1 |
ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას.
|
|
|
2 |
ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს
იფერთხავს. |
|
|
3 |
მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი
საზარალოდ იბადება. |
|
|
4 |
გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია. |
|
|
5 |
უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან
შეძულებული იქნება. |
|
|
6 |
რაღა უდროო დროს ამბის მოყოლა და რაღა მხიარული ჰანგი
ტირილის ჟამს; წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის სიბრძნეა. |
|
|
7 |
|
|
|
8 |
|
|
|
9 |
რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების
შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან. |
|
|
10 |
გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა
იყოო? |
|
|
11 |
იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე
ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან
განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია. |
|
|
12 |
მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია. |
|
|
13 |
უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ.
მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან
შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ
შეგაწუხებს მისი უგუნურება. |
|
|
14 |
რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არ
ბრიყვი? |
|
|
15 |
ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა.
|
|
|
16 |
როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი მიწის
ძვრისას არ დაირღვევა, ასევე გული, დაყრდნობილი გონივრულ რჩევაზე, არ
შედრკება საფრთხეში. |
|
|
17 |
გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული გული ჩუქურთმაა გლუვ
კედელზე. |
|
|
18 |
როგორც მაღალი საბჯენები ვერ გაუძლებს ქარს, ასევე მხდალი
გული უგუნური განსჯისას ვერ გაუძლებს შიშს. |
|
|
19 |
დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი
გრძნობებს წარმოაჩენს. |
|
|
20 |
ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის
მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას. |
|
|
21 |
თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ,
შეგიძლია უკან ჩააგო. |
|
|
22 |
თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან
შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და
მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს. |
|
|
23 |
მახლობლის ნდობა მის სიღატაკეში მოიპოვე, რათა მასთან
ერთად იშვებდე მის კეთილდღეობაში. მასთან დარჩი გასაჭირის ჟამს, რათა მის
მემკვიდრეობაში წილი დაიდო. |
|
|
24 |
ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია, ასევე
სისხლის დაღვრამდე - ლანძღვა-გინება. |
|
|
25 |
მეგობრის დაცვისა არ შემრცხვება და მის წინაშე არ
დავიმალები. |
|
|
26 |
თუკი მის გამო ბოროტება შემემთხვევა, ყველა, ვინც
გაიგებს, მოერიდება მას. |
|
|
27 |
ნეტავ ეყენოს მცველი ჩემს პირს და ესვას გონიერების
ბეჭედი ჩემს ბაგეებს, რათა მათგან არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმა ენამ. |
|
|