1 |
მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და
ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი,
|
1 |
|
2 |
სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა
და ძილის თანმხლები ტკბობისაგან; |
2 |
|
3 |
ვიშვი და მეც შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს
მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა; |
3 |
|
4 |
რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული; |
4 |
|
5 |
არც მეფეთაგან ჰქონია ვისმე არსებობის სხვაგვარი
დასაბამი. |
5 |
|
6 |
რადგან ერთია ყველასთვის ცხოვრებაში შემოსვლა, და
ყველასათვის მსგავსია გასვლაც. |
6 |
|
7 |
ამიტომ შევევედრე და მომცა მე გონება, მოვუხმე და
გადმოვიდა ჩემზე სიბრძნის სული. |
7 |
|
8 |
კვერთხსა და ტახტს ვამჯობინე იგი და სიმდიდრეც არად
ჩავაგდე მასთან შედარებით. |
8 |
|
9 |
მას ვერც პატიოსანი თვალი შევადარე, რადგან ყოველი ოქრო
მის თვალში ქვიშის ნამცეცია; ვერცხლი კი ტალახად შეირაცხება მის წინაშე. |
9 |
|
10 |
ჯანის სიმრთელეზე და სილამაზეზე მეტად შევიყვარე და შუქსაც ვამჯობინე, რადგან
ჩაუქრობელია მისი ნათელი. |
10 |
|
11 |
ყოველი სიკეთე მასთან ერთად მოვიდა ჩემთან და მის ხელშია ყოველი სიმდიდრე.
|
11 |
|
12 |
ეს ყველაფერი მახარებდა, რადგან მათ სიბრძნე მოუძღოდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო
მათი მშობელი. |
12 |
|
13 |
უზაკველად ვისწავლე და უშურველად გავცემ, როდი დავმალავ
მის სიმდიდრეს. |
13 |
|
14 |
რადგან ის ამოურწყავი საგანძურია კაცთათვის და მისი
მომხვეჭელნი ღმერთს უმოყვრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით. |
14 |
|
15 |
მომმადლოს მე ღმერთმა გონივრული განსჯა და ღირსეულად
ფიქრი მონიჭებულზე, რადგან იგია წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა
წარმმართველი. |
15 |
მიგითხრა თქუენ და არა დავფარო თქუენგან საიდუმლო ღმრთისაჲ, რამეთუ იგი თავადი
არს სიბრძნისა წინამძღუარი და ბრძენთა განმგებელი,
|
16 |
რადგან მის ხელში ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, ყოველი
გაგება და ოსტატობა საქმეში. |
16 |
ხოლო ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი. ყოველი გონიერება და საქმეთა
მეცნიერება, |
17 |
მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო
სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება. |
17 |
რამეთუ მან მომცა მე ყოფილთა ცნობა, შესაქმე სოფლისა, შეწევნანი წესთანი, დასაბამი
და დასასრულამდე, |
18 |
დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა
და არეთა შენაცვლებანი, |
18 |
განზოგება ჟამთა, სახეთა ცვალებანი და ქცეულება ჟამთა, |
19 |
წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, |
19 |
წელიწადისა სრბა და ვარსკულავთა დგომა, |
20 |
ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და
კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. |
20 |
ბუნებანი საცხოვართანი და გულისწყრომანი მჴეცთანი, სულთა სიმძაფრე და გულისზრახვანი
კაცთანი, თითოსახენი ნერგთანი, |
21 |
ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმასწავლა,
ყოველთა შემოქმედმა.
|
21 |
რაოდენ-რა არს დაფარული და გამოუჩინებელი - ვცან, რამეთუ ყოველთა ხურომან მასწავა
მე სიბრძნე. |
22 |
რადგან იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი,
მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი,
კეთილისმოყვარე, მახვილი, |
22 |
რამეთუ ამას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისა მრავალკერძო. ვინა ვიწულევ კეთილად,
იძლევის, წარჩინებულ, შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე მალე
დაუყენებელ ქველისმოქმედ, |
23 |
დაუბრკოლებელი, ქველისმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე,
შეურყეველი, უშფოთველი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმხედველი, ყოველ გონიერ,
განწმედილ და ფაქიზ სულში შემაღწეველი. |
23 |
კაცთმოყუარე, მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ ყოვლად, ძლიერ, ყოვლისა მსახურ, და ყოველთა
სულთა მიერ დაეტევის მეცნიერებითა წმიდათა მწულილთა, |
24 |
რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე, თავისი
სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს. |
24 |
რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამებისა უმალე არს სიბრძნე, მისწუთების და დაეტევის
ყოველთა მიერ სიწმიდით, |
25 |
რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და - ყოვლისმპყრობელის
დიდების შეუბღალავი გადმოღვრა; ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება
მას. |
25 |
რამეთუ ორთქლ არს იგი ღმრთისა ძლიერისა და ნაწილი ყოვლისა მპყრობელისა და დიდებით
ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა არარა მიეძლევის, |
26 |
იგია საუკუნო ნათელის ანარეკლი, უხინჯი სარკე ღვთის
ქმედებისა და ხატი მისი სიკეთისა. |
26 |
რამეთუ გამობრწყინვებულ არს იგი ნათლისა მის სამარადისოსა და სარკე უბიწო ღმრთისა
შეწევნითა. და ხატი სახიერებისა მისისა, |
27 |
ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი,
მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და
ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ. |
27 |
ერთ არს და ყოველივე მას ძალ-უც. და ჰგიეს მას შინა და ყოველსავე განაახლებს
ნათესავითი ნათესავად. სულთა ღირსთა მიეცემის მეგობართა ღმრთისათა და
წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს. |
28 |
რადგან ღმერთს არავინ უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით
ცხოვრობს. |
28 |
არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან, |
29 |
რადგან იგი მზის უმშვენესია და ვარსკვლავთა ყველა ხომლზე
აღმატებული; ნათლის წინაშეც კი პირველი აღმოჩნდა. |
29 |
რამეთუ არს იგი უშუენიერეს უფროს ყოველთა ვარსკულავთა. |
30 |
რადგან ღამედ შეიცვლება ნათელი, სიბრძნეს კი ვერ ძლევს
ბოროტება. |
30 |
|