1 |
იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის
მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად. |
1 |
მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი წყარო განღებულ სახლსა დავითისსა და მკჳდრთა
იერუსალჱმისათა გარდასაძრველად და ცოდვილთათჳს დასაპკურებლად. |
2 |
იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ მოვსპობ კერპთა
სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებოდნენ, და
წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან. |
2 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი საბაოთ, - მოვსპო
სახელები კერპთაჲ ქუეყანისაგან და არღა მერმე იყოს ჴსენებაჲ მათი და
ცრუწინაწარმეტყუელნი და სული არაწმიდაჲ აღვიღო ქუეყანისაგან. |
3 |
თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან
მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს
ლაპარაკობ უფლის სახელითო, და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა,
როცა აქადაგდება. |
3 |
და იყოს, უკეთუ იწინაწარმეტყუელოს კაცმან მერმე და თქუას
მისსა მიმართ მამამან მისმან და დედამან მისმან: არ ცოცხალ იყო, რამეთუ
ტყუილი ჰზრახე სახელითა უფლისაჲთა; და დააყენონ იგი მამამან მისმან და
დედამან მისმან, მშობელთა მისთა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა. |
4 |
იმ დღეს იქნება, რომ გაწბილდებიან წინასწარმეტყველნი
თავიანთი ხილვებისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან
შესამოსელს თვალის ასახვევად. |
4 |
და იყოს მას დღესა შინა, სირცხჳლეულ იქმნენ
წინაწარმეტყუელნი, თითოეული ხილვისაგან თჳსისა, წინაწარმეტყუელებასა შინა
მისსა და შეიმოსონ ტყავი შავი ბალნისა ტყუილისა წილ. |
5 |
იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი კაცი
ვარ, რადგან ადამია ჩემთვის მაგალითი სიყრმიდანვე. |
5 |
და თქუას: არა ვარ მე წინაწარმეტყუელი მით, რამეთუ კაცი
ქუეყანისმოქმედი ვარ მე, რამეთუ კაცმან მშვა მე სიჭაბუკით ჩემითგან. |
6 |
ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს
მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი. |
6 |
და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა
შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა. |
7 |
მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი
მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და
გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს. |
7 |
მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა
მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და
განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა. |
8 |
მთელს ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და
დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება. |
8 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის
ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე
დაშთეს მის შორის. |
9 |
გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი
მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ,
ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი. |
9 |
და განვავლო მესამედი ცეცხლისა მიერ და განვაჴურვნე
იგინი, ვითარცა განჴურდების ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი, ვითარცა
გამოიცდების ოქროჲ: ესრეთ უწოდდეს სახელსა ჩემსა და მე ვისმინო მისი და
ვთქუა: ერი ჩემი არს ესე, და მან თქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ. |