1 |
ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება.
|
|
|
2 |
ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან
საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია. |
|
|
3 |
მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული
წარიწყმიდება. |
|
|
4 |
მალემრწმენი ჭკუამსუბუქია და ვინც სცოდავს, საკუთარ თავს
ვნებს. |
|
|
5 |
გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება, ვნებათა
წინააღმდგომი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს. |
|
|
6 |
ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე
ბოროტს აიცილებს. |
|
|
7 |
ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასოდეს არაფერი
დაგეკარგება. |
|
|
8 |
ნურც მეგობარს და ნურც მტერს ნუ ეტყვი და, თუ შენთვის
ცოდვა არ არის, ნუ გაამჟღავნებ. |
|
|
9 |
რადგან მოგისმენს ვინმე და დაგიდარაჯდება, გავა დრო და
შეგიძულებს. |
|
|
10 |
მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს. |
|
|
11 |
სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი.
|
|
|
12 |
რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში. |
|
|
13 |
ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია; და თუ ჩაიდინა,
მომავალში ნუღარ ჩაიდენს. |
|
|
14 |
ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ
გაიმეორებს. |
|
|
15 |
ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და
ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ. |
|
|
16 |
ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ვის არ
შეუცოდავს? |
|
|
17 |
ჰკითხე შენს მახლობელს, ვიდრე დაემუქრებოდე, და უზენაესის
განგებას გზა მიეცი. |
|
|
18 |
|
|
|
19 |
|
|
|
20 |
ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის
აღსრულებაა. |
|
|
21 |
|
|
|
22 |
ბოროტის ცოდნა არაა სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.
|
|
|
23 |
არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძაგლეა, და არის ბრიყვი,
რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია. |
|
|
24 |
ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს,
მაგრამ რჯულის დამრღვევს. |
|
|
25 |
რაღა საფუძვლიანი, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა
მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას. |
|
|
26 |
არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით
სავსეა ვერაგობით. |
|
|
27 |
სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ
მიგასწრებს. |
|
|
28 |
თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის
და ბოროტებას მაინც ჩაიდენს. |
|
|
29 |
კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის
გამომეტყველებით შეხვედრისას. |
|
|
30 |
სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს. |
|
|