1 |
კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. |
1 |
და მოვიქეც და იხილეს თუალთა ჩემთა: და, აჰა, მანგალი მფრინვალე. |
2 |
მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს
ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა. |
2 |
და თქუა ჩემდამო: რასა ხედავ შენ? და ვთქუ: მე ვხედავ
მანგალსა მფრინვალესა, სიგრძით წყრთათა ოცთასა. |
3 |
მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი;
რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი
მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად. |
3 |
და თქუა ჩემდა მომართ: ესე წყევაჲ გამომავალი პირსა ზედა
ყოვლისა ქუეყანისასა მით, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე
შურისძიებულ იქმნეს. და ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე
შურისძიებულ იქმნეს. |
4 |
გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის
სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და
მოსპობს მას, მის ხესა და ქვას. |
4 |
და განვასწორო იგი, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, -
და შევიდეს იგი სახიდ მპარავისა და სახით მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა
ზედა და დაარღჳოს საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი
და მოასრულნეს ქვანი მისნი. |
5 |
გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და
მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს. |
5 |
და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა
ჩემდამო: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე. |
6 |
ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და
თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე. |
6 |
და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და
თქუა: ესე უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა. |
7 |
აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ
საწყაულში. |
7 |
და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი
ერთი ჯდა საშალ საზომისა |
8 |
თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და
ტყვიის ზოდი დაახურა ზედა. |
8 |
და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ
საზომისა და შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა. |
9 |
ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში,
ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ; და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის. |
9 |
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე. და, აჰა, ორნი
დედანი გამომავალნი და სული ფრთეთა შორის მათთა და მათ აქუნდეს ფრთენი,
ვითარცა ფრთენი ოფოფისანი, და აღიღეს საზომი საშუალ ქუეყანისა და საშუალ
ცისა. |
10 |
ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული? |
10 |
და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: სადა მიიღებენ ისინი საზომსა? |
11 |
მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის
ადგილზე დაიდგმება იგი. |
11 |
და ჰრქუა ჩემდამო: აღშენებად მისდა სახლსა ქუეყანასა შინა ბაბილონისასა და
განმზადებად და დადვან იგი მუნ, განმზადებასა ზედა მისსა. |