1 |
როცა მოვედი ჩემს სახლში და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე,
მეერგასის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მომიმზადეს მე
დიდებული სადილი და შევუდექი ჭამას.
|
1 |
და იყო ერგასისთა მათ დღესასწაული, რომელ არს წმიდა შჳდთა მათ შაბათთა,
დაუმზადეს მათ პური, და დაჯდა ჭამად და სუმად.
|
2 |
გადავხედე უამრავ სასმელ-საჭმელს და მივმართე ჩემს ძეს:
წადი და მომიყვანე, ვინც კი შეგხვდება ჩვენს მოძმეთაგან გაჭირვებული, ვისაც
ახსოვს უფალი. აბა, გელოდები-მეთქი. |
2 |
იხილნა რა სანოვაგენი მრავალნი, ჰრქუა ძესა თჳსა წარვედ
და მომგუარე, ვინა ჰპოო ძმათა ჩუენთაგანი ნაკლულევანი, რომელსა ეჴსენოს
უფალი, და არქუ: აჰა, ესერა, გელი შენ. |
3 |
უკან რომ მობრუნდა, მითხრა: მამა, ერთი ჩვენი თვისტომი
გაგუდული გდია მოედანზე. |
3 |
მოვიდა და ჰრქუა მას: მამაო, ერთი ვინმე ნათესავთა
ჩუენთაგანი შეგულარძნილი დაგდებულ არს უბანთა ზედა მკუდარი. |
4 |
და მეც, ვიდრე შევუდგებოდი სმა-ჭამას, წამოვვარდი და
შევინახე გვამი რომელიღაც სახლში მზის ჩასვლამდე. |
4 |
ხოლო იგი ვიდრე პურის-ჭამამდე აღდგა და აღიღო იგი და
შეიღო სახლად ვიდრე მზისა დასლვამდე. |
5 |
შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და ვჭამე ჩემი პური
დადარდიანებულმა. |
5 |
და რათა მოიქცეს, იბანოს და ჭამოს პური მწუხარებითა. |
6 |
გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა:
დღესასწაულები გლოვად გადაგექცევათ და ყველა თქვენი სიმღერა - გოდებად. და
ავტირდი. |
6 |
და მოეჴსენა წინაწარმეტყუელება იგი ამოსისი, ვითარცა
თქუა, ვითარმედ: გარდაიქცეს დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი
სიხარულნი თქუენნი გოდებად; ხოლო მოეჴსენა ესე რა, ტიროდა ფრიად. |
7 |
მზე რომ ჩაესვენა, გავედი და გავთხარე მიწა და დავმარხე
იგი. |
7 |
ოდეს დაჴდა მზე, წარვიდა და დაფლა იგი. |
8 |
ახლობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, არ ეშინია, რომ მოკლან
ამ საქმისათვის, გაიქცა და აჰა, ისევ მარხავს მიცვალებულებსო. |
8 |
და მოძმენი მისნი ეკიცხოდეს მას და იტყოდეს: არღარა
ეშინის ამას მოკლვისა, ამა საქმისათჳს ივლტოდა და კუალად მკუდართავე
დაჰფლავს. |
|
|
9 |
ხოლო ტობი იყო მოშიშ უფრო სრულიად ღმრთისა ვიდრეღა
მეფეთასა, და იპარვიდა გუამთა მკუდართასა შუაღამ და დაჰფლვიდა. |
9 |
იმავე ღამეს აღვასრულე დაკრძალვის წესი და
გაუწმინდურებული დავწექი ეზოს კედელთან. სახე დაუფარავი მქონდა. |
10 |
დღესა მას მოვიდა მაშურალი და დაწვა შეგინებული კედელთა
თანა ეზოსათა და პირსა არარა ებურა. |
10 |
ვერ შევნიშნე, რომ კედელზე ბეღურები ისხდნენ და ჩემს გახელილ თვალებს გადმოაღვარეს
თბილი სითხე და ლიბრი გადამეკრა თვალებზე. ვიარე მკურნალებთან, მაგრამ ვერ
მიშველეს. აქიაქაროსი მინახავდა, ვიდრე ელამში წავიდოდა. |
11 |
და არა იცოდა, რამეთუ მერცხალნი იყვნეს კედელსა მას, და თუალნი მისნი ეხილნეს და
დააჯვნეს თუალთა მისთა ტფილი და მიმოექცა თეთრი თუალთა.
