1 |
ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში. |
1 |
და აღვიხილენ თვალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, მამაკაცი და ჴელსა შინა მისსა
საბელი სასაქუეყანისმზომელი. |
2 |
ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის
გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე. |
2 |
და ვთქუ მისდამი: სადა წარხუალ შენ? და თქუა ჩემდამო:
განზომად იერუსალიმისა, ხილვად, რაოდენი სივრცე მისი და რაოდენი არს
სიგრძე. |
3 |
აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა
ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად. |
3 |
და, აჰა, ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის დადგა და ანგელოზი
სხუა გამოვიდოდა შემთხუევად მისსა |
4 |
უთხრა მას: გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი:
გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო,
მასში რომ არის. |
4 |
და თქუა მისდამი მეტყუელმან: რბიოდე და თქუ ჭაბუკისა მის
მიმართ მეტყუელმან: ნაყოფიერად დაემკჳდროს იერუსალიმი სიმრავლისაგან კაცთა
და საცხოვართა მის შორისთაჲსა. |
5 |
მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად
ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში. |
5 |
და მე ეიყო მისდა, - იტყჳს უფალი, - ზღუდე ცეცხლისა
გარემოჲს და დიდებად ვიყო შორის მისსა. |
6 |
ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი,
რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი. |
6 |
ჵ, ჵ, ივლტოდე ქუეყანით ბღუარით, - იტყჳს უფალი, - რამეთუ
ოთხთაგან ქართა შეგკრიბნე თქუენ, - იტყჳს უფალი. |
7 |
ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ! |
7 |
სიონად აღიწიენით. განერნეთ დამკჳდრებულნი ასულსა
ბაბილონისასა |
8 |
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ
მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი
მისი თვალის გუგის შემხებარია. |
8 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკანა
დიდებისა მიმავალნი მე წარმართთა ზედა წარმტყუენეელთა თქუენთა მით, რამეთუ
შემხები თქუენი, ვითარცა შემხებელი გუგასა თუალისა მისისასა. |
9 |
რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ
ცაბაოთ უფალმა მომავლინა. |
9 |
მით, რამეთუ, აჰა, მე მივაწევ ჴელსა ჩემსა მათ ზედა და
იყვნენ ტყუე მმონებელთა მათთა. და სცნათ, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა
მპყრობელმან, მომავლინა მე. |
10 |
იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს
შუაგულში, ამბობს უფალი. |
10 |
ძნობდი და იშუებდ, ასულო სიონისაო, ამისთჳს, რამეთუ, აჰა, მოვალ და დავიმკჳდრო
საშუალ შენსა, - იტყჳს უფალი. |
11 |
მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ
შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან. |
11 |
და მოივლტოდიან ნათესავნი მრავალნი უფლისა მიმართ მას დღესა შინა და იყუნენ მისდა
ერად და დაეშენნენ შენ შორის. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან
გამომავლინა შენდა მომართ. |
12 |
დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს
იერუსალიმს. |
12 |
და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ და ნაწილი მისი ქუეყანასა
ზედა წმიდასა და აღირჩიოს მერმე იერუსალიმი. |
13 |
იყუჩოს ყოველმა ხორციელმა უფლის წინაშე, რადგან, აჰა,
გაიღვიძა მან თავის წმიდა სამყოფელში. |
13 |
ეშინოდედ ყოველსა ჴორცსა პირისაგან უფლისა, რამეთუ
აღდგების ღრუბელთაგან წმიდათა მისთა. |