1 |
განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე
(რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს), |
1 |
ნეშტი სიტყჳსა უფლისაჲ ქუეყანასა შინა სედრაქს და დამასკისა მსხუერპლი მას მით,
რამეთუ უფალი ზედა ხედავს კაცთა და ყოველთა ტომთა ისრაჱლისათა |
2 |
და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე,
რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ. |
2 |
და ემათ, საზღუართა შორის მისთა, ტჳროსი და სიდონი, მით,
რამეთუ იზრახეს ფრიად. |
3 |
აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა
ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით. |
3 |
და აღაშენნა ტჳროსმან სიმაგრენი მისნი და დაიუნჯა ვეცხლი,
ვითარცა მიწა და ოქროჲ, ვითარცა თიჴა გზისა. |
4 |
აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს
მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება. |
4 |
ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: დაიმკჳდრნეს იგინი და დაჴადოს
ზღუად ძალი მისი და იგი ცეცხლისა მიერ განილიოს. |
5 |
იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება
მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე
ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. |
5 |
იხილოს ასკალონმან და შეეშინოს და ღაზამა შეელმეს ფრიად
და აკკარონმან, რამეთუ ჰრცხუენა ქმნილსა ზედა მისსა და წარწყმდეს მეფე
ღაზით დ ასკალონი არდამკჳდრებულ იქმნნეს. |
6 |
უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა
ამპარტავნობას; |
6 |
და დაემკჳდრნენ სხუაჲ ნათესავნი აზოტეს შინა და დავამჴუა
გინება უცხოტომთა. |
7 |
პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს
შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული
იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება. |
7 |
და აღვიღო სისხლი მათი პირისაგან მათისა და საძაგელებანი
მათნი საშუალისაგან კბილთა მათთასა, ხოლო დაუშთენ ესენიცა ღმერთსა ჩუენსა
და იყვნენ, ვითარცა ათასისთავი იუდაჲს შორის, აკკარონი, ვითარცა იებუსელი. |
8 |
შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად,
მიმსვლელ-მომსვლელისგან, და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან
ჩემი თვალით ვხედავ მას. |
8 |
და მოუგუარო სახლსა ჩემსა აღმართებაჲ, არა სიარულად, არცა
კუალადქცევა, და არა მივიდეს მათ ზედა არღა მერმე მდევნელი; მით, რამეთუ აწ
ვიხილე თვალთა მიერ ჩემთა. |
9 |
იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის
შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და
ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. |
9 |
იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული
იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი
მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა. |
10 |
ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო
მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება
ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე. |
10 |
და მოსრას ეტლები ეფრემისაგან და ცხენები იერუსალჱმისაგან და მოისპოს მშჳლდი
საბრძოლელი და სიმრავლე და მშჳდობა წარმართთაგან. და ემთავროს წყალთა ვიდრე
ზღუადმდე და მდინარეთა მომვლელთა ქუეყანისათა. |
11 |
შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც
წყალი არა დგას. |
11 |
და შენ სისხლითა აღთქმისა შენისათა განავლინენ კრულნი შენნი მღჳმისაგან
არმქონებელისა წყალსა. |
12 |
დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად
მოგაგებთ. |
12 |
და დაისხნენ სიმაგრესა შინა კრულნი შესაკრებელისანი და ნაცვლად ერთისა დღისა
მსხემობისა შენისა უკუნსცნენ მრჩობლნი |
13 |
რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს
შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! |
13 |
მით, რამეთუ მოგირთხენ თავისა ჩემისა მშჳლდად იუდა, გარდაუცუ, ეფრემ, და აღვადგენ
შვილთა შენთა, სიონ, შვილთა ზედა ელლენთასა და გამოგიძევ შენ, ვითარცა მახჳლსა
მბრძოლისასა, |
14 |
უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს
საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში. |
14 |
და იყოს უფალი მათ ზედა. და გამოვიდეს, ვითარცა ელვა, ისარი, და უფალმან ღმერთმან,
ყოვლისა მპყრობელმან, ნესტჳსა მიერ დანესტოს და ვიდოდის ძრვისა მიერ ქადებაჲ მისი. |
15 |
ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით
შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით. |
15 |
უფალი, ყოვლისა მპყრობელი, შეეწევის ამათ, და განჰლევენ მათ და შთაჰფლვენ მათ ქვათა
მიერ შურდულისათა და შესუმენ სისხლსა მათსა, ვითარცა ღჳნოსა, და აღავსებენ ფიალთა,
ვითარცა საკურთხეველსა. |
16 |
იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას? რადგან
გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე. |
16 |
და აცხოვნეს იგინი უფალმან ღმერთმან დღესა შინა, ვითარცა ცხოვარნი, ერი მისი მით,
რამეთუ ქვანი წმიდანი გორვენ ქვეყანასა ზედა მისსა, |
17 |
ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი,
ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს. |
17 |
რამეთუ, რაჲცა სახიერ მისსა, და რაჲცა კეთილ მისსა იფქლი ჭაბუკიდთა და ღჳნოჲ
მსულნელობი ქალწულთა. |