1 |
ვინც ფისს შეეხება, გაისვრება და ვინც ამპარტავანს დაუახლოვდება, მას
დაემსგავსება.
|
|
|
2 |
ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალღონეზე აღმატებულს და შენზე
ძლიერსა და მდიდარს ნუ დაუახლოვდები. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის
ქვაბთან? დაეჯახება ქოთანი და თავად გატყდება. |
|
|
3 |
მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და თვითონვე იმუქრება;
გლახაკი შეურაცხყვეს და თავად ივედრება შეწყალებას. |
|
|
4 |
თუკი დასჭირდები, გამოგიყენებს, თუ გაგიჭირდა,
მიგატოვებს. |
|
|
5 |
თუ რამ გექნება, შენთან იცხოვრებს, დაგახარჯვინებს და
თვითონ კი თავს არ შეიწუხებს. |
|
|
6 |
თუ რამე გიჭირს, მოგატყუებს, გაგიცინებს და იმედს
მოგცემს, ალერსიან საუბარს გაგიბამს და გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირსო? |
|
|
7 |
შეგარცხვენს შენ თავისი გამასპინძლებით, ვიდრე ორჯერ ან
სამჯერ არ გაგძარცვავს და საბოლოოდ არ იცინებს შენზე. შემდგომად ამისა, თუ
დაგინახა, მოგერიდება და მხოლოდ თავსღა დაგიქნევს. |
|
|
8 |
უფრთხილდი, რომ არ შეცდე და არ დამდაბლდე შენი სიბრიყვით. |
|
|
9 |
როცა ძლიერი მიგიხმობს, თავი აარიდე და უფრო მიგიწვევს. |
|
|
10 |
თავს ნუ მოაბეზრებ, რათა არ მოგიშოროს, და ნურც მეტისმეტად განუდგები, რომ არ
დაავიწყდე. |
|
|
11 |
ნუ მისცემ თავს ნებას ესაუბრო, როგორც თანასწორს, და მის
მრავალსიტყვაობას ნუ მიენდობი, რადგან გრძელი საუბრით შეგაცდენს და
თითქოსდა ხუმრობით გამოგცდის. |
|
|
12 |
შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ ურთხილდება სიტყვებს, თავს ვერ
დაიცავს სიავისა და ბორკილებისგან. |
|
|
13 |
გაუფრთხილდი და გულისყურით იყავი, რადგან საკუთარ
უბედურებასთან ერთად დააბიჯებ. |
|
|
14 |
|
|
|
15 |
ყველა ცხოველს უყვარს თავისი მსგავსი და ყოველ კაცს - თავისი მახლობელი.
|
|
|
16 |
ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება
და ადამიანიც თავისივე მსგავსისაკენ მიისწრაფვის. |
|
|
17 |
რა აქვს საერთო მგელს კრავთან? ასევე ცოდვილს
ღვთისმოსავთან? |
|
|
18 |
რა მშვიდობა იქნება აფთარსა და ძაღლს შორის? რა მშვიდობა
იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის? |
|
|
19 |
ლომების სანადირო - გარეული ვირებია უდაბნოში, ასევე
გლახაკნი საძოვარია მდიდართათვის. |
|
|
20 |
საძულველია თავმდაბლობა ამპარტავნისათვის, ასევე
საძულველია მდიდრისათვის ღარიბი. |
|
|
21 |
მდიდარმა თუ წაიბორძიკა, მეგობრები შეაშველებენ ხელს,
დაცემულ გლახაკს კი მეგობრებიც მიატოვებენ. |
|
|
22 |
გასაჭირში ჩავარდნილ მდიდარს მრავალი შემწე ჰყავს;
აბადაუბდას იტყვის და გაამართლებენ. გლახაკს გაუჭირდება და შერისხავენ;
ბრძნულად იტყვის და ყურსაც არ ათხოვებენ. |
|
|
23 |
მდიდარი ამოიღებს ხმას და ყველა დადუმდება; მის სიტყვას
ღრუბლებამდე ასწევენ. გლახაკი ამოიღებს ხმას და იტყვიან: ეს ვინღა არისო?
თუ წაიბორძიკებს, ზურგს შეაქცევენ. |
|
|
24 |
კარგია სიმდიდრე, რომელსაც არ ურევია ცოდვა, სიგლახაკე
ბოროტებაა უწმინდურის პირში. |
|
|
25 |
კაცის გული სახეს შეუცვლის მას - ან სიკეთისკენ, ან
ბოროტებისკენ. |
|
|
26 |
გულის ნიშანი ბედნიერების ჟამს მხიარული სახეა და მძიმე
ფიქრები იგავთა მთხზველია. |
|
|