1 |
უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი.
|
|
|
2 |
განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მათ და უბოძა
ხელმწიფება მიწიერებზე. |
|
|
3 |
მათი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად
შექმნა ისინი. |
|
|
4 |
ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა
ცხოველებზე და ფრინველებზე. |
|
|
5 |
|
|
|
6 |
მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული, რათა
შეეცნოთ ისინი |
|
|
7 |
აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და
ბოროტი. |
|
|
8 |
დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა
მათ. |
|
|
9 |
|
|
|
10 |
რათა ადიდონ წმიდის სახელი და მისი საქმეების სიდიადეზე მოუთხრონ. |
|
|
11 |
წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა. |
|
|
12 |
საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები. |
|
|
13 |
დიდების სიდიადე იხილეს მათმა თვალებმა და დიდებულება
მისი ხმისა გაიგონეს მათმა ყურებმა. |
|
|
14 |
უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას, და ამცნო
თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ. |
|
|
15 |
მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის
თვალებს. |
|
|
16 |
|
|
|
17 |
ყოველ ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, უფლის ხვედრი კი ისრაელია.
|
|
|
18 |
|
|
|
19 |
მათი ყველა საქმე მზესავით მის წინაშეა და მარადის მათ
გზებზეა მისი თვალები. |
|
|
20 |
არ არის დაფარული მისთვის მათი უსამართლობანი და ყოველი
მათი ცოდვა უფლის წინაშე. |
|
|
21 |
|
|
|
22 |
როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც
თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს. |
|
|
23 |
შემდგომად ამისა აღდგება იგი, სამაგიეროს მიუზღავს მათ და
მათ მიერ გაცემულს მათსავე თავზე მოაქცევს. |
|
|
24 |
ხოლო რომელნიც ინანიებენ, მიუტევებს და გაამხნევებს მათ,
რომელთაც მოაკლდათ დათმენის ღონე. |
|
|
25 |
მოიქეცი უფლისაკენ და ცოდვები მიატოვე, ევედრე მას და
უკელი შეცოდებებს. |
|
|
26 |
ამაღლდი უზენაესისკენ, უსამართლობას განშორდი და ძლიერ
შეიძულე სისაძაგლე. |
|
|
27 |
ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და
ქების შემსხმელნი. |
|
|
28 |
მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების
შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს. |
|
|
29 |
რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა! |
|
|
30 |
ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე
კაცისა. |
|
|
31 |
რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე
ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი. |
|
|
32 |
ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი
და ფერფლია. |
|
|