1 |
გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები! |
1 |
და განახუენ, ლიბანო, კარნი შენნი, და შეჭამნეს ცეცხლმან ნაძუნი შენნი.
|
2 |
ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ
ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი! |
2 |
და ვალალაებდა პიტჳ მით, რამეთუ დაეცა ნაძჳ, რამეთუ დიდად
საარებულ იქმნნეს დიდებულნი. ვალალაებდით მუხანი ბასანიტიდისანი, რამეთუ
დაიფხურა მაღნარი ნერგოანი. |
3 |
გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი
მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება! |
3 |
ჴმაჲ მგოდებელთა მწყემსთა, რამეთუ საარებულ იქმნა სიდიდე
მათი. ჴმაჲ მყჳრალთა ლომთაჲ, რამეთუ საარებულ იქნეს ფრტჳნვანი იორდანისანი. |
4 |
ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყესე დასაკლავად
განწირული ცხვარი, |
4 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰმწყსით ცხოვართა
დაკლვისათა, |
5 |
მყიდველნი რომ ხოცავენ განუკითხავად; მათი გამყიდველნი კი
ამბობენ: კურთხეულია უფალი! გავმდიდრდიო, მათი მწყემსებიც არ ინდობენ მათ. |
5 |
რომელნი მომგებელთა დაკლნეს და შეინანეს და განმსყიდელნი
მათნი იტყოდეს: კუერთხეულ არს უფალი, რამეთუ განვმდიდრდით. და მმწყსელნი
მათნი არა ივნებდეს მათ ზედა არარას. |
6 |
რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ამბობს
უფალი; აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს
ხელში, აიკლებენ ქვეყანას და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან. |
6 |
ამისთჳს არა ვერიდო არღა მერმე დამკჳდრებულთა ზედა
ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, - და, აჰა, მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა
მოყუსისა თჳსისასა და ჴელთა მეფისა თჳსისათა და დაჭრას ქუეყანა და არ
განვარინო ჴელთაგან მათთაჲსა. |
7 |
დავმწყესავ დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ
ცხვარს; ავიღებ ორ კომბალს, ერთს სიამეს ვუწოდებ, მეორეს საკვრელებს
ვუწოდებ და დავმწყესავ ცხვარს. |
7 |
დავმწყსნე ცხოვარნი დაკლვისანი ხანაანიტისა შორის და
მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი: ერთსა უწოდე შუენიერება და სხუასა
უწოდე წილისსაზომი; დავმწყსნე ცხოვარნი |
8 |
ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი
სული, და მათი სულიც შემიძულებს მე. |
8 |
და აღვიხუნე სამნი მწყემსნი თთუესა შინა ერთსა და
დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, და რამეთუ სულნი მათნი მწუხარეობდეს
ჩემდამო. |
9 |
ვიტყვი: აღარ დაგმწყესავთ თქვენ; მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს,
დანარჩენებმა ჭამონ ერთმანეთის ხორცი. |
9 |
და ვთქუ: არა გმწყსი თქუენ: მოკუდომადი - მოკუედინ, და
მოკლებადი - მოაკლდინ და დაშთომილნი შეშჭამდენ კაცადი ჴორცთა მოყუსისა
თჳსისათა. |
10 |
ავიღებ კომბალს - სიამეს და გადავტეხავ, რათა გავტეხო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა
ხალხთან დავდევი. |
10 |
და მოვიღო კუერთხი ჩემი შუენიერი და განვაგდო იგი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა,
რომელი აღუთქუ ყოველთა მიმართ ერთა. |
11 |
გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის
სიტყვაა. |
11 |
და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი დაცულნი ჩემნი მით,
რამეთუ სიტყუა უფლისაჲ არს. |
12 |
ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ
მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. |
12 |
და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი
ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ. |
13 |
მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი
მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში. |
13 |
და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი
გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და
მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ. |
14 |
გავტეხავ მეორე კომბალს - საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს
შორის. |
14 |
და განვაგდე კუერთხი მეორე წილისსაზომი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, საშუალ
იუდაჲსსა, და საშუალ ისრაჱლისა. |
15 |
მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი. |
15 |
და თქუა უფალმან ჩემდამო: მერმე მოიხუენ თავისა შენისად ჭურჭელნი სამწყემსონი
მწყემსისა გამოუცდელისანი |
16 |
რადგან, აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს; მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ
მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვვბავს; მაგრამ
ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს. |
16 |
მით, რამეთუ, აჰა, მე აღვადგინო მწყემსი წარმართი ქუეყანასა ზედა: მოკლებული არ
მოიხილოს, და განბნეული არ მოიძიოს, და შემუსრვილი არ განკურნოს, და მრთელსა არა
წარუმართოს და ჴორცნი რჩეულთანი შეჭამნეს და ფერჴნი მათნი გარდააქცინეს. |
17 |
ვაი, უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის
მარჯვენა თვალზე; მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მთლიანად მარჯვენა თვალი! |
17 |
ჵ, რომელნი ჰმწყსიან ამაოთა და დაუტევებენ ცხოვართა! მახჳლი მკლავსა ზედა მისსა და
თუალნი მისნი მარჯუენესა მისსა. და მკლავნი მისნი განჴმობით განჴმეს და თუალი მისი
მარჯუენე დამბრმალი დაბრმეს. |