩემს სიტყვებს, შეიყვარეთ და
განისწავლენით. |
11 |
|
12 |
შუქმფენი და უჭკნობია სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილგანსაჭვრეტი და იპოვნიან მას
მისი მძებნელნი. |
12 |
გულისთქუმა თქუენი იყავნ, ჵ, კაცნო, სიბრძნისა მიმართ, და გსუროდენ, რათა
განისწავლნეთ, რამეთუ დასაბამი მისი არს სიყვარული და დამარხვა შჯულისა. პატივ-ეცით
სიბრძნესა, რათა საუკუნოდ ჰმეუფებდეთ. |
13 |
წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ. |
13 |
|
14 |
დილაადრიანად მისი მძებნელი არ დაიღლება, რადგან თავის კართან იპოვის ჩამომჯდარს. |
14 |
|
15 |
მისი შემეცნების სურვილი გონების სრულქმნაა და ვინც
მისთვის ფხიზლობს, საზრუნავთაგან თავს სწრაფად დაიხსნის. |
15 |
|
16 |
რადგან თავადვე ეძებს თავის ღირსებას, გზებზე მოწყალედ
ეცხადება და ყოველი ფიქრისას წინ ეგებება. |
16 |
|
17 |
მისი დასაბამი სწავლის ჭეშმარიტი სურვილია, ხოლო სწავლაზე
ზრუნვა მისი სიყვარულია; |
17 |
|
18 |
სიყვარული კი მისი კანონების დაცვაა და კანონთა დაცვა
უკვდავების საწინდარია. |
18 |
|
19 |
და უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს. |
19 |
|
20 |
ამიტომაც სიბრძნის წყურვილი მეფობამდე გვამაღლებს. |
20 |
|
21 |
ამიტომ, ტახტითა და სკიპტრით რომ ხარობთ, ხალხთა
მბრძანებელნო, პატივი მიაგეთ სიბრძნეს, რათა საუკუნოდ იმეუფოთ. |
21 |
|
22 |
ხოლო რა არის სიბრძნე და როგორ იშვა, გამოგიცხადებთ და არ
დაგიმალავთ საიდუმლოებებს, არამედ მოვძებნი მის კვალს შესაქმის
დასაბამიდანვე, ნათელს მოვფენ მის შემეცნებას და ჭეშმარიტებას გვერდს არ
ავუვლი. |
22 |
|
23 |
არც შურით ჩამომდნართან ერთად ვივლი, რადგან შურიანი ვერ
ეზიარება სიბრძნეს. |
23 |
|
24 |
ბრძენთა სიმრავლე სოფლის ხსნაა და გონიერი მეფე - ხალხის
სიმტკიცე. |
24 |
|
25 |
ამგვარად, განისწავლეთ ჩემი სიტყვებით და მარგებელი
იქნება თქვენთვის. |
|
|