1 |
ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.
|
|
|
2 |
მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას. |
|
|
3 |
რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს. |
|
|
4 |
რაღა საჭურისისგან ქალწულის გაუპატიურების მცდელობა და
რაღა განაჩენის ძალით გამოტანა. |
|
|
5 |
ზოგის მდუმარებაში სიბრძნე ჩანს, ზოგი კი საძულველია
ბევრი ლაყბობის გამო. |
|
|
6 |
ზოგი დუმს, რადგან პასუხი არა აქვს, ზოგი კი იმიტომ დუმს,
რომ დროს უყურებს. |
|
|
7 |
ბრძენი კაცი დრომდე ჩუმად იქნება, მკვეხარა და უგუნური კი
დროს არ მოუცდის. |
|
|
8 |
სიტყვამრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული
იქნება. |
|
|
9 |
ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც
შენაძენია. |
|
|
10 |
ზოგიერთი საჩუქარი სარგებლობას ვერ მოგიტანს, ზოგიერთი საჩუქარი კი ორმაგად
ანაზღაურდება. |
|
|
11 |
ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისგან თავს მაღლა ასწევს.
|
|
|
12 |
ზოგი მცირეთი ბევრს ყიდულობს, ზოგი კი მცირედისთვის შვიდმაგად გადაიხდის. |
|
|
13 |
ბრძენი ლაპარაკით აყვარებს თავს, სულელთა მადლი კი ფუჭად
იკარგება. |
|
|
14 |
უგუნურის წყალობა არას გარგებს, რადგან ერთის ნაცვლად
ბევრი თვალი აქვს: |
|
|
15 |
ცოტას მოგცემს და მრავალჯერ დაგაყვედრის, გზირივით ექნება
პირი დაღებული; დღეს რომ გაასესხებს, ხვალ უკან ითხოვს. საძულველია ამგვარი
კაცი. |
|
|
16 |
სულელი ამბობს: არ მყავს მეგობარი და არც მადლიერია ვინმე
ჩემი სიკეთისათვის; |
|
|
17 |
ჩემი პურის მჭამელნი ავსიტყვაობენო. რამდენი დასცინებს
მას და რა ხშირადაც! |
|
|
18 |
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა
მოაწევს ბოროტთა დაცემა. |
|
|
19 |
უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ
უმეცართ. |
|
|
20 |
სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის
დროზე არ ამბობს მას. |
|
|
21 |
ცოდვისაგან ზოგი გაჭირვების გამო თავს იკავებს და, სულს რომ მოითქვამს, აღარ
ინანებს.
|
|
|
22 |
ზოგი მორცხვობით იღუპავს თავს, ზოგი კი ბრიყვული
გამომეტყველებით. |
|
|
23 |
ზოგი სირცხვილის გამო ჰპირდება მეგობარს და ტყუილუბრალოდ
იკიდებს მტრად. |
|
|
24 |
სიცრუე ადამიანში ბოროტი ლაქაა, უმეცრებს მუდამ პირზე
აკერიათ. |
|
|
25 |
ქურდი სჯობია სულმუდამ ცრუმეტყველს, თუმცა ერთსაც და
მეორესაც წარწყმედა ელის. |
|
|
26 |
ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს და სირცხვილი მისი
მასთანაა საუკუნოდ. |
|
|
27 |
ბრძენი სიტყვებით გამოაჩენს თავს და გონიერი კაცი
დიდებულებს მოეწონებათ. |
|
|
28 |
მიწათმოქმედი თავის ზვინს აამაღლებს და დიდებულთა
მაამებელს უკანონობაც ეპატიება. |
|
|
29 |
ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს და
პირში ამოდებული ლაგამივით დააბრკოლებენ მხილებაში. |
|
|
30 |
დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - ვის რაში არგია ან
ერთი ან მეორე? |
|
|
31 |
სჯობს კაცი, თავისი სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც
თავის სიბრძნეს ფარავს. |
|
|