|
|
|
12 |
და ესეცა განსაცდელი მოუვლინა ღმერთმან მას, რათა სახედ მოეცეს შემდგომთა მისთა,
ვითარცა ეყო წმიდასა იობს. |
|
|
13 |
ვინათგან მარადის მოშიშ იყო ღმრთისა და აღასრულებდის მცნებათა მისთა და ითმენდის
ყოველთა განსაცდელთა. |
|
|
14 |
იდგა შიშსა ზედა ღმრთისასა და არა ღრტჳნვიდის და მადლობდა ღმერთსა ყოველთა დღეთა
ცხორებისა თჳსისათა. |
|
|
15 |
ხოლო ვითარცა მეფენი აყუედრებდენ ნეტარსა იობს, ეგრეთვე მოძმენი მას ეტყოდეს: |
|
|
16 |
სადა არიან სასოებანი შენნი, რომელ ქველის-მოქმედებდ და მოწყალებითა დაჰფლვიდი
მკუდართა? |
|
|
17 |
ხოლო ტობი მიუგებდა მათ და ეტყოდა: ნუ ეგრე ზრახავთ. |
|
|
18 |
ძენი ვართ წმიდათანი და მათსავე ცხორებასა მოველით, რომელ ღმერთი მინიჭებად არს,
რომელნი არა მიდრკენ სარწმუნოებისა მისისაგან. |
11 |
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ცოლი ხანა მოჯამაგირედ დაუდგა
ბანოვანებს. |
19 |
ხოლო ცოლი მისი ანნა ნადობდა სადედოსა და მიუძღვანებდა უფალთა მათთა, |
12 |
უგზავნიდა თავის ბატონებს ნაშრომს და უხდიდნენ მას
გასამრჯელოს. ერთხელაც თიკანი აჩუქეს. |
20 |
და მოიღებდა სასყიდელსა. და მეშჳდესა თთვისა მის იგრიკასასა მოჰკუეთნა ქსელნი და
მიუძღვნა იგინი უფალთა მისთა. მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი. |
13 |
როცა მომიახლოვდა თიკანი, კიკინი მორთო. ვკითხე ხანას, საიდან არის ეს თიკანი?
ნაქურდალი ხომ არ არის-მეთქი? დაუბრუნე პატრონებს, რადგან არა ხამს ნაქურდალის
ჭამა-მეთქი. |
21 |
ხოლო ოდეს შემოვიდა მისა, იწყო ბარიდა თიკანმან. და არქვა მას: ვინა მოიყვანე
თიკანი ესე? ნუუკუე პარვითა არს, მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა
ჯერ-არს ნაპარევი ჭამად. |
14 |
მან კი მიპასუხა, საჩუქრად მიბოძესო გასამრჯელოსთან ერთად. არ დავუჯერე და ვუთხარი,
პატრონისთვის დაებრუნებინა, და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: სად არის შენი
მოწყალებანი და სამართალნი? აჰა, ახდა შენზე ყოველივეო. |
22 |
ხოლო მან თქუა: ნიჭად მომცეს ეგე სასყიდელსა ზედა. და არა ჰრწმენა მისი, ეტყოდა,
რათამცა მისცა უფალთა მისთა და რისხევდა მას. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: სადა
არიან მოწყალებანი შენნი და სიმართლენი შენნი? აჰა, ესერა, განცხადნა ყოველი შენ
ზედა! |
|
|
23 |
ესევითარითა სიტყჳთა აყუედრებდენ. |