1 |
შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ
წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. |
1 |
ითხოეთ წჳმაჲ უფლისაგან ჟამიერად მსთუაჲ და მცხეუედი, უფალმან ქმნნა საოცარნი და
წჳმაჲ საზამთროჲ მისცეს მათ, თითოეულსა მწუანვილსა ველისა შორის |
2 |
რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს
ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან; ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც
ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. |
2 |
მით, რამეთუ აღმომჴმობელთა თქუნეს შრომანი, და მისანთა
ხილვანი მტყუარნი თქუნეს და მესიზმრენი ნუგეშინის-სცემდეს ცუდთა, ამისთჳს
განჴმეს სამწყსო და იგუემნეს, რამეთუ არა იყო კურნებაჲ. |
3 |
მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს,
მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას - იუდას სახლს და თავის დიდებულ
რაშად გაიხდის მას ბრძოლაში. |
3 |
განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მწყემსთა ზედა და კრავთა ზედა
მივიხილო, და ზედ მიიხილოს უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან,
სამწყსოსა მისსა, სახლსა იუდაჲსსა და დააწესნეს იგინი, ვითარცა ცხენნი
მისნი შუენიერნი ბრძოლასა შინა. |
4 |
მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი,
მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად. |
4 |
და მისგან ზედ მოიხილა, და მისგან განაწესა, და მისგან
მშჳლდი გულისწყრომითი, და მისგან გამოვიდეს ყოველნი მდევნელნი მის შორის. |
5 |
იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახივით გამთელავნი
ბრძოლაში; იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ
ცხენებზე ამხედრებულთ. |
5 |
და იყვნენ, ვითარცა მებრძოლნი მთრგუნველნი თიჴასა გზათა
ზედა ბრძოლასა შინა და განეწყუნენ, რამეთუ უფალი მათ თანა და სირცხჳლეულ
იქმნენ აღმავალნი ცხენთა. |
6 |
გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს;
დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალე ისინი; და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს
მიმეტოვვბინოს, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი. |
6 |
და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი და სახლი იოსებისი
ვაცხოვნო. და დავამკჳდრნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი. და იყოს,
ვითარსახედ არ გარემივაქციენ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და
შევისმინო მათი. |
7 |
გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული,
თითქოს ღვინისაგან; დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს
მათი გული უფალში. |
7 |
და იყვნენ, ეითარცა მბრძოლნი ეფრემისნი. და მხიარულ იყოს
გული მათი, ვითარცა ღჳნისა მიერ და შვილთა მათთა იხილონ და იშუებდენ და
იხარებდეს გული მათი უფლისა მიერ. |
8 |
დავუსტვენ მათ და თავს მოვუყრი, რადგან გამოვისყიდე
ისინი; და ბევრნი გახდებიან, როგორც ბევრნი იყვნენ. |
8 |
აღვნიშნნე იგინი და შევიწყნარნე იგინი მით, რამეთუ ვიჴსნი
მათ და განმრავლდენ, ვითარ-იგი იყუნეს მრავალ. |
9 |
მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვვყნებში გამიხსენებენ; იცხოვრებენ თავიანთ
შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან. |
9 |
და განვსთესნე იგინი ერთა შორის და შორიელნი
მომიჴსენებდენ მე. განზარდნენ შვილნი მათნი და მოაქცინენ. |
10 |
დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან გამოვკრებ მათ; გალაადის ქვეყანაში
და ლიბანში მივიყვან მათ და ადგილი არ ეყიაფათ. |
10 |
და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტისაჲთ და ასურასტანელთაგან, შევიწყნარნე იგინი და
გალაადიტისა მიმართ და ლიბანისა მიმართ შევიყვანნე იგინი და არა შესცთეს მათგანი
არცა ერთი. |
11 |
გადაუვლის ბობოქარ ზღვას და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს, ამთშრება ნილოსის
სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს. |
11 |
და შევიდენ ზღჳსა შორის იწროჲსა და დასცნენ ზღჳსა შორის ღელვანი და განჴმენ ყოველნი
სიღრმენი მდინარეთანი. და აღებულ იქმნეს ყოველი გინება ასსურასტანელთაჲ და სკიპტრაჲ
ეგჳპტისაჲ მოისპოს. |
12 |
გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, ამბობს უფალი. |
12 |
და განვაძლიერნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა და სახელისა მიმართ მისისა
იქადოდიან, - იტყჳს უფალი. |