1 |
დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის
ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად. |
1 |
და მიჩუენა მე უფალმან იისუ, მღდელი დიდი, მდგომარე წინაშე პირსა ანგელოზისა
უფლისასა და ეშმაკი უდგა მარჯუენით მას წინააღგომად მისსა. |
2 |
უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ!
გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან
მოწყვეტილი მუგუზალი არ არის? |
2 |
და თქუა უფალმან ეშმაკისა მიმართ: შეგრისხენინ უფალმან
შენ შორის, ეშმაკო, და შეგრისხენინ უფალმან შენ შორის გამომრჩეველმან
იერუსალჱმსა! არა აჰა, ესე, ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან. |
3 |
იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. |
3 |
და იისუ იყო შემოსილ სამოსლითა მწიკულიანითა, დადგა
წინაშე პირსა ანგელოზისასა |
4 |
მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ
წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო
სამოსელით შეგმოსავ. |
4 |
და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მიმართ წინაშე პირსა მისსა
მეტყუელმან: მოსძარცუენით სამოსელნი მწიკულევანნი მისგან; და თქუა მისდა
მიმართ: აჰა, აღვიხუენ შენგან უსჯულოებანი შენნი და შეჰმოსეთ მას პოდირი |
5 |
თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს
თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა. |
5 |
და დაადგით კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და
გარემოასხნეს მას სამოსელნი და დაადგეს კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და
ანგელოზი უფლისაჲ დგა. |
6 |
გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: |
6 |
და წამებდა ანგელოზი უფლისაჲ იისუას მიმართ მეტყუელი: |
7 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს
სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს
ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის. |
7 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ გზათა შორის
ჩემთა ხჳდოდი და ბრძანებათა შორის ჩემთა სცვიდე და შენ განსაჯო სახლი ჩემი
და უკუეთუ დაიცვა ეზოჲ ჩემი და მოგცნე შენ მოქცეულნი საშუალ მდგომარეთა
ამათ. |
8 |
ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა,
შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა,
მოვავლინებ ჩემს მორჩილს - მორჩს! |
8 |
ისმინე უკუე იისუ, მღდელო დიდო! შენ და მახლობელთა შენთა
მსხდომარეთა წინაშე პირსა შენსა. მით, რამეთუ კაცნი ნიშთმჭურეტელნი არიან,
ამისთჳს, აჰა, მე მოვიყუანო მონაჲ ჩემი აღმოსავალით. |
9 |
რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა,
ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ
ქვეყნის ცოდვებს. |
9 |
მით, რამეთუ ქვაჲ, რომელიც მივეც წინაშე პირსა იისუჲსსა,
ქვასა ერთსა ზედა შჳდნი თუალნი არიან. აჰა, მე აღმოვთხარო ჴნაცჳ, - იტყჳს
უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვიძიო ყოველი უსამართლოებაჲ ქუეყანისაჲ
მის ერთსა შინა დღესა. |
10 |
იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ. |
10 |
მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლის მპყრობელი, - მოუწოდოს თითოეულმან მოყუასსა
თჳსსა ქუეშე კერძო ვენაჴისა და ქუეშე კერძო ლეღჳსა. |