1 |
ნეტარია კაცი რომელმაც არ შესცოდა თავისი პირით და ცოდვის სევდამ არ დაამწუხრა.
|
|
|
2 |
ნეტარია, ვისაც არ არცხვენს თავისი სული და ვისაც არ
დაუკარგავს სასოება. |
|
|
3 |
ძუნწი კაცისათვის სიმდიდრე არ არის სიკეთე; რად უნდა
ქონება ბოროტ ადამიანს? |
|
|
4 |
ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისთვის
აგროვებს და მისი საუნჯით სხვანი დატკბებიან. |
|
|
5 |
საკუთარი თავისთვის ბოროტი ვისთვისღა იქნება კეთილი? ვერ
გაიხარებს თავისი ქონებით. |
|
|
6 |
საკუთარი თავისთვის ბოროტისმყოფელზე უკეთური არავინაა;
ესაა საზღაური მისი ბოროტებისათვის. |
|
|
7 |
თუკი სიკეთეს აკეთებს, გულმავიწყობით აკეთებს და ბოლოს
გამოამზეურებს თავის ბოროტებას. |
|
|
8 |
უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და
სძულს ადამიანები. |
|
|
9 |
თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის
უსამართლობა სულს აჭკნობს. |
|
|
10 |
უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია. |
|
|
11 |
შვილო, შეძლებისამებრ კეთილი უყავი შენს თავს და უფალსაც
ღირსეულად მიართვი ძღვენი. |
|
|
12 |
გახსოვდეს,რომ სიკვდილი არ დააყოვნებს და ჯოჯოხეთის აღთქმა არ გამოგცხადებია. |
|
|
13 |
ვიდრე აღესრულები, სიკეთე უყავი მეგობარს, გაუწოდე ხელი
და შეძლებისამებრ მიეცი მას. |
|
|
14 |
ნუ მოიკლებ სიკეთის დღეს და წილი კეთილი ნატვრისა გვერდს
არ აგივლის. |
|
|
15 |
განა გასაყოფად სხვას არ დაუტოვებ შენს მონაგარს და ნაჯაფარს - წილის საყრელად?
|
|
|
16 |
გაეცი და მიიღე, და ანუგეშე სული შენი, რადგან ჯოჯოხეთში
ვეღარ იპოვი სიამეს. |
|
|
17 |
ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან
დასაბამიდან გადაწყვეტილია; სიკვდილით მოკვდები. |
|
|
18 |
როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება,
ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლისა: ერთი აღესრულება,
მეორე კი იბადება. |
|
|
19 |
ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება
მისი შემქმნელიც. |
|
|
20 |
ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი
გონიერებით მსჯელობს. |
|
|
21 |
ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის
იდუმალებებს. |
|
|
22 |
მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი. |
|
|
23 |
ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კარებთანაც
მოისმენს. |
|
|
24 |
ვინც მისი სახლის მახლობლად დაივანებს, ის ჩააჭედებს
ლურსმანს მის კედლებში. |
|
|
25 |
მის ახლოს აღმართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში
განისვენებს. |
|
|
26 |
მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს და მის რტოებქვეშ
დაიმკვიდრებს. |
|
|
27 |
მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში
იცხოვრებს. |
|
|