1 |
უფლის მოშიში ასე მოიქცევა და მტკიცე რჯულით მოიხვეჭს მას.
|
|
|
2 |
დედასავით მიეგებება მას და სიჭაბუკის ცოლივით მიიღებს. |
|
|
3 |
გამოკვებავს მას გონების პურით და სიბრძნის წყაროს
შეასმევს. |
|
|
4 |
მისით განმტკიცდება და აღარ შეირყევა, მიეკვრება მას და
აღარ შერცხვება. |
|
|
5 |
აამაღლებს მის მახლობლებზე და გაუხსნის ბაგეს შეკრებილთა
შორის. |
|
|
6 |
სიხარულისა და შვების გვირგვინს აპოვნინებს და საუკუნო
სახელს დაუმკვიდრებს. |
|
|
7 |
ვერ მისწვდებიან მას უგუნურნი და ვერც ცოდვილნი იხილავენ. |
|
|
8 |
შორსაა იგი ამპარტავანთაგან და ცრუნი ვერ შეიცნობენ. |
|
|
9 |
უამურია ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისაგან როდია
მოვლენილი. |
|
|
10 |
რადგან ქება სიბრძნით ითქმის და უფალი კეთილად წარმართავს მას. |
|
|
11 |
ნუ იტყვი, უფლის განგებით განვდექიო, რადგან ის თავის საძულველს არ გააკეთებს.
|
|
|
12 |
ნუ იტყვი ღმერთმა შემაცდინაო, რადგან არ სჭირდება მას ცოდვილი კაცი. |
|
|
13 |
ყოველივე სისაძაგლე შეიძულა უფალმა და არც მისთა მოშიშთა
უნდა უყვარდეთ. |
|
|
14 |
მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა
დატოვა. |
|
|
15 |
თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით
მოიქცევი. |
|
|
16 |
მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და, საითკენაც გენებოს,
იქით გაიწოდე ხელი. |
|
|
17 |
ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და, რომელსაც
მოისურვებს ის მიეცემა. |
|
|
18 |
რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და
ყოველივეს ხედავს. |
|
|
19 |
მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე
კაცისა. |
|
|
20 |
ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც
არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა. |
|
|