1 |
იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი. |
1 |
და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, მეტყუელი: |
2 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით
ვარ აღძრული მის მიმართ. |
2 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე სიონსა და
იერუსალიმსა შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას. |
3 |
ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ
შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის
მთას - მთაწმიდა. |
3 |
ამათ იტყჳს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკჳდრო
შორის იერუსალჱმსა და ეწოდოს იერუსალიმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა
უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთაჲ წმიდაჲ. |
4 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და
დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა
სიმრავლის გამო. |
4 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე სხდენღა
მოხუცებულნი და მოხუცებულთანი უბანთა შორის იერუსალჱმისათა: თჳთეული
კუერთხისა თჳსისა მქონებელი ჴელსა მისსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა. |
5 |
ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით,
ითამაშებენ მის მოედნებზე. |
5 |
და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა და ქალებითა
მომღერლებითა უბანთა შორის მისთა. |
6 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელია ხალხის
ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია? ამბობს
ცაბაოთ უფალი. |
6 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ უძალოობდეს
წინაშე ყოველთა ნეშტთა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ წინაშეცა ჩემსა
უძალოობდეს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
7 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავიხსნი ჩემს ერს
აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან; |
7 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მე აღმოუწოდო
ერსა ჩემსა ქუეყანისაგან აღმოსავალთასა და ქუეყანისაგან დასავალთაჲსა. |
8 |
მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი
ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები რწმენაში და სიმართლეში. |
8 |
და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუალჱმსა და
იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და
სიმართლისა მიერ. |
9 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც
ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ
ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს. |
9 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: განძლიერდინ ჴელნი
თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა. სიტყუათა ამათ პირისაგან
წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისაჲ,
ყოვლისა მპყრობელისაჲ, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს. |
10 |
რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის;
არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული
ადამიანები. |
10 |
მით, რამეთუ უწინარეს მათ დღეთასა მიზდი კაცთაჲ არ იყოს მოსასყიდელად და მიზდი
საცხოვართაჲ არა არს და გამომავალისა და შემავალისა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან და
განვავლენ ყოველთა კაცთა, თითოეულსა მოყუსისა მიმართ თჳსისა. |
11 |
ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის, ამბობს ცაბაოთ
უფალი. |
11 |
და აწ არა დღეთაებრ წინაპართა უყოფ მე ნეშტთა ამის ერისათა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა
მპყრობელი, - |
12 |
რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის
მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს
ამას. |
12 |
არამედ ოდეს უჩუენო მშჳდობა, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი მისი, და ქუეყანამ მოსცეს
ნაშრომნი თჳსნი, და ცამან მოსცეს ცუარი მისი და დაუმკჳდრე დაშთომილთა ერისა
ჩემისათა ესე ყოველნი. |
13 |
და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით
და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი. |
13 |
და იყოს: ვითარსახედ იყვენით წყევასა შინა წარმართთა შორის სახლი იუდაჲსი და
სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრეთ განგარინნე თქუენ და იყუნეთ კურთხევასა შინა; მინდობით
იყვენით და განძლიერდით ჴელითა მიერ თქუენთა! |
14 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა
გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე, |
14 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვითარსახედ ვიგულე განბოროტება
თქუენი, განრისხებასა შინა ჩემსა მამათა მიერ თქუენთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა
მპყრობელი, |
15 |
კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის;
ნუ გეშინიათ! |
15 |
და არ შევინანე, ეგრეთ განმიწესებიეს და გულადმიღიეს ამათ დღეთა შინა კეთილისყოფაჲ
იერუსალჱმისაჲ და სახლისა იუდაჲსი: კადნიერ იყვენით! |
16 |
აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და
სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან, |
16 |
ესე არიან სიტყვანი, რომელნი ჰყვნეთ: იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცადი მოყუსისა მიმართ
თჳსისა და საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა. |
17 |
ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს
ყველაფერი, ამბობს უფალი. |
17 |
და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თჳსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი
ცრუჲ ნუ გიყუარსყე; მით, რამეთუ ესე ყოველნი მოვიძულენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა
მპყრობელი. |
18 |
იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
18 |
და იყო სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, ჩემდამო მეტყუელი. |
19 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის
მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ
დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ. |
19 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვაჲ მეოთხე, და მარხვაჲ მეხუთე, და
მარხვაჲ მეშჳდე, და მარხვაჲ მეათე - იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად და შუებად,
და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშჳდობა შეიყუარეთ. |
20 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა
მცხოვრებნი. |
20 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკჳდრნი
ქალაქთა მრავალთა |
21 |
ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ, იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწროდ უფლის
წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ. |
21 |
და თან შემოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მივიდეთ
ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და
მივიდე მეცა |
22 |
მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად
იერუსალიმში და სამხვეწრად უფლის წინაშე. |
22 |
და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალჱმს
შინა ლხინებად-ყოფად პირი უფლისაჲ. |
23 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის
ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან
გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი. |
23 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი
მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათაჲსა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა
მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს. |