1 |
ღმერთო მამა-პაპათა და წყალობის უფალო, რომელმაც ყოველივე შექმენი შენი სიტყვით,
|
1 |
ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმენ ყოველი სიტყჳთა
შენითა,
|
2 |
გამომსახველო კაცისა შენი სიბრძნით, რათა მეუფებდეს იგი
შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე, |
2 |
და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ
მიერ ქმნულთა დაბადებულთა, |
3 |
რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი
სულით სჯიდეს სამართალს! |
3 |
და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით,
სიწრფოებითა გულისათა სასჯელსა სჯიდეს, |
4 |
მომმადლე სიბრძნე, შენს ტახტზე დაბრძანებული, და ნუ
გამომრიცხავ შენს მსახურთაგან. |
4 |
მომეც მე საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე. და ნუ
განმაგდებ მე მონათა შენთაგან, |
5 |
რადგან მე მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა, კაცი
უძლური და დღემოკლე, მსჯავრისა და რჯულის უმეცარი; |
5 |
რამეთუ მე, მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა, კაცი უძლური
და მცირედ ჟამისა ნაკლულევანი გულისჴმის-ყოფითა სასჯელისა და შჯულისათა. |
6 |
რადგან ადამიანის ძეთა შორის თვით სრულქმნილიც კი არარად
ითვლება, თუ შორსაა შენი სიბრძნისგან. |
6 |
დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთასა, სიბრძნისა
შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს. |
7 |
შენ გამომარჩიე მე მეფედ შენი ერისა და მსაჯულად ძეთა და
ასულთა შენთა; |
7 |
შენ გამომირჩიე მეფედ ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა
შენთა და ასულთა. |
8 |
მიბრძანე ტაძრის აშენება შენს წმინდა მთაზე და
საკურთხევლისა შენს სამყოფელ ქალაქში. მსგავსად წმიდა კარვისა, რომელიც
დასაბამიდანვე წინასწარ განამზადე. |
8 |
და სთქუ ტაძარი შენებად მთასა წმიდასა შენსა, და ქალაქსა
მკჳდრობისა შენისასა. საკურთხეველი მსგავსად კარვისა მის წმიდისა, რომელი
განჰმზადე პირველ დასაბამითგან. |
9 |
შენთან არის სიბრძნე, რომელმაც უწყის შენი საქმეები,
რომელიც თან გახლდა, როცა სამყაროს ქმნიდი, რომელმაც უწყის, რა არის სათნო
შენს თვალში და რა არის სწორი შენს მცნებათა მიხედვით. |
9 |
და შენ თანა სიბრძნე შენი, რომელმან იცნის საქმენი შენნი,
მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცი, რა-იგი სათნო არს წინაშე თუალთა
შენთა და რა-იგი სიწრფოება არს მცნებათა შენთა. |
10 |
მოავლინე იგი წმიდა ზეცათაგან და შენი დიდების ტახტიდან წარმოგზავნე, რათა შემეწიოს
ჩემს შრომაში, რათა შევიცნო, თუ რა არის შენი მოსაწონი.
|
10 |
გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდართაგან დიდებისა შენისათა. და
მოავლინე იგი, რათა იყოს ჩემ თანა და იღუწიდეს, და ვცნა, რა-იგი არს სათნოება
წინაშე შენსა.
|
11 |
რადგან მან ყოველივე იცის და ყველაფერი ესმის, ბრძნულად
წარმიძღვება ჩემს მოქმედებაში და დამიცავს მე თავისი დიდებით. |
11 |
რამეთუ იცის მან ყოველივე და გულისჴმა-ყოფს. და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით
და დამიცვას მე დიდებითა თჳსითა. |
12 |
ჩემი საქმეები შეწყნარებული იქნება, განვსჯი სამართლიანად შენს ერს და გავხდები
ჩემი მამის ტახტის ღირსი. |
12 |
და იყვნენ შეწყნარებულ მისა საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით
და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა. |
13 |
რადგან კაცთაგან რომელი შეიცნობს ღვთის განზრახვას? ან
უფლის ნებას ვინ მიხვდება? |
13 |
ვინმე კაცთაგანმან ცნას განზრახვა ღმრთისა, ანუ ვის გულსა მოუჴდეს, რა ჰნებავს
უფალსა? |
14 |
რადგან უსუსურია მოკვდავთა ფიქრები და ჩვენი ზრახვები
მერყევია. |
14 |
რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი. |
15 |
რადგან განხრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი
კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას. |
15 |
რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან
გონება მრავალმზრახვალი, |
16 |
ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს,
ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია? |
16 |
რამეთუ ძნიად ვსცნობთ ქუეყანისასა და ფერჴთა ქუეშე მდებარესა შრომით ვპოებთ, ხოლო
ცათა შინა ვინ გამოიკულიოს? |
17 |
განგებას შენსას ვინ შეიცნობდა, შენ რომ სიბრძნე არ
მოგეცა, და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა? |
17 |
და ზრახვა შენი ვინ გულისჴმა-ყოს, უკუეთუმცა არა მოეც სიბრძნე შენი და მოავლინე
სული შენი წმიდა მაღლით? |
18 |
ასე წარიმართნენ მიწიერთა გზები, ადამიანები მიხვდნენ
შენს მოსაწონს და სიბრძნით გადარჩნენ. |
18 |
და ესრეთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი და სათნოებითა შენითა განისწავლნეს კაცნი
და სიბრძნითა შენითა ცხონდეს. |