1 |
მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან
აღვიძებენ კაცს. |
1 |
და მოაქცია ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და აღმადგინა მე, ვითარსახედ
რაჟამს აღდგის კაცი ძილისაგან მისისა. |
2 |
მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს
სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი
მილი აქვს ზემოთ. |
2 |
და თქუა ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ? და ვარქუ: ვიხილე და,
აჰა, საბაზმაკე ოქროსაჲ სრულიად და ლამპარი ზედაჲთ მისსა და შჳდნი ბაზმაკნი
ზედაჲთ მისსა და შჳდნი მოსავსებელნი მათნი ზედაჲთთა მისთა ბაზმაკთანი. |
3 |
ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის
მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ. |
3 |
და ორნი ზეთისხენი ზედაჲთ მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა
მისისა და ერთი მარცხენით. |
4 |
ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე
მელაპარაკებოდა: რა არის ესენი, ჩემო ბატონო? |
4 |
და ვიკითხე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ
შორის მეტყუელმან: რა არიან ესენი, უფალო? |
5 |
მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა:
განა არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო. |
5 |
და მომიგო ანგელოზან მზრახვალმან ჩემ შორის მეტყუელმან
ჩემდა მომართ: არა იცია რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო! |
6 |
მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის
მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს
ცაბაოთ უფალი. |
6 |
და მომიგო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: ესე სიტყუაჲ
უფლისა ზორობაბელისა მიმართ მეტყუელი: არა ძალისა მიერ დიდისა და არცა
ძლიერებისა, არამედ სულისა მიერ ჩემისა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, |
7 |
რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები!
გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას! |
7 |
რაჲ იყოს შენდა მთაჲ დიდი, წინაშე პირსა ზორობაბელისასა
წარმართებულად? და განვასწორო ქვაჲ მკჳდრობისაჲ სისწორითა მადლისათა,
მადლთა მისთა. |
8 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
8 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
9 |
ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და
მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. |
9 |
ჴელთა ზორობაბელისათა დააფუძნეს სახლი ესე და ჴელთა მისთა
განასრულონ იგი. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან,
გამომავლინა მე შენდამო. |
10 |
რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის
ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ. |
10 |
მით, რამეთუ ვინ შეურაცხ-ყო დღეთა მცირეთა და მადლიერობდენ და იხილონ ქვაჲ
კასსტირიონი ჴელსა შორის ზორობაბელისასა. შჳდნი ესე თუალნი უფლისანი არიან,
ზედდამხედველნი ყოვლისა ქუეყანისანი. |
11 |
მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და
მარცხნივ? |
11 |
და მიუგე და ვთქუ მისდამი: რაჲ ორნი ზეთისხენი: მარჯუენითნი საბაზმაკისანი და
მარცხენითნი? |
12 |
მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის
გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება? |
12 |
და ვჰკითხე მეორედ და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ ორნი რტონი ზეთისხეთანი ჴელთა შორის
ორთა მოსაყოფელთა ოქროჲსათა ზედმასხმელთა და ზედმავსებელთა, მოსავსებელთა მათ
ოქროჲსათა? |
13 |
მითხრა: არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო. |
13 |
და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: არა იცია, რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო. |
14 |
მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი. |
14 |
და მითხრა მე: ესე, ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოვლისა
ქუეყანისასა. |