1 |
კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები
კი სპილენძისა იყო. |
1 |
და მოვაქციე თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი ეტლნი გამომავალნი საშუალ
ორთა მთათასა და მთანი იყუნეს მთანი რვალისანი. |
2 |
პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი
ცხენები; |
2 |
და ეტლსა შორის პირველსა ცხენნი ხსედნი, და ეტლსა შორის
მეორესა ცხენნი შავნი, |
3 |
მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები,
ნისლისფერნი. |
3 |
და ეტლსა შორის მესამესა ცხენნი თეთრნი, ეტლსა შორის
მეოთხესა ცხენნი ჭრელნი და სინიბნი. |
4 |
ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მლაპარაკობდა:
რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? |
4 |
და მიუგე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ
შორის: რაჲ არიან ესენი, უფალო? |
5 |
მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ
ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან. |
5 |
და მომიგო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და თქუა: ესე
არიან ოთხნი ქარნი ცისანი, გამოვლენ წარდგომად უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა, |
6 |
მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან
გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ
მიდიან. |
6 |
რომლისა შორის იყვნეს ცხენნი შავნი ქუეყანასა ზედა
ბღუარსა, და თეთრნი გამოვიდეს უკანა მათსა, და ხსედნი გამოვიდეს ქუეყანასა
ჩრდილოსა, |
7 |
ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს.
უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა. |
7 |
და ჭრელნი და სინიბნი გამოვიდეს და ზედ მოიხილვიდეს
გარემოვლად ყოვლისა ქუეყანისა. და თქუა: წარვედით და გარემოვლეთ ქუეყანაჲ.
და გარემოვლეს ქუეყანაჲ. |
8 |
დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის
ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში. |
8 |
და აღიჴმო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: აჰა, გამომავალთა
ქუეყანასა ზედა ბღუარსა განუსუენეს გულისწყრომასა ჩემსა ქუეყანასა შორის
ბღუარსა. |
9 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
9 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი: |
10 |
აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი
დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან. |
10 |
მიიღე ტყუეობათაგან, მთავრობათაგან და პატივცემულთაგან მისთა და შემეცნებულთაგან
მისთა და შეხჳდე შენ მას დღესა შინა სახიდ იოსია სოფონიაჲსისა, დამკჳდრებულისა
ბაბილონს. |
11 |
გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის
ძეს, მღვდელმთავარს. |
11 |
და მიიღო ვეცხლი და ოქროჲ, და შეჰქმნა გჳრგჳნი და დაადგა თავსა ზედა იისუ
იოსედეკისსა, მღდელისა დიდისასა. |
12 |
უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი
ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. |
12 |
და სთქუა მისდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მამაკაცი,
აღმოსავალი სახელი მისი, და ქუეშე კერძო მისსა აღმოჰჴდეს და აღაშენოს სახლი უფლისაჲ |
13 |
ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის
ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის. |
13 |
და მან მიიღოს სათნოება და დაჯდეს და მთავრობდეს საყდარსა ზედა მისსა და იყოს
მღდელი მარჯუენით მისსა და განზრახვაჲ მშჳდობით იყოს საშუალ ორთასავე. |
14 |
გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის
ტაძარში. |
14 |
ხოლო გჳრგჳნი იყოს მოთმინეთა და საჴმართათჳს მისთა, და შემეცნებულთა მისთა, და
მადლად ძეთა სოფონიასთა, და საფსალმუნებლად სახლსა შინა უფლისასა. |
15 |
შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა
მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის
ხმას. |
15 |
და შორიელნი მისგან მოვიდენ და აშენებდენ სახლსა შორის უფლისასა. და ცანთ, ვითარმედ
უფალმან ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე თქუენდამი. და იყოს, უკეთუ მსმენელთა
ისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისა. |