1 |
ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა.
|
|
|
2 |
მხოლოდ უფალი შეირაცხება მართალად. |
|
|
3 |
არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ
ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს? |
|
|
4 |
|
|
|
5 |
მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის მის
მოწყალებებს? |
|
|
6 |
მისი არც დაკლება იქნება და არც გაზრდა, უფლის
საკვირველებანი გამოუკვლეველია. |
|
|
7 |
როცა კაცი დაასრულებს, მაშინ იწყებს ის და, როცა
შეწყვეტს, მაშინ მოისაკლისებს ის. |
|
|
8 |
რაა კაცი და რა სარგებლობა აქვს? რა არის სიკეთე მისი და
რა არის ბოროტება მისი? |
|
|
9 |
ადამიანის დღეთა რიცხვი თითქოს ბევრია - ასი წელი. |
|
|
10 |
მაგრამ როგორც ზღვაში წყლის წვეთი და ქვიშის მარცვალი, ასევე მცირეა
მარადისობისთვის მისი წლები. |
|
|
11 |
ამიტომაც სულგრძელია უფალი მათ მიმართ და მიაფენს მათზე
თავის წყალობას. |
|
|
12 |
ხედავს და იცის, რომ სავალალოა მათი აღსასრული, ამიტომაც გაამრავლა თავისი წყალობა.
|
|
|
13 |
გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის
მოწყალება კი - ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და
მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს. |
|
|
14 |
შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და
იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან. |
|
|
15 |
შვილო, ქველმოქმედებისას საყვედურს ნუ იტყვი და ყოველი
გაცემისას გულსატკენ სიტყვას. |
|
|
16 |
განა სიცხეს ცვარი არ აგრილებს? ასევე მოწყალებას სჯობია
სიტყვა. |
|
|
17 |
ლამაზ საჩუქარს ხომ აღემატება სიტყვა? მადლიან კაცს კი
ორივე ექნება. |
|
|
18 |
უგუნური უმადურად აყვედრის და საჩუქარი შურიანისა თვალებს
შრეტს. |
|
|
19 |
ვიდრე ალაპარაკდებოდე, მოიფიქრე და, ვიდრე დასნეულდებოდე,
სიმრთელეს მიხედე. |
|
|
20 |
გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას
იპოვი შეწყალებას. |
|
|
21 |
ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე
უკან მოიქეცი. |
|
|
22 |
ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის
განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ. |
|
|
23 |
ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები.
|
|
|
24 |
გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა,
როცა უფალი პირს მიიბრუნებს. |
|
|
25 |
სიმაძღრისას შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი
- სიღატაკე და გაჭირვება. |
|
|
26 |
განთიადიდან საღამომდე იცვლება ჟამი და ყოველივე
სწრაფწარმავალია წინაშე უფლისა. |
|
|
27 |
ბრძენი კაცი ყოველთვის ფრთხილად იქნება და ცოდვათა
დღეებში შეცდომას მოერიდება. |
|
|
28 |
ყოველი გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და მის მპოვნელსაც
ხოტბას შეასხამს. |
|
|
29 |
სიტყვებში გაწაფულნი თავადაც დაბრძენდნენ და გადმოღვარეს
ბრძნული იგავები. |
|
|
30 |
ნუ აჰყვები შენს გულისთქმათ და სურვილებისაგან თავი
შეიკავე. |
|
|
31 |
თუ სულს ვნებებისკენ წარუძღვები, მტრების გასართობად
გაგხდიან. |
|
|
32 |
ნუ ილხენ დიდი ფუფუნებით და არიფანებს ნუ გადაყვები. |
|
|
33 |
არ გაგაღატაკოს სესხით გამართულმა ნადიმებმა, როდესაც
ქისა ცარიელი გაქვს. |
|
|