1 |
უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ.
|
|
|
2 |
მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში
უფლისა. |
|
|
3 |
არ ირწმუნო მათი სიცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს,
რადგან ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება - ურჯულო შვილთა
ყოლას. |
|
|
4 |
რადგან ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი
კი მოოხრდება. |
|
|
5 |
მრავალი ამგვარი რამ იხილეს ჩემმა თვალებმა და ამაზე
უარესი მოუსმენიათ ჩემს ყურებს. |
|
|
6 |
ცოდვილთა საკრებულოში ცეცხლი გაჩაღდება, ურჩ ხალხში კი
რისხვა აინთება. |
|
|
7 |
არ შეიწყალა ძველი ბუმბერაზები, რომელნიც თავიანთი ძალის
იმედად განუდგნენ მას. |
|
|
8 |
არ დაინდო ლოთის სახლეულიც, რომელიც მოიძულა მისი
ამპარტავნობისთვის. |
|
|
9 |
არ შეიწყალა წარწყმედილი ხალხი, რომელიც მედიდურობდა
თავისი ცოდვებით. |
|
|
10 |
ისევე, როგორც ექვსასი ათასი კაცი, გულქვაობამ რომ შეკრიბა ერთად. |
|
|
11 |
თუნდაც ერთი იყოს ქედფიცხელი, მაინც საკვირველი იქნება დაუსჯელი რომ დარჩეს, რადგან
წყალობაცა და რისხვაც უფალთანაა, და შეწყალებაც ხელეწიფება და რისხვის გადმოღვრაც.
|
|
|
12 |
რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდია მხილება მისგან და კაცს მისი
საქმეების მიხედვით განსჯის. |
|
|
13 |
ვერ გაექცევა მას ცოდვილი ნაძარცვით და მოთმინება
კეთილმორწმუნეთა ამაო როდია. |
|
|
14 |
ადგილს მიუჩენს ყოველ მოწყალებას და თითოეული თავის
საქმეთა მიხედვით მიიღებს. |
|
|
15 |
|
|
|
16 |
|
|
|
17 |
ნუ იტყვი, დავემალები უფალს და სიმაღლიდან ვინ
გამიხსენებსო? ვერც კი შემამჩნევსო ხალხის სიმრავლეში, რადგან რა არის ჩემი
სული ზღვარდაუდებელ სამყაროში? |
|
|
18 |
აჰა, ზეცა და ზეცა ზეცისა, უფსკრული და მიწა, ირყევიან
მისი მზერის ქვეშ; |
|
|
19 |
მთანიცა და საფუძველიც დედამიწისა ერთნაირად ირყევა
ძრწოლით, როცა მათ მოხედავს. |
|
|
20 |
ეს ვერ გაუგია გულს და მის გზებს ვინ მოიაზრებს? |
|
|
21 |
როგორც ქარი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, ასევე მისი საქმეების უმრავლესობაც
დაფარულია.
|
|
|
22 |
ვინ მოგვითხროს საქმენი მისი სამართლიანობისა? ან ვინ
დაელოდება მათ? რადგან შორსაა აღთქმა. |
|
|
23 |
ამგვარად განსჯის გულით ღატაკი და უგუნური და ცდუნებული
კაციც ამგვარად ფიქრობს. |
|
|
24 |
ყური დამიგდე მე, შვილო, და ისწავლე სიბრძნე და ჩემი
სიტყვები გულით შეისმინე. |
|
|
25 |
აწონილად გამოვაჩენ სწავლას და ზედმიწევნით გავაცხადებ
ცოდნას. |
|
|
26 |
დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო
ნაწილებად. |
|
|
27 |
საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება
თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის
მოქმედებას. |
|
|
28 |
არ ავიწროებენ ერთმანეთს და არასოდეს ეურჩებიან უფლის
სიტყვას. |
|
|
29 |
შემდგომ ამისა უფალმა მიწას გადმოხედა და აღავსო იგი
თავისი სიკეთით. |
|
|
30 |
ყოველი ცხოველის სულმა დაფარა მისი პირი და მისკენ
მიიქცევა ყოველივე. |
|
|