ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სამით შევიმკე და წარვდექი გამშვენებული უფლისა და კაცთა წინაშე: ძმათა ერთსულოვნებით, მახლობელთა სიყვარულით და ცოლ-ქმართა თანხმობით. |
||
2 | სამი ჯურის კაცი შეიძულა ჩემმა სულმა და ძალზე შევიძულე მათი ცხოვრება: ქედმაღალი ღატაკი, მატყუარა, მდიდარი და მოხუცი მრუში, ჭკუანაკლული. | ||
3 | თუ სიჭაბუკეში ვერ შეაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს. | ||
4 | რარიგ შეშვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა! | ||
5 | რარიგ უხდება მოხუცებს სიბრძნე და დიდებულებს აზრი და რჩევა! | ||
6 | მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიამაყე - უფლის შიში. | ||
7 | ცხრა ფიქრით დავიამე გული და მეათეს ენით ვიტყვი: კაცი, შვილებში გახარებული და თავის სიცოცხლეშივე მტერთა დაცემის მომსწრე. | ||
8 | ნეტარია, ვინც გონიერ ქალთან ცხოვრობს, ვინც არ შესცოდა ენით და თავისზე უღირსს არ ემსახურა. | ||
9 | ნეტარია, ვინც სიბრძნე მოიხვეჭა და მიუთხრობს მას ყურადმღებელთ. | ||
10 | ხომ დიდია სიბრძნის მომხვეჭელი, მაგრამ უფლის მოშიშზე დიდი არავინაა. | ||
11 | უფლის შიში ყოველივეს აღემატება; მის მქონებელს ვინ შეედრება? | ||
12 | ყოველგვარი ჭრილობა დაითმინება, მაგრამ არა ჭრილობა გულისა; ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა. | ||
13 | |||
14 |
ყოველი თავდასხმა, ოღონდ არა თავდასხმა მოძულეთა, და ყოველი შურისძიება, ოღონდ არა შურისძიება მტერთა. |
||
15 | არ არსებობს თავი უფრო შხამიანი, ვიდრე თავი უხსენებლისა და არ არსებობს გულისწყრომა უფრო დიდი, ვიდრე გულისწყრომა მტრისა. | ||
16 | უმალ ლომთან და ურჩხულთან ერთად ვიცხოვრებდი, ვიდრე ავ ცოლთან. | ||
17 | სიავე ქალს გამომეტყველებას უცვლის და დათვის სახესავით უბნელებს სახეს. | ||
18 | მისი ქმარი დაჯდება მახლობელთა შორის და მოსმენისას მწარედ ამოიხვნეშებს. | ||
19 | ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან - ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას. | ||
20 | რაღა მოხუცის ფეხებისთვის ქვიშიან აღმართზე სიარული და რაღა ანჩხლი ცოლი მშვიდი კაცისთვის. | ||
21 | ნუ უთვალთვალებ ქალის სილამაზეს და ქალისადმი ვნებას ნუ აყვები. | ||
22 | საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე. | ||
23 | დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს. | ||
24 | ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი. | ||
25 | ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს. | ||
26 | თუ შენი ხელით ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან. |