1 |
თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.
|
|
|
2 |
ხოტბას ნუ შეასხამ კაცს მისი სილამაზის გამო და ნუ
შეიძაგებ მისი გარეგნობისთვის. |
|
|
3 |
პატარაა მფრინავთა შორის ფუტკარი, მაგრამ ყველაზე ტკბილია
მისი ნაყოფი. |
|
|
4 |
დიდებული შესამოსელით თავი ნუ მოგაქვს და დიდების დღეს ნუ
ამაღლდები, რადგანაც საკვირველია უფლის საქმენი და კაცთათვის დაფარულია
მისი საქმენი. |
|
|
5 |
ხელმწიფეთაგან მრავალნი ისხდნენ მიწაზე, ის კი, ვისგანაც
არ მოელოდნენ, გვირგვინს ატარებდა. |
|
|
6 |
განმგებელთაგან მრავალნი იქმნენ შეურაცხყოფილნი და
სახელოვანნი ხელში ჩაუვარდნენ სხვებს. |
|
|
7 |
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ
შერისხე. |
|
|
8 |
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ
გააწყვეტინებ. |
|
|
9 |
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა
დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ. |
|
|
10 |
შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ
დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაეწევი და გაქცევითაც ვერ გაექცევი. |
|
|
11 |
ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც
გაჭირვებაშია. |
|
|
12 |
ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული.
მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან.
|
|
|
13 |
აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო. |
|
|
14 |
სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, სიღატაკე და
სიმდიდრე - უფლისაგანაა. |
|
|
15 |
|
|
|
16 |
|
|
|
17 |
წყალობა უფლისა ღვთისმოსავებს ეძლევათ და კურთხევა მისი
კეთილად გაჰყვებათ საუკუნოდ. |
|
|
18 |
ზოგი მდიდრდება თავისი სიფრთხილისა და მომჭირნეობის გამო
და ეს არის მისი საზღაურის წილი, |
|
|
19 |
რომ იტყვის, ვიპოვე მოსვენება, ახლა დავტკბები ჩემი
სიკეთითო. მაგრამ არ კი იცის, როდის მოაწევს ჟამი, როცა ქონებას სხვებს
დაუტოვებს, ხოლო თავად აღესრულება. |
|
|
20 |
მტკიცედ იდექი შენს აღთქმაზე, მისი ერთგული დარჩი და
შეაბერდი შენს საქმეს. |
|
|
21 |
ნუ გაგაოცებს ცოდვილის საქმენი, გწამდეს უფლისა და
უერთგულე შენს საქმეს, რადგან ადვილია უფლის თვალში სწრაფი და უეცარი
გამდიდრება გლახაკისა. |
|
|
22 |
უფლის კურთხევა საზღაურია ღვთისმოსავისათვის და მოკლე
ხანში ააყვავებს მისი წყალობა. |
|
|
23 |
ნუ იტყვი, კიდევ რა მჭირდება, ამიერიდან კიდევ რა სიკეთე
უნდა შევიძინოო? |
|
|
24 |
ნუ იტყვი, საკმარისია ჩემთვის, ამიერიდან კიდევ რაღა უბედურება უნდა განვიცადოო?
|
|
|
25 |
ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ
იხსენებენ ბედნიერებას, |
|
|
26 |
რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს
კაცს მისთა საქმეთაებრ. |
|
|
27 |
წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის
აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი. |
|
|
28 |
ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის
ნაშობთაგან შეიცნობა. |
|
|
29 |
ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა
ცბიერისა. |
|
|
30 |
მახეში მონადირებული კაკბის მსგავსია ამპარტავნის გული და
მზვერავივით შენს სისუსტეს უთვალთვალებს. |
|
|
31 |
გადააქცევს რა სიკეთეს ბოროტებად, უსაფრდება და რჩეულებს
ლაქას სცხებს. |
|
|
32 |
ცეცხლის ნაპერწკლისგან მრავლდება ნაკვერჩხალი და ცოდვილი
კაცი ჩასაფრებულია სისხლის დასაღვრელად. |
|
|
33 |
ერიდე ბოროტს - უკეთურ საქმეთა ოსტატს, რათა ოდესმე
საუკუნო ლაქით არ მოგსვაროს. |
|
|
34 |
შეიხიზნებ უცხოს და შეგშლის შფოთით, უცხოს გაგხდის
შენიანთათვის. |
|
|