1 |
შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი.
|
1 |
შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან
განსაცდელისა
|
2 |
გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები
განსაცდელის ჟამს. |
2 |
და წრფელ-ყავ გული შენი და ნუ მოსწრაფე ხარ ჟამსა მას,
რომელსა შეგემთხჳოს შენ განსაცდელი |
3 |
მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ. |
3 |
მიეახლე უფალსა და ნუ განეშორები, რათა აჰმაღლდე
აღსასრულსა მას შენსა |
4 |
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით
დაითმინე დამცირებანი. |
4 |
ყოველივე, რაცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და
სალმობათაგან დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ |
5 |
რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი -
მორჩილების ქურაში. |
5 |
რამეთუ ცეცხლითა გამოიცადის ოქრო, ეგრეთვე კაცი შერაცხილი
საჴუმილითა მით სიმდაბლისათა |
6 |
ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი
იმედი იქონიე. |
6 |
გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ და განიგნე გზანი შენნი
და ესევდ მას |
7 |
უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით,
რათა არ დაეცეთ. |
7 |
მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ წყალობასა უფლისასა, და ნუ
გარდაიქცევით, რათა არა დაეცნეთ |
8 |
უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ
საზღაური. |
8 |
მოშიშთა უფლისათა ჰრწმენინ იგი, რათა არა დააკლდეს
სასყიდელი მათი |
9 |
უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო
სიხარულისა და წყალობისა. |
9 |
მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ კეთილსა უფლისაგან და
სიხარულსა და წყალობასა, რამეთუ ნიჭი უფლისა საუკუნე არს და სიხარულით არს
მოსაგებელი მისი |
10 |
გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ
იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო? |
10 |
მიხედეთ პირველთა მათ და ნათესავთა და გუალეთ, ვის
ჰრწმენა ღმერთი და ჰრცხუენა? ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან დააგდო
იგი მოწყალე |
11 |
რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი
და მხსნელი გასაჭირის ჟამს. |
11 |
და მწყალობელ არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე, მიუტევნის ცოდვანი და აცხოვნის
ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი |
12 |
ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ! |
|
|
13 |
ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც
დაცული არ იქნება! |
|
|
14 |
ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ,
როცა უფალი მოგაკითხავთ? |
|
|
15 |
უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და
მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ. |
|
|
16 |
უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი
აღივსებიან რჯულით. |
|
|
17 |
უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე
თავს დაიმდაბლებენ. |
|
|
18 |
ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა
დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა. |
|
